2026 წლის 9 თვეში საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად თითქმის 63 მლნ ლარით (12.2%-ით) გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემები ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, ანგარიშშია ხელმისაწვდომი.
ამასთან, მხოლოდ სექტემბერში, აღნიშნულიდან ხაზინა 69 მლნ ლარზე მეტით შეივსო.
უფრო დეტალურად, ხაზინის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში იმპორტირებული საწვავის აქციზიდან (ბენზინი, დიზელი და ა.შ.) საქართველოს ბიუჯეტმა 578 868 272 ლარის შემოსავალი მიიღო, 2025 წლის 9 თვეში კი 515 900 0002 ლარის.
უფრო კონკრეტულად, წელს იანვარ-სექტემბერში საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში გადარიცხული თანხა ასე ნაწილდება:
- ბენზინი – 285 842 328 ლარი (2025 წელის იანვარ-სექტემბერი – 277 300 131 ლარი)
- დიზელი – 179 800 321 ლარი (2025 წელი იანვარ-სექტემბერი – 200 649 970 ლარი)
- ნავთი – 144 249 ლარი (2025 წელი იანვარ-სექტემბერი – 70 917 ლარი)
- სხვა ნავთობპროდუქტები – 113 081 374 ლარი (2025 წელი იანვარ-სექტემბერი – 37 878 984 ლარი)
ამასთან, წელს იანვარ-სექტემბერში მთლიანად ხაზინაში იმპორტირებული პროდუქციის აქციზის გადასახადიდან 1.911 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა, მხოლოდ საწვავიდან 578.868 მლნ ლარზე მეტი შევიდა, დანარჩენი თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელზე, ავტომობილებზე და ა.შ. ნაწილდება.
შედეგად გამოდის, რომ ბიუჯეტში აქციზიდან შესული თანხის 30%-ზე მეტი სწორედ საწვავის აქციზზე მოდის.
შეგახსენებთ, რომ საწვავის აქციზის გადასახადი საქართველოში 2017 წლიდან გაორმაგდა. ამ წლამდე აქციზი ტონაზე 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი დღეს შეადგენს 38 თეთრს, 2017 წლამდე კი 19 თეთრი იყო. აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავლის ზრდა კი ქვეყანაში საწვავზე მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.



