არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება – კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯებიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გაუზიარებენ. როგორც მთავრობის მეთაური ირწმუნება, პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით, პირველადი ინფორმაცით „არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება“. რაც შეეხება კითხვას, უნდა დაინტერესდეს თუ არა აღნიშნული თემით საგამოძიებო უწყებები, კობახიძე ამბობს, რომ ინფორმაციას ჯერ საზოგადოებას წარუდგენენ და თუ კითხვები დარჩება, შემდეგ იქნება შესაძლებელი ნებისმიერი უწყებისთვის მიმართვა. […]

Continue Reading

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებისგან თავის არიდების მიზნით გადახტა

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებისგან თავის არიდების მიზნით გადახტა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციისთვის ბინაში ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო არსებობის შესახებ გახდა ცნობილი. დანაშაულის თავიდან არიდების მიზნით კი, ერთ-ერთი მამაკაცი საცხოვრებელი ბინის მეოთხე სართულიდან გადახტა და იქვე გაჩერებულ ავტომობილს დაეცა. დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, […]

Continue Reading

ღარიბაშვილი შეწყალებაზე საუაბრი არ ყოფილა – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე და მამუკა მდინარაძეზე ისაუბრა. როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოსვლა ან შეწყალება არ იგეგმება. “პროცესები იცით რაც იყო. არიან მათ შორის ადამიანები, ვინც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა ასეთ საკითხებთან […]

Continue Reading

“სამხრეთ კავკასიის, როგორც ენერგეტიკული დერეფნების გზაჯვარედინის განვითარება მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომელიც მზადაა მასში ინვესტიციები ჩადოს”

სამხრეთ კავკასიის, როგორც ენერგეტიკული დერეფნების გზაჯვარედინის განვითარება მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომელიც მზადაა მასში ინვესტიციები ჩადოს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა, დიმიტრი ბირიჩევსკიმ, მრგვალი მაგიდის დისკუსიაზე „პლატფორმა 3+3: ენერგეტიკული თანამშრომლობა, როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების საყრდენი სამხრეთ კავკასიაში“. დიპლომატის თქმით, ღონისძიების ენერგეტიკული დღის წესრიგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. „ჩვენს ქვეყანას რეგიონთან ისტორიული კავშირები […]

Continue Reading

დუშეთში ერთი ადამიანი დაჭრეს

დუშეთში ერთი ადამიანი დაჭრეს – პირს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შსს-ს ცნობით, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლციიამ ის მალევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით […]

Continue Reading

“დღეს სცადეს ჩემი მკვლელობა” – ნატა ვიბლიანი

ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მის მოკვლას ცდილობდნენ. მისი თქმით, მომხდარს მოწმეც ჰყავს. როგორც ქალი ყვება, ექიმთან ვიზიტის დროს დაცვა თან არ ახლდა, პოლიცია კი ადგილზე გამოძახების შემდეგ მივიდა. “- ექიმთან ვიზიტი მქონდა, ავად ვიყავი რამდენიმე დღე. დღეს სცადეს ჩემი მკვლელობა, თან მოწმე ჰყავს ამ საქმეს. ზურგიდან, ვირთხულად, არაკაცებმა სცადეს ჩემი მოკვლა. […]

Continue Reading

ქალაქის ცენტრალური ხიდიდან ახალგაზრდა კაცი მდინარეში გადახტა! – როდის და სად მოხდა მძიმე შემთხვევა?

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ეძებენ. “ინფო რუსთავის” ცნობით, წუხელ ღამით, 40 წლამდე კაცი ქალაქის ცენტრალური ხიდიდან მდინარეში გადახტა. ადგილზე მალევე მივიდა სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ახალგაზრდა კაცის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვრის კალაპოტში ამ დრომდე მიმდინარეობს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.   გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 17 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 ოქტომბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით +15, +20°, ხოლო დღისით +25, +30° იქნება. მთაში ღამით +11, +16°, დღისით +21, +26°; მაღალმთაში კი ღამით +7, +12°, დღისით +17, +22° დონეზე დაფიქსირდება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების […]

Continue Reading

17 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია მოწამე ევდემოზ კათოლიკოსის, მღვდელმოწამე იეროთეოსის, ათენელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე პეტრე კაპეტოლიელის, მოწამეთა: დომნინას, მის ასულთა, ღირსი ამონის, ღირსი პავლეს, მოწამეთა დავიკტის და მისი ასულის კალისთენიას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ I კათოლიკოსი წმიდა ევდემოზი (დიასამიძე) საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მართავდა 1634 წლიდან, გამაჰმადიანებული მეფის, როსტომ-ხანის დროს (1632-38 წწ). წარმოშობით წმიდა ევდემოზი მესხეთის ერთ-ერთ წარჩინებულ […]

Continue Reading

ძებნილი, რომელსაც მამა-შვილის მოკვლა უნდოდა, სამართალდამცველებს ცხენით გაექცა – სად იმალება რეციდივისტი?

ზუგდიდში მესამე დღეა ვალტერ როგავას ეძებენ. ის სამართალდამცველებს სავარაუდოდ, ცხენით გაექცა და დიდი ალბათობით, სამეგრელოს ტყეებში იმალება. წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო როგავას და მის ძმას 18 წელი აქვთ მისჯილი. ახლა ბრალს ნათესავების მკვლელობის მცდელობაც დაემატება. სიკვდილს სასწაულით გადარჩენილი ზამი როგავა, კლინიკიდან სახლში დაბრუნდა, თუმცა ცნობილმა ინფლუესერმა არ იცის, როდის მიაკითხავს კაცი, რომელმაც მისი მოკვლა სცადა. […]

Continue Reading

რომის პაპმა პუტინს მოუწოდა, ცეცხლი შეწყვიტოს

ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, პაპმა ლეონ XIV-მ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა ხერსონის ოლქში, ოლეშკის ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს. საუბრის შესახებ Vatican News-მა გაავრცელა ინფორმაცია. „საუბრის დროს პაპმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ხერსონის ოლქში, ოლეშკის ქალაქში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამო და მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის […]

Continue Reading

“ერთი თქვენ წადით ციხეში უჩუმრად, მრავალი წლით, აბსურდული ბრალდებებით, ზურგში თანაგუნდელების მხრიდან მახვილის ჩაცემით და მერე იკაცეთ, ისინი იღებთ ხმას, ვისი სახელებიც არ გვახსოვს 2012 წლამდე” – ვის მიმართავს და რას წერს ღარიბაშვილის ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილი გელაშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ 19 ოქტომბერს წინასასამართლო პროცესია. მისი თქმით, აღარ უნდა ავადსახსენებელი 37-იანი წლები, სამართალწაგვრილი 9 წლიანი რეჟიმიც. “მინდა მჯეროდეს, რომ ტყუილად არ გვიბრძოლია დამოუკიდებელი სასამართლოსთვის. მე მინდა მიუკერძოებელი, პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი მოსამართლე, რომელიც ერთი, თავისუფლებაში გაცვლილი ჩვენებით არ დაადგენს გამამტყუნებელ განაჩენს! მე მინდა სასამართლო, რომელიც არა […]

Continue Reading

2025 წელს საქართველო 11 158-მა ბავშვმა და 20-30 წლამდე ასაკის 31 828-მა პირმა დატოვა

გასულ წელს 0-დან 15 წლამდე ასაკის 11 158-მა ბავშვმა დატოვა საქართველო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებული დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, მათგან 6 105 ბიჭია, ხოლო 5 053 – გოგო. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2025 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი 25-29 და 20-24 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი წავიდა. შედეგად, 20-დან 30 წლამდე ასაკის ჯამში 31 828-მა ადამიანმა […]

Continue Reading

ვალუტის კურსი შაბათ-კვირას

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5982 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9274 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9129 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

უმაღლესი ქულებით ჩარიცხულ ზესტაფონელ 19 პირველკურსელს კახაბერ ცერცვაძე იტალიაში ამოგზაურებს

ზესტაფონმა ქალაქის მთავარ სახალხო დღესასწაულს უმასპინძლა. “ზესტაფონობაზე” ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები გაიმართა. მოეწყო გამოფენები, დაჯილდოვდნენ ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები, გამოვლინდნენ წლის საუკეთესო სპორტსმენები. საღამო გალა-კონცერტით დასრულდა. ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქალაქ ზესტაფონის საპატიო მოქალაქეთა შორის დასახელდა იტალიაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი კახაბერ ცერცვაძე. როგორც კახაბერ ცერცვაძე ამბობს, მისთვის მშობლიური ქალაქის […]

Continue Reading

შალვა პაპუაშვილი – ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთმა განცხადებამ, გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ წყობილებად, ალბათ, ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ

რაზეც იღვაწა ამდენმა ქვეყანამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ საერთაშორისო წესრიგი დამყარებულიყო, ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ, ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო – ეს სირცხვილი რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოირეცხოს ევროკავშირმა,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომლის […]

Continue Reading

სიურპრიზს უმრავლესობის შაბათის სხდომაზე ირაკლი კობახიძე არ ელოდება

ხვალ, უმრავლესობის სხდომაზე დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა – არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ხვალ დაგეგმილ უმრავლესობის სხდომაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას წარუდგენენ. “ხვალინდელ სხდომაზე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა. არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი. […]

Continue Reading

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები გათავისუფლდნენ – რამდენიმე მსჯავრდებულმა გლდანის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა

4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ – რამდენიმე მსჯავრდებულმა გლდანის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. საპატიმრო დატოვეს კახა კვაჭანტირაძემ, გიორგი ტალახაძემ, მიშო თოლორდავამ, დავით გიუნაშვულმა, გია თოლირდავამ, იური ლომიძემ. “მე ახალს არაფერს არ ვიტყვი ამ ხელისუფელბაზე. მოკლედ ვიტყვი –  ქოცობა ტეხავს” – თქვა გლდანის ციხიდან გამოსულმა კახა კვაჭანტირაძემ. გიორგი ტალახაძის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში საშინელი ანტისანიტარიაა. […]

Continue Reading

„ჩვენ აღარ ვაფინანსებთ საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ მოსახლეობის მხარდაჭერას“ – რა პროექტებზე დაიხარჯება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 38 მლნ ევრო

საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას – 2026 წელს, ევროკავშირი, ახალი პროექტების განსახორციელებლად, 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს, რითაც განაგრძობს რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში ავრცელებ. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პროექტების მიმართულებები, რომლებსაც […]

Continue Reading

“თავზე დამახტნენ, მცემეს, დამჭირდა ექიმების დახმარება” – პატიმარი ყვება, როგორ ახშობდნენ ბუნტს რუსთავის ციხეში

მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ბინადარი, ბექა ცერცვაძე “ტვ პირველს” უყვება, როგორ ახშობდნენ ბუნტს რუსთავის ციხეში გიორგი დავითაძის მიერ გაუპატიურებაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ. მსჯავრდებულის ინფორმაციით, ის გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამოცხადების გამო დასაჯეს, მასზე სასტიკად იძალადეს ჯერ ბადრაგებმა, შემდეგ კი ციხეში შესულმა სპეცრაზმმა. ცერცვაძე ტერორში რუსთავის ყველაზე მკაცრი რეეჟიმის ციხის უფროსს შოთა ტრაპაიძეს და მის მოადგილეებსაც ადანაშაულებს. პატიმარმა […]

Continue Reading

რუსეთი-ლიბანი-საქართველო: რომელი ქვეყნიდან გაიზარდა და შემცირდა ფულადი გზავნილები

2026 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.77 მლნ აშშ დოლარი (746.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.1%ით (32.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკაში. ამავე მონაცემების მიხედვით, ყველაზე დიდი ვარდნა რუსეთიდან გზავნილების შეეხო, აქ წლიურად გზავნილები 80%-ით – 39.487 მლნ აშშ დოლარიდან 7.858 […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი – ზელენსკის მოლაპარაკება არ სურს – მე მისი დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სურს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საქმის დაჭერა, რადგან მიაჩნია, რომ ის რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს. “ზელენსკი ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა გვქონდეს. მას მოლაპარაკება არ სურს. ამბობს, რომ მოლაპარაკება სურს, მაგრამ არ სურს. არა, მე ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. მათ უკრაინა გაანადგურეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. […]

Continue Reading

დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამა 19 ოქტომბრიდან იწყება

დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიიღება. უწყების ცნობით, ახალ პროგრამაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობა ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია ჯერ არ მიუღია. ფულადი კომპენსაცია განცხადების […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 16 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში […]

Continue Reading

16 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 16 ოქტომბერს ნიკოლოზ ქართველთა მნათობის, მოწამეთა: ღირსი აკეფსიმე ეპისკოპოსის, იოსებ ხუცის და აითალა დიაკონის, მოწამე მხედართა: ატიკეს, აღაპის, ევდოქსის, კატერიოსის, ისტუკარის, პაქტოვის, ნიკტოპოლიონისა და მეგობართა მათთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი მამა ჩვენი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის შუა წლებიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე. მისი მოღვაწეობის […]

Continue Reading

დაიჭერენ კახა კალაძესაც – ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია დარწმუნებულია რომ სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს და კულტურის ექს-მინისტრ თიკა რუხაძეს დააკავებენ. პოლიტიკოსი პროგნოზირებს, რომ მოგვიანებით, დააკავებენ კახა კალაძესაც. “მამუკა მდინარეძეს, ისევე როგორც თიკა რუხაძეს აუცილებად დაიჭერენ, ისევე როგორც მოგვიანებით -კახა კალაძეს. ასეთი სერიები ვინმეს გარეთ დატოვებით არ მთავრდება. ასე ინგრევა რეჟიმები და რომ ვლაპარაკობთ, რომ სისტემა ისევ […]

Continue Reading

პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რის გამო დააკავეს ვატო ყიფიანი და “კაწრო”

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა […]

Continue Reading

ზახაროვამ “ქართული ოცნების” პოზიცია დადებითად შეაფასა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას უპასუხა. უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ საქართველოს მთავრობის ძალისხმევა დადებითად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი მიესალმება საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც “დესტრუქციულ გარე გავლენას ეწინააღმდეგება”. ამასთან, ზახაროვამ დასავლელი პარტნიორების და ევროკავშირის ქვეყნების ქმედებები გააკრიტიკა. მისი თქმით, რეგიონის მიღმა მყოფი მოთამაშეები საქართველოს “სახიფათო” და […]

Continue Reading

ილონ მასკმა ზელენსკის „წასვლისკენ“ მოუწოდა

SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა  უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „წასვლისკენ“ მოუწოდა. ამერიკელმა მილიარდერმა ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტის საპასუხოდ, რომელიც ომის გაგრძელებას ეხებოდა, დაწერა: „ხოცვა-ჟლეტა გრძელდება… ზელენსკის წასვლის დროა“. ამ განცხადებას წინ უძღოდა კიევის ბრალდებები SpaceX-ის მისამართით, უკრაინული დრონებისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის სიჩქარის შეზღუდვისა და მუშაობის შეფერხების გამო. მასკმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ სამხედრო ვერსიას აშშ-ის მთავრობა […]

Continue Reading

ალიევმა და თოყაევმა ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი გახსნეს, რომელმაც აზია და ევროპა საქართველოს გავლით უნდა დააკავშიროს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი გახსნეს, რომელიც კასპიის ზღვის ფსკერზე გადის. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გახსნის ცერემონია ბაქოში გაიმართა. საკაბელო ხაზი, რომლის სიგრძე 380 კილომეტრია, ერთმანეთთან ყაზახეთის ქალაქ აქტაუს და აზერბიაჯანის ქალაქ სუმგაითს აკავშირებს. მისი გამტარუნარიანობა წამში 400 ტერაბიტს შეადგენს. აღნიშნული პროექტი აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა „ციფრული აბრეშუმის […]

Continue Reading

რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის საზღვარზე მდებარე ადლერის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა ცხრაჯერ გაიზრდება

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის საზღვარზე მდებარე ადლერის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა ცხრაჯერ გაიზრდება. ტრანსპორტის სამინისტრომ განმარტა, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ, საკონტროლო-გამშვები პუნქტი დღეში 14 100-ზე მეტი მანქანის გატარებას შეძლებს, ამჟამინდელი 1500-ის ნაცვლად. მგზავრთა ნაკადი დღეში 28 000-დან 80 500-მდე გაიზრდება. რეკონსტრუქციის ფარგლებში, აფხაზეთის საზღვარზე აშენდება რვა საგზაო ზოლი 80 ადგილით მსუბუქი […]

Continue Reading

სერგეი ლავროვი: ზელენსკი თვლის, რომ მთელი მსოფლიო მის წინაშე ვალშია – არანაირი ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში არჩევნების ჩატარებისთვის აშკარად მიუღებელი პირობები დააწესა და ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება. “ბატონმა ზელენსკიმ უკვე ნათლად განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული არჩევნებით, რადგან მან აშკარად მიუღებელი პირობები დააწესა. არანაირი ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის, რომ მას კვლავ გონზე მოსვლის და იარაღით მომარაგების საშუალება მიეცეს, არ იქნება”, […]

