ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „ეპშტეინის ფაილებში“ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი აღმოჩნდა.
„დოიჩე ველეს“ გამოძიება აჩვენებს, რომ უწყების მიერ ხარვეზის გამოსწორების დაპირების მიუხედავად, დოკუმენტების ნაწილში კონფიდენციალური ინფორმაცია ამ დრომდე საჯაროა. გერმანულმა მაუწყებელმა რამდენიმე თვის განმავლობაში 800 000-ზე მეტი ფაილი შეისწავლა.
ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ დოკუმენტების ნაწილი შეიცვალა ან წაიშალა, თუმცა ათეულობით ფაილში კვლავ იკითხება სახელები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, ფოტოები და სხვა მონაცემები, რომლებიც კონკრეტული ადამიანების ამოცნობის საშუალებას იძლევა. კორესპონდენტებმა საკუთარი მიგნებები აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსაც გაუგზავნეს, თუმცა საკითხზე პასუხი არ მიუღიათ.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
