მსოფლიოს საუკეთესო 100 კერძს შორის ქართული სამზარეულოდან მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა – ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის განახლებულ რეიტინგში.
უფრო კონკრეტულად, 100 საუკეთესო კერძს შორის მწვადი 86-ე ადგილზეა 4.34 ქულით, ხოლო აჭარული ხაჭაპური 4.33 ქულით 91-ე ადგილს იკავებს.
Tasteatlas-ის მონაცემებით მსოფლიოში საუკეთესო კერძი პარაგვაის ვორი-ვორია. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო 10 კერძიდან 3 იტალიური სამზარეულოდანაა.
კერძოდ, 2025-26 წლების საუკეთესო კერძების ათეული ასე გამოიყურება:
- პარაგვაი – vori-vori
- იტალია – Pizza Napoletana
- იტალია – Tajarin al tartufo bianco d’Alba
- ინდონეზია – Sate kambing
- თურქეთი – Oltu cağ kebabı
- საბერძნეთი – Kontosouvli
- პერუ – Arroz tapado
- სერბეთი – Komplet lepinja
- მექსიკა – Quesabirria (Birria tacos)
- იტალია – Pappardelle al cinghiale
ინფორმაციისთვის, რეიტინგი ემყარება მომხმარებელთა შეფასებას. 453 720 პირის მიერ მსოფლიოს 11 781 კერძის შეფასების მიხედვით კი გამოვლინდა საუკეთესო 100 კერძი.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
