რუსეთში შეზღუდვები კიდევ ორ ქართულ კომპანიას შეეხო – დეტალები

დღის სიახლეები ეკონომიკა

რუსეთში საექსპორტო შეზღუდვები კიდევ ორ ქართულ კომპანიას შეეხო. ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, მამუკა ფიფიამ საკუთარ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„სამწუხაროდ, კიდევ ორ ქართულ მეღვინეობას შესაძლოა შეეზღუდოს პროდუქციის შეტანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საუბარია კომპანიებზე „ვინივერია“ და „შატო მუხრანი“.

არსებული მონაცემებით, კომპანია „ვინივერიამ“ უკრაინის ტერიტორიაზე საქველმოქმედო აუქციონი გამართა, ხოლო მიღებული თანხები უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მოხმარდა.

რაც შეეხება „შატო მუხრანს“, ამ კომპანიის ერთ-ერთი აქციონერი, პატრიკ ჰენეკი არის ამავდროულად ფონდ „უკრაინის რეკონსტრუქციის“ ხელმძღვანელი, ხოლო მეორე აქციონერი, ელენა თოთიბაძე ამავე ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. აღნიშნული ფონდი აქტიურ საქმიანობას ეწევა და სხვადასხვა ღონისძიებებს აფინანსებს უკრაინის ტერიტორიაზე“ – განაცხადა მამუკა ფიფიამ.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ამ კომპანიების პროდუქციის იმპორტი რუსეთის ფედერაციაში სრულად აიკრძალოს.

შეგახსენებთ, რუსეთმა ქართული პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვა თვის დასწყისში დააწესა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *