ანომალიური სიცხის გამო, ეიფელის კოშკი 10 სანტიმეტრზე მეტად გაიზარდა

ანომალიური სიცხის გამო, ეიფელის კოშკი 10 სანტიმეტრზე მეტად გაიზარდა. ეს ყოველ ზაფხულს ხდება და ის ასევე, თავის ზედა ნაწილს მზისგან ოდნავ დაბლა ხრის (თითქმის მზესუმზირის მსგავსად). ეიფელის კოშკი 1889 წელს აშენდა და თავდაპირველად მას Tour de 300 mètres ერქვა – რაც 300 მეტრიან კოშკს ნიშნავს. შემდეგ დამონტაჟდა დროშის ბოძი, რადიოს ანტენები და ტელევიზიის ანტენები, რამაც […]

Continue Reading

დღეიდან რუსეთში დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის 180-დღიანი ყოფნის ვადა ამოქმედდა – რა უნდა წარადგინონ მძღოლებმა

დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებიც რუსეთში უვიზოდ ჩავიდნენ, 30 ივნისიდან ქვეყანაში 180 დღემდე დარჩენა შეუძლიათ. ამისათვის მათ უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და ყოფნის მიზნის მითითებით, პასპორტის ასლებთან და საერთაშორისო სატვირთო მანქანების მძღოლად პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად. ამის შესახებ “ტასი” იუწყება. სამთავრობო დოკუმენტის თანახმად, დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს პროფესიონალი […]

Continue Reading

პეტერ ფიშერი – ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა – Auf Wiedersehen – ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები – პრემიერი

საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოში მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. ამის შესახებ ის X-ზე ქართულ ენაზე წერს და საქართველოს მოქალაქეებს ემშვიდობება. „ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen”,- წერს ფიშერი X-ზე. ამასთან, ის რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც დართული აქვს ინგლისელი მუსიკოსის, პიტერ გებრიელის მუსიკა „Won’t Stand Down“ („უკან […]

Continue Reading

მოსალოდნელია, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლას დაკრძალვას დაესწრება – wanaen.com

ირანის გარდაცვლილი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიისთვის მზადების პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებებს, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში თეირანში, ყუმში, მაშჰადსა და ერაყის ზოგიერთ ნაწილში გაიმართება, რეგიონის სხვადასხვა კუთხიდან მაღალი თანამდებობის პირები და მაღალი რანგის დელეგაციები დაესწრებიან. ამის შესახებ ინტერნეტგვერდი wanaen.com იუწყება. გამოქვეყნებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ირანში გაემგზავრება. ცნობების თანახმად, ის ერთ-ერთი პირველი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 30 ივნისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +24, +29°; მთაში […]

Continue Reading

30 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 ივნისს მოწამე შალვა ახალციხელის, მოწამეთა: მანუელისა, საბელისა და ისმაილის ხსენების დღეს აღნიშნავს. შალვა ახალციხელი შალვა ახალციხელი იყო XII-XIII საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. თამარ მეფის ვეზირი, ერისთავთერისთავი. ჯავახეთის მონაპირე თორელთა საგვარეულოს ახალი განშტოების – ახალციხელთა გვარის ფუძემდებელი. 1195 წელს შამქორის ბრძოლაში ხელთ იგდო ხალიფის დროშა, რომელიც თამარ მეფემ გელათში ხახულის […]

Continue Reading

ცოტნე ივანიშვილი – “არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის მე პირადად”

ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, გადაჭრით აცხადებს, რომ არანაირი ინტერესი პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით არ გააჩნია. “მთავარის” ინფორმაციით, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, არის ორი სფერო – ფილოსოფია და ხელოვნების ისტორია, რომლებიც ძალიან აინტერესებს “ამის შესახებ “საკმაოდ გადაჭრით ვიტყვი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის მე პირადად. არასდროს არ მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, […]

Continue Reading

პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი – თანახმა ვართ მსჯავრდადებული ელენე ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში

როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ანუ, მისი ექიმები, თანახმა ვართ, მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში“გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს. „ქალბატონ მაკა იოსელიანთან და ანა ქავთარაძესთან შევთანხმდით, რომ როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ანუ, მისი […]

Continue Reading

ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის“ საპატიო ორდენით დააჯილდოვა

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის საპატიო ორდენით დააჯილდოვა. კობახიძეს ჯილდო გადაეცა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, ირაკლი კობახიძის პრემიერობის პირობებში საქართველო წარმატებით ახორციელებს რეფორმებს. „თქვენი ძლიერი ლიდერობის პირობებში საქართველო წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს, აუმჯობესებს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას, ამავდროულად, განამტკიცებს […]

Continue Reading

ევროპაში რეკორდულმა სიცხემ უკვე 1,300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპაში უპრეცედენტო სიცხემ უკვე 1,300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. როგორც ირკვევა, მხოლოდ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათის შემდეგ ქვეყანაში სიკვდილიანობის 1,000-მდე შემთხვევა აღრიცხა. არსებული ინფორმაციით, ფატალური შემთხვევების უმეტესობა 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში დაფიქსირდა. თუმცა დაფიქსირდა 74 ისეთი ფაქტიც, როცა მოქალაქეები მაღალი ტემპერატურის ფონზე ტბებსა თუ მდინარეებში დაიხრჩვნენ. კონტინენტის მასშტაბით ტემპერატურის ისტორიული მაქსიმუმი რამდენიმე […]

Continue Reading