საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კულტურის სამინისტროს მიერ, დაკრძალვის ცერემონიალის ორგანიზებისათვის გაფორმდა 26 ხელშეკრულება, რამდენიმე კომპანიამ კი სერვისი უსასყიდლოდ გასწია. „მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის 2026 წლის 18 მარტის №1 ოქმით, განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 21 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ჩრდილო მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, […]

Continue Reading

21 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 ოქტომბერს ღირსი პელაგიას, ღირსი ტაისიას და წმიდა მოწამე პელაგია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი პელაგია ღირსი პელაგია ედესელმა ეპისკოპოსმა ნონემ მოაქცია ქრისტიანობაზე. ნათლისღებამდე იგი პალესტინის ანტიოქიის მოცეკვავეებს ხელმძღვანელობდა, ძალიან მდიდარი იყო და თავაშვებულად ცხოვრობდა. ერთხელ მდიდრულად ჩაცმულმა პელაგიამ ჭაბუკებისა და ყმაწვილქალების გუნდთან ერთად ჩაიარა ტაძრის წინ, რომლის კარებთანაც მღვდელმთავარი ნონე იჯდა […]

Continue Reading

სურსათის ეროვნული სააგენტო – რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა – აუცილებელია კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა

რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად, აუცილებელია ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა! „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება რუსთავიდან თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის შესახებ, რომელიც მოკვდა. მოქალაქის განმარტებით, მან ძაღლი იპოვნა 8 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერში, საიდანაც იმავე დღეს გადაიყვანა ერთ-ერთ კლინიკაში, ხოლო […]

Continue Reading

ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი წერილში მისი სასამართლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ვრცლად საუბრობს და საქმეს „პოლიტიკურად მოტივირებულ და ცილისწამებაზე აგებული აბსურდად“ აფასებს. ექსპრემიერი წერილში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ჯარის განვითარებისა და დავით გარეჯის საკითხზე სახელმწიფოს პოზიციების გაძლიერებისთვის გაწეული სამუშაოების შესახებ განმარტავს. ღარიბაშვილის თქმით, “მთელი გულით ემსახურა” ქართლ ჯარსა […]

Continue Reading

ლაითურის ციხეში ბადრაგმა პატიმარი გააუპატიურა – მედია

“გურიის მოამბის” წყაროს ინფორმაციით, ლაითურის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) ციხეში ბადრაგმა პატიმარი გააუპატიურა “პატიმარი ა. მ. რომელიც სასჯელს ლაითურის ციხეში იხდის,  ბადრაგმა, ძალის გამოყენებით გააუპატიურა, შემთხვევა ამ დღეებში, ლაითურის ციხეში მოხდა” ეს ინფორმაცია კარგად ინფორმირებულმა წყარომ “გურიის მოამბეს” დღეს მიაწოდა. წყაროს ცნობითვე, დაზარალებულმა ამის შესახებ ოჯახს უკვე აცნობა, თუმცა ოჯახის წევრები, განსაკუთრებით პატიმრის მამა, იმავე წყაროს ცნობით,  […]

Continue Reading

“ამდენი პატიმარი, თურმე, ტყუის, როცა ტრაპაიძეს ხელს ადებენ- ფიზიკურად გაგვისწორდაო… მალე მოძალადეებს ღირსების ორდენებზე წარადგენენ, ესეც არ გამიკვირდება” – ირმა ინაშვილი

სააკაშვილის ბნელ დროში დავბრუნდით, თუ რა ხდება? – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი კითხულობს და პენიტენციურ სისტემაში ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარ ფაქტებს და პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება. “პენიტენციურ სისტემაში ყოველდღიურად რაღაცა ხდება და სისტემის ხელმძღვანელობა სტანდარტულად ამტკიცებს, რომ არაფერი არ მომხდარა. ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში პატიმარი საწოლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა, თუ საწოლი […]

Continue Reading

პენიტენციური – პატიმარმა დავით ფეიქრიშვილმა ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებულ პატიმარ, დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პენიტენციური სამსახური უარყოფს ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა და აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. „სპეციალური […]

Continue Reading

ეგვიპტეში მომხდარი მასშტაბური საგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა

ეგვიპტეში მომხდარი მასშტაბური საგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. კაირო-ასიუტის დასავლეთ უდაბნოს გზატკეცილის 55-ე კილომეტრზე სამგზავრო ავტობუსი მძიმე სატვირთო მანქანას შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსის მგზავრები ძირითადად ტურისტები იყვნენ. ავარია გიზაში მიმავალი რეგიონალური გზის შესასვლელთან მოხდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ოცდარვა ეკიპაჟი გაიგზავნა. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრომ ახლომდებარე საავადმყოფოები საგანგებო სიტუაციებში გადაიყვანა, […]

Continue Reading

ლარის კურსი 21 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5979 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9127 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

“მათი დღეები დათვლილია” – ვის მიმართავს ირაკლი კობახიძე

სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება – ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე საუბრისას განაცხადა, რის განხილვასაც საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 21 ოქტომბერს იწყებს. კობახიძის თქმით, სარჩელის შეტანისას „ქართულმა ოცნებამ“ იხელმძღვანელა არა პირადი სუბიექტური ინტერესებით, არამედ […]

Continue Reading

მეუფე იობი სასულიერო პირთა შესახებ – “დღეს შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმა (აქიაშვილმა) სასულიერო პირების შესახებ იქადაგა და აღნიშნა, რომ დღეს სასულიერო პირები ერისკაცების მსგავსად მეტყველებენ. მისი თქმით, მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ მათ შეიძლება, გინებაც დაიწყონ, მრისხანებაც გამოხატონ, ვიღაცას დაარტყან კიდეც. მეუფის თქმით, დღეს სასულიერო პირების ნაწილი ცდილობს, რომ საზოგადოებას მოაწონოს თავი, „ფეისბუქში“ დებს ფოტოებს, ელოდება, ვინ რას იტყვის და მთელი ყურადღება ამაზე […]

Continue Reading

პარიზში არეულობების დროს მოპარული ნივთები ქუჩებში და ონლაინ წარმატებით იყიდება

მძარცველებმა პარიზში გაძარცვული ბუტიკებიდან მოპარული ნივთების გაყიდვა დაიწყეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი ვიდე ვრცელდება. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ მოპარული კოსმეტიკა, დიზაინერული ტანსაცმელი და სხვადასხვა აქსესუარები მასობრივად ჩნდება, მათ შორის, ონლაინ პლატფორმებზეც. გამყიდველები გულწრფელად აცხადებენ, რომ მათი საქონელი არეულობის დროს იქნა მოპოვებული. ქუჩაში გამყიდველები კი ნივთებს საკუთარ ტანზე იკრავენ, რათა თავიდან აიცილონ მათი ხელახლა მოპარვა. […]

Continue Reading

ექს-მინისტრი თიკა რუხაძე კაბინეტში ფრიდონ სულაბერიძეს უყვიროდა – რას ყვება ანსამბლ “რუსთავის” ხელმძღვანელის ვაჟი

ახალი ხმაურიანი ბრალდებები ოცნების კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა რუხაძის წინააღმდეგ — მინისტრის კაბინეტში მომხდარ უხერხულ ისტორიას ფრიდონ სულაბერიძის შვილი ყვება. მისი ინფორმაციით, კაბინეტში მინისტრთან შესახვედრად ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი და მისი ვაჟი იმყოფებოდნენ. სულაბერიძის ვაჟი ყვება, რომ თიკა რუხაძე მის ძმასა და ფრიდონ სულაბერიძეს უყვიროდა, გამოიძახა დაცვაც, რის შემდეგაც სულაბერიძეებმა ამ შეურაცხყოფის ფონზე კაბინეტი დატოვეს. სულაბერიძის […]

Continue Reading

ოპოზიცია ელჩებს შეხვდა – მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით

არაფერი მოულოდნელი არ არის იმაში, რომ თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს აინტერესებთ, თუ რა ხდება ქვეყნის შიგნით როცა ივანიშვილის რეჟიმი საჯაროდ აცხადებს, რომ მოქმედებს თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, კრძალავს პოლიტიკურ არჩევანს მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ პარტია ,,ფედერალისტების” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით მისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა […]

Continue Reading

ქვეყნების ათეული, საიდანაც საქართველომ ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის 9 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.8 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი შემოსავალი წელს საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიიღო, საიდანაც შემოსავლების ზრდა 29%-ს აღწევს, შემდეგ მოდის რუსეთი, საიდანაც წელს 14.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. ომის გამო მნიშვნელოვანი კლებაა ირანიდან […]

Continue Reading

“ლეიბორისტული პარტია” დავით გარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე საუბრობს და ივანიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს

“ლეიბორისტული პარტია” დავით გარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე საუბრობს და ბიძინა ივანიშვილისა და “ოცნების” წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს – შესაბამისი განცხადებით პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა გენერალურ პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. ნათელაშვილი ამბობს, რომ 15 საუკუნოვანი ძეგლი აზერბაიჯანს მილიონების სანაცვლოდ სწორედ ივანიშვილ-ალიევის გარიგებით გადაეცა. მსოფლიო მნიშვნელობის ქართული ქრისტიანული ცივილიზაციური კულტურის ძეგლის, დავით გარეჯის მეზობელ სახელმწიფოზე […]

Continue Reading

ოპოზიციონერი ლიდერები დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან. შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საელჩოში ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები. ადგილზე უკვე მივიდნენ „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი, „ფედერალისტების” ლიდერი გიგა ბოკერია, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, ასევე, გიორგი გახარიას პარტიის […]

Continue Reading

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილოს

პარტიამ, „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რითაც მოითხოვა, რომ პარტიის – „გახარია-საქართველოსთვის“ კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ გამოიყოს და ცალკე განიხილოს. აღნიშნულის შესახებ პარტიაში – „გახარია საქართველოსთვის“ ბრიფინგი გაიმართა. „ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „გახარია საქართველოსთვის“ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფისა და განხილვის მოთხოვნით. მიგვაჩნია, რომ […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშილი ოპოზიციას – დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ

დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ – ახლა ქვეყნის გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ და რა დროს რეიტინგების თვლაა. საკითხი დგას ასე: ან გავერთიანდებით საერთო საქმის გარშემო, ან გავქრებით,- ასე მიმართავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას სოციალურ ქსელში. სააკაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არ სურთ „მიშასთან, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 20 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღის ბოლოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით […]

Continue Reading

20 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ოქტომბერს ღირსი იოსებ ხუცესის, წმიდა მოწამეთა სერგის და ბაქოსის, იულიანე ხუცესის და კესარიოს დიაკონის და ასევე პოლიქრონიოს ხუცესის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი წმიდა იოსებ ხუცესის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ ის იყო მოხევე და იქვე მსახურობდა მღვდლად. ხევის მშვენებასა და სიმბოლოს წარმოადგენს „მარადის ყინულით შევერცხლილი“ […]

Continue Reading

ბაზარზე შესაძლოა, მანათობელი ტატუები გამოჩნდეს, რომლის ჩართვა-გამორთვაც იქნება შესაძლებელი

მეცნიერებმა ტატუს მელანი შექმნეს, რომლის განათებაც “ჩართვა-გამორთვით” არის შესაძლებელი. ტექნოლოგია, PhotoTat აშშ-ში, კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს, რომელიც საშუალებას იძლევა, ტატუმ ფერი შეიცვალოს ან, თითქმის, უხილავი გახდეს. კვლევა ჟურნალ Matter & Light-ში გამოქვეყნდა. გამოცემის შეფასებით, მომავალში ეს ტექნოლოგია შესაძლოა, არა მხოლოდ ტატუს მოყვარულთათვის, არამედ იმ პაციენტებისთვისაც გახდეს სასარგებლო, რომლებსაც კანზე სამედიცინო ნიშნები სჭირდებათ. უნივერსიტეტის დოცენტი და […]

Continue Reading

„აი ვინმეს რო ეთქვა 63 წლის ასაკში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაგიჭერენო…ჩამბარდა ოქმი“ – ირინა სარიშვილი

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფეისბუკში გამოქვეყნებული პოსტის გამო, 30 ოქტომბერს მისი სასამართლო პროცესი გაიმართება. მისივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესი მის მიერ პრეზიდენტის მეუღლეს თამარ ბაგრატიონს. „აი ვინმეს რო ეთქვა 63 წლის ასაკში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაგიჭერენო…  ხოდა ამასაც მოვესწარი: დღეს საქალაქო სასამართლოში ჩამბარდა ოქმი, რომელშიც წერია რომ შსს-ს ინიციატივით, ა. წ. 30 ოქტომბერს, თბილისის […]

Continue Reading

ლარის კურსი 20 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5979 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5979 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9128 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9274 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

სკოლის მოსწავლე დანით დაესხა თავს მასწავლებელს და მოსწავლეს

რუმინეთის ბისტრიცა-ნესეუდის რაიონში მეშვიდე კლასელმა დანით დაესხა თავს 28 წლის მასწავლებელს და 12 წლის მოსწავლეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს ნაკაწრებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. თავდამსხმელი დაუყოვნებლივ დააკავეს, ზოგიერთ მოსწავლეს კი მომხდარის გამო პანიკური შეტევები დაეწყო. მოზარდის მოტივებს პოლიცია იძიებს.   გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ახალგაზრდა დისტრიბუტორი გლდანი მოლში შევიდა და იქვე გარდაიცვალა – რამ გამოიწვია 37 წლის კაცის უეცარი დაღუპვა?

გლდანი მოლში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და დახმარების თხოვნით აფთიაქში შევიდა. არსებული ინფორმაციით, 37 წლის კაცი დისტრიბუტორი იყო. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.   გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ზოგიერთ ქალაქს ნაწილობრივი „კომენდანტის საათის“ დაწესების უფლება მიანიჭა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ზოგიერთი ქალაქის მერს მიეცა უფლებამოსილება, ნაწილობრივი „კომენდანტის საათი“ დააწესოს. მისი განმარტებით, ამ ნაბიჯის მიზანი მოსახლეობისა და ბიზნესის დაცვაა. ამასთან, სებასტიან ლეკორნუმ არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქალაქებს მიენიჭათ ეს უფლებამოსილება. პრემიერის თქმით, მთავრობა ასევე გამოყოფს თანხებს დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად; დაფინანსება სწორედ იმ პირების ხარჯზე იქნება უზრუნველყოფილი, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებზე არიან პასუხისმგებლები. […]

Continue Reading

ევროკომისიის პრესსპიკერი – ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებს

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ ამ სარჩელებს, რა თქმა უნდა, მათ შორის, ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის” შეკითხვას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ განხილვებზე. „ეს მოვლენები, ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებთან და […]

Continue Reading

ესპანეთს მომაკვდინებელი შტორმი „დანა ადამი“ დაატყდა თავს: არის მსხვერპლი. ქვეყანაში საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა

ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და ბალეარის კუნძულებზე ძლიერი შტორმი „დანა ადამი“ მძვინვარებს. ორი ადამიანი უკვე გახდა სტიქიის მსხვერპლი: ბარსელონასა და ვალენსიაში წყალმა ორი ქალი წაიღო. ვალენსიისა და ალიკანტეს რეგიონებში, წყალდიდობისა და მდინარეების ადიდების რისკის გამო, საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა – დღეში კვადრატულ მეტრზე 300 ლიტრზე მეტი ნალექი შეიძლება მოვიდეს. ვალენსიის, ალიკანტესა და ბალეარის კუნძულების რიგ […]

Continue Reading

შალვა პაპუაშვილი – თუ ვახო სანაიას ჰყოფნის სითამამე, საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ პასუხი აგოს

თუ ვახო სანაიას ჰყოფნის სითამამე, რომ საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, მაშინ ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ ამაზე პასუხი აგოს – მესმის, რომ როდესაც ევროკავშირის ელჩია თავად ის, ვინც სიძულვილს მხარს უჭერს და აქეზებს, შემდეგ ზოგს ცდუნება აქვს, რომ თავი მოაწონოს ევროკავშირის ელჩს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის ადმინისტრაციული წესით […]

Continue Reading

ევროპის 10 საუკეთესო ქალაქი ხანმოკლე მოგზაურობისთვის 2027 წელს

ახალ საერთაშორისო რეიტინგში ბულგარეთის დედაქალაქი სოფია 2027 წლისთვის ევროპის საუკეთესო ქალაქად დასახელდა ხანმოკლე დასვენებისთვის (city break). პლატფორმა “European Best Destinations”-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც “სრულიად განსხვავებული ხასიათის” 10 ქალაქს აერთიანებს, ბულგარეთის დედაქალაქმა პირველი ადგილი “ანტიკური ისტორიის, თანამედროვე კულტურისა და მთების” წყალობით დაიკავა, რაც “განსაკუთრებით მიმზიდველ სინთეზს” ქმნის. ლისაბონი, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ სამოგზაურო […]

Continue Reading

პაპუაშვილი – “ამიტომაც ვართ კრიტიკული ევროკავშირის მიმართ, რომ ევროპა გადავარჩინოთ და ის ცივილიზაცია შევინარჩუნოთ, რომლის თანაშემოქმედები ვართ”

ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას – ჩვენი ამოცანა ისიც არის და ამიტომაც ვართ კრიტიკული ევროკავშირის მიმართ, რომ ევროპა გადავარჩინოთ და ის ცივილიზაცია შევინარჩუნოთ, რომლის თანაშემოქმედები ჩვენც ვართ – დღეს ევროპა საშველია თავად ბრიუსელისგან და ევროკავშირის მესვეურებისგან, რათა ცივილიზაციურ უფსკრულში საბოლოოდ არ გადაიჩეხოს! – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში გამართულ დემონსტრაციებს გამოეხმაურა, რა დროსაც […]

Continue Reading

პანიკის დათესვა საჭირო არ არის-ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები არ უნდა იქცეს ისეთ აბსტრაქტულ შიშებად, როგორიც თავის დროზე საყოველთაო დაჩიპვისა თუ პირადობის მოწმობაში 666 კომბინაციის საფრთხე მიაჩნდა ზოგიერთებს – გოცირიძე ელექტრონულ ლარზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოვირიძე აცხადებსმ, რომ ციფრულ სამყაროში ციფრული ფულის გაჩენა გარდაუვალი იყო, ისევე როგორც ელექტრონულ ერაში-ელექტრონულის. მისი თქმით, ციფრული ფული ზუსტად ასახავს იმ ევოლუციურ კანონზომიერებას, რომლითაც ფული და ტექნოლოგიები ერთმანეთს მიჰყვება ისტორიის განმავლობაში. “ფული არ არის მხოლოდ ფიზიკური ობიექტი (მონეტა ან ქაღალდის ბანკნოტი). ის თავისი არსით, ინფორმაციული ტექნოლოგიაა – მექანიზმი, რომელიც აღრიცხავს, ინახავს და […]

Continue Reading

ვახო სანაია – ჩვენ არ გავჩუმდებით, ვერანაირი მეთოდი ვერ შეაჩერებს თავისუფალი აზრის გამოთქმას – რამდენი პატიმრობაც უნდათ იმდენი გამოწერონ

მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ გავჩუმდებით, ეს მეთოდები ამას ვერ შეაჩერებს და საერთოდ ვერანაირი მეთოდი ვერ შეაჩერებს თავისუფალი აზრის გამოთქმას – ჩვენ ვიცით რას დავწერთ, რას წავიკითხავთ, როგორ მოვუყვებით მაყურებელს, ამ სიტყვებს ჩვენ ვარჩევთ და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ცალკე ლექსიკონს ქმნის,- ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ განაცხადა, რომელსაც ცოტა ხნის წინ სასამართლომ 30-დღიანი […]

Continue Reading

საფრანგეთის შს მინისტრი – ცხადია, მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება, რადგან პოლიციამ ზოგიერთ ქალაქში კონტროლი დაკარგა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი აცხადებს, რომ ქვეყანაში მომხდარ არეულობაზე თავად არის პასუხისმგებელი, რადგან პოლიციამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. „მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი. ცხადია, მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება. მე უარს ვაცხადებ გადადგომაზე, რადგან მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა. მისივე თქმით, საფრანგეთის პოლიციამ ზოგიერთ ქალაქში კონტროლი დაკარგა, […]

Continue Reading

ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს

Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ჟურნალისტი პროცესზე არ მისულა, უარი თქვა ადვოკატის აყვანაზეც. ცნობილ ტელეწამყვანს შსს “ქართული ოცნების” ლიდერების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას ედავებოდა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი ერთხელ უკვე იყო 14-დღიან პატიმრობაში – მაშინ ის ციხეში […]

Continue Reading

დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ. „პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია. კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 19 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის […]

Continue Reading

19 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 ოქტომბერს წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. თომა მოციქულის თავის ქალა საქართველოში – თბილისის სიონში ინახება. თომა მოციქული წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად – დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ – ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, […]

Continue Reading

როდის იწყება “მწვანე ბარათის” გათამაშებაში რეგისტრაცია და რა შეცდომები არ უნდა დაუშვან მოგების მსურველებმა

აშშ-ის საიმიგრაციო პროგრამა – Diversity Visa Program 2027 (DV-2027) – მორიგი ციკლისთვის ემზადება. აღნიშნული პროგრამა ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 55 000-მდე მუდმივი ცხოვრების უფლებას (Green Card) გასცემს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მისაღებად. რა უნდა იცოდეთ რეგისტრაციის დაწყებამდე, როდის იგეგმება განაცხადების მიღება და რა შეცდომებს უნდა […]

Continue Reading

მაკრონი – “გუშინ ჩვენი რამდენიმე ასეული ათასი თანამემამულე გამოვიდა დემონსტრაციებზე და ცდილობდნენ თავიანთი ლეგიტიმური მოთხოვნების გამოხატვას”

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმასაფრანგეთში მიმდინარე არეულობებთან დაკავშირებით მოითხოვა, რომ მთავრობამ მიიღოს ზომები ქუჩის არეულობების გამეორების თავიდან ასაცილებლად. „მან მოითხოვა, რომ მთავრობამ ისწავლოს ყველა საჭირო გაკვეთილი სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და მსგავსი მოვლენების პროგნოზირების საკითხებში, ასევე მიიღოს ზომები, რათა ეს აღარ განმეორდეს“, – განაცხადა მაკრონმა ერისადმი მიმართვაში, რომელიც BFMTV-მ გადასცა. საფრანგეთის ლიდერმა დასძინა, რომ ის ელოდება მკაფიო […]

Continue Reading

დონალდ ტრამპმა საფრანგეთს საზღვრების დახურვისკენ მოუწოდა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთს საზღვრების დახურვისკენ და „სიტუაციის კონტროლის ქვეშ აყვანისკენ“ მოუწოდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა. “საფრანგეთი ცეცხლშია! სრულიად სხვა სამყაროდან ჩამოსული ადამიანების იმიგრაციამ, გულში სიძულვილით სავსე ადამიანებმა, ეს ოდესღაც დიდი ქვეყანა გაანადგურა. დახურეთ საზღვრები და აიღეთ კონტროლი, სანამ გვიან არ არის!” – წერს ტრამპი. საფრანგეთში მაღალი ფასების წინააღმდეგ მასობრივი […]

Continue Reading

იტალიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

იტალიაში, სადაც ცხოვრების ფასის ზრდის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, სულ მცირე 60 ადამიანი დაშავდა. მილანსა და ბოლონიაში დემონსტრანტები ქვებსა და ფეიერვერკებს ისროდნენ, ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს და მაღაზიების ვიტრინები დაწვეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაახლოებით, 50 დაკავებულია, რომელთაგან ნახევარი არასრულწლოვანია. კიდევ 19 ადამიანი დააკავეს ტურინსა და ბოლონიაში. აქციის მონაწილეები ფასების […]

Continue Reading

ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დავა საქმის გარჩევით და 2 ადამიანის დაჭრით დასრულდა

ვარკეთილში  ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დავა საქმის გარჩევით და 2 ადამიანის დაჭრით დასრულდა. ქალის ნათესავებმა სიძე და მისი ძმა ჯერ სცემეს, შემდეგ კი დანით გაუსწორდნენ.  პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა, მათ შორის 19 წლის ბიჭია. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ. „გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 18 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 ოქტომბერს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი. ღამით აღმოსავლეთის, დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17 +22°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +13, +18°, […]

Continue Reading

18 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 ოქტომბერს ღირსი გრიგოლ ხანძთელის, კლარჯეთის უდაბნოს ღირს მამათა და დედათა, წმიდა მოწამე ხარიტინას, მღვდელმოწამე დიონისე, ალექსანდრიელის და წმიდა მოწამე მამელხვა სპარსელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი გრიგოლ ხანძთელი, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი წმიდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა დაახ. 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა. აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი […]

Continue Reading

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ხაშურში დაფიქსირდა.   გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

თურქეთი შავ ზღვაში პირველ მცურავ გაზის წარმოების პლატფორმას განათავსებს

თურქეთის პირველი მცურავი გაზის წარმოების პლატფორმა, „ოსმან გაზი“, ფილიოსის პორტიდან შავი ზღვის საქარიას საბადოში გავა. მისი გაშვება, სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზის წარმოებას გააორმაგებს, დღეში 9.5-დან 20 მილიონ კუბურ მეტრამდე. 298.5 მეტრის სიგრძის პლატფორმა, რომელიც 140 კაციან ეკიპაჟზეა გათვლილი, შავ ზღვაში 20 წლის განმავლობაში იმუშავებს, თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 170 კილომეტრში. პირველი გაზის დაწვა 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება, […]

Continue Reading

არასრულწლოვანმა 20 წლამდე ბიჭი ცივი იარაღით დაჭრა – სად მოხდა შემთხვევა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 20 წლამდე ბიჭი დაჭრეს. ახალგაზრდას ჭრილობები სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა მიაყენა. შემთხვევა სოფლის სასაფლაოზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, შილდაში ქორწილის მეორე დღის აღნიშვნის შემდეგ, მეგობრები ერთ-ერთი მათგანის მამის საფლავზე წავიდნენ, სადაც მათ არასრულწლოვანთა ჯგუფთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც სავარაუდოდ, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა 20 წლამდე ბიჭი ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებულს ჭრილობები თავისა და წელის არეში […]

Continue Reading