წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ, რომელიც განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის – მინისტრი

დღის სიახლეები საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია Italfarmaco-სთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ “ჯივინოსტატის” შეძენის შესახებ.

მინისტრის განცხადებით, ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე.

“წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია Italfarmaco-სთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ “ჯივინოსტატის” შეძენის შესახებ. ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს,” – განაცხადა მინისტრმა ბრიფინგზე.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *