დიტო ჩუბინიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს – რის საფუძველზე დატოვა საპატიმრო სამშობლოს ღალატში ბრალდებულმა ჟურნალისტმა?

დღის სიახლეები სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დაცვის მხარემ ჟურნალისტისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სწორედ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს”. მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

***

„რა ღარიბაშვილი?! ღარიბაშვილი ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია – მე დავრჩი ამ მგლების გარემოცვაში პირისპირ, – ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ განაცხადა, რომელიც დღეს სააპელაციო სასამართლომ 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მისივე თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო დღეს სააპელაციო სასამართლოში სხდომის ჩანიშვნა, ვინაიდან 15 დეკემბერს იყო პროცესი საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული.

„რა ღარიბაშვილი?! ღარიბაშვილი ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია. კი არ ვლანძღავ და ვუპირისპირდები. პოლიტიკოსია და კარგად გათვალა სიტუაცია, თემის ასაწევად კარგად გამოიყენა ეს სიტუაცია. მე დავრჩი ამ მგლების გარემოცვაში პირისპირ…

მოულოდნელად გამოიხედა თანამშრომელმა დიტო ჩუბინიძე გაემზადე სასამართლოსთვისო. მოწმენდილ ცაზე რომ მოხდება რაღაც… 15 დეკემბერს იყო ჩანიშნული პროცესი და ასეთი რამ მოხდა“,- აღნიშნა დიტო ჩუბინიძემ „ტვ პირველთან“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *