დასრულდა სასულიერო პირთა გადამზადება „ღირებულებით განათლებაში“

დღის სიახლეები საზოგადოება

შემოქმედის ეპარქიაში დასრულდა სასულიერო პირთა გადამზადება „ღირებულებით განათლებაში“. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, გადამზადების დამადასტურებელი სერტიფიკატები 36 სასულიერო პირს გადაეცა.

გადამზადების ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა ისაუბრა ღირებულებითი განათლების კლუბების საქმიანობის ძირითად პრინციპებზე, სასკოლო გარემოში სასულიერო პირთა როლსა და მოსწავლეებთან მუშაობის მნიშვნელოვან საკითხებზე.

გადამზადების კურსი მიზნად ისახავდა სასულიერო პირების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდების მიმართულებით, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ ღირებულებითი განათლების კლუბებში საქმიანობა და მოსწავლეებთან მუშაობა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *