მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია “თბილისი ცენტრალში” გაიხსნება

დღის სიახლეები საზოგადოება

მერაბ დვალიშვილის სახელობის MMA აკადემია “თბილისი ცენტრალში” გაიხსნება.

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” სავაჭრო ცენტრ “თბილისი ცენტრალის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.

ბიზნესმენის ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება.

“მერაბ დვალიშვილთან ერთად ვამუშავებთ ამ პროექტს. შეიქმნება საქართველოში ყველაზე სერიოზული საწვრთნელი ბაზა ამ მიმართულებით. ეს იქნება ერთობლივი პროექტი, რომლის დეტალებიც სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი. დარწმუნებული ვარ, ეს სიახლე ძალიან საინტერესო და სასიხარულო იქნება ამ სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის და მათი ქომაგებისთვის”, – განაცხადა ლევან ყარალაშვილმა “წერტილში”.

შეგახსენებთ: თბილისში, MMA აკადემიის გახსნა მერაბ დვალიშვილმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე ერთ-ერთ ინტერვიუში დააანონსა.

“ეს საქველმოქმედო დარბაზი იქნება. მინდა, ჩემს ქვეყანას დავუბრუნო ის სიკეთე, რაც შემიძლია”, – აცხადებს სპორტსმენი.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *