თელეთი-კუმისის მონაკვეთზე ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა
მძიმე ავარია მოხდა თბილისი-მარნეულის ცენტრალურ გზაზე. თელეთი-კუმისის მონაკვეთზე ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 მძღოლი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო, სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიციის ეკიპაჟები. როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
Continue Reading