Continue Reading

ლარის კურსი 16 ოქტომბერს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 ოქტომბრიდან ერთი აშშ დოლარი – 2.5987, ევრო – 2.9129, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.4435 ლარი ეღირება. დღეს კი ერთი აშშ დოლარი – 2.5989, ევრო – 2.9074, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.4415 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 ოქტომბერს ამოქმედდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

რუსეთისთვის ღვინის ყველაზე დიდი პირდაპირი მომწოდებლები იტალია და საქართველოა – AAWE

2025 წელს რუსეთისთვის ღვინის ყველაზე დიდი პირდაპირი მომწოდებლები, ღირებულების თვალსაზრისით, იტალია და საქართველო იყვნენ, ხოლო მოცულობით საქართველო ლიდერობდა. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (American Association of Wine Economists – AAWE) თავის facebook-გვერდზე წერს. კერძოდ, გასულ წელს რუსეთში 234 მლნ დოლარის იტალიური და 171 მლნ დოლარის ქართული ღვინო შევიდა. მაშინ, როცა მოცულობის თვალსაზრისით საქართველოდან რუსეთში […]

Continue Reading

პენიტენციური ქუთაისში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 9 ოქტომბერს, 14:35 საათზე, ბრალდებულ გ.გ.-ს თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა. მათივე განმარტებით, ადგილზე დაწესებულების სამედიცინო პერსონალი გამოცხადდა, თუმცა მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა და 15:15 საათზე გარდაცვალება […]

Continue Reading

17 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „ქართულ ოცნების“ უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. დეპუტატის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ, მათ შორის, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს. „ჩვენ უნდა მიმოვიხილოთ, ზოგადად, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენები. ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრა ძალიან კარგია, მით უმეტეს, […]

Continue Reading

,,ვიქტორ ჯაფარიძეს 1000 ლარად გაუყიდია პოსტივი“ – ირაკლი აბესაძე

იურისტ ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პოსტივი“ 1000 ლარად გაყიდა. აღნიშნული ინფორმაცია იურისტმა, სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ის წერს, მალე გამოჩნდება, „რა დაპირისპირებაა „ქართულ ოცნებაში“. „ვიქტორ ჯაფარიძეს 1000 ლარად გაუყიდია „პოსტივი”. პრინციპში ეგაა რეალური ფასი იმ ბინძური პროპაგანდის, მეტი არა… დანარჩენი, რატომ აღარ ანდეს პროპაგანდის ეს იარაღი მას […]

Continue Reading

სმარტფონები და ძვირადღირებული სუნამოები შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ფსკერზე აღმოჩნდეს

სმარტფონები და ძვირადღირებული სუნამოები შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ფსკერზე აღმოჩნდეს. სავარაუდოდ, დუბაიში ტრანზიტით მოძრავი კონტეინერმზიდი GFS Pride ჰორმუზის სრუტეში თავდასხმის შემდეგ ჩაიძირა. გემს 2500-ზე მეტი კონტეინერი გადაჰქონდა. წინასწარი ინფორმაციით, ტვირთში შესაძლოა დუბაიდან გამოგზავნილი iPhone-ები და ძვირადღირებული სუნამოები ყოფილიყო. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ზარალი შესაძლოა მილიონობით დოლარს შეადგენდეს. თუმცა, ჩაძირვის, ინციდენტის მიზეზისა და ტვირთის შემადგენლობის დეტალები ოფიციალურად […]

Continue Reading

„ოპოზიციის ალიანსი“ 25 ოქტომბერს საპროტესტო აქციას აანონსებს

„ოპოზიციის ალიანსი“ 25 ოქტომბერს დიდი საპროტესტო კამპანიის დაწყებას აანონსებს. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ისინი 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და გააპროტესტებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. „ოპოზიციის ალიანსი“ აკეთებს განცხადებას პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით, ოღონდ ეს საკითხი არ ეხება ჩვენთვის თანამდებობის წართმევას, ჩვენ ამაზე ნებაყოფლობით ვთქვით უარი, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მიიტაცა […]

Continue Reading

სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას მწვანე ბარათის გათამაშების აღდგენა დაავალა

სან-დიეგოს ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, 2027 წლისთვის ე.წ. “მრავალფეროვნების სავიზო გათამაშების”, იგივე “მწვანე ბარათის” ლატარიის რეგისტრაცია გახსნას. აშშ-ის საოლქო მოსამართლე ჯინსუკ ოჰტას განკარგულება მსოფლიოს მასშტაბით 55 000-მდე ადამიანს მისცემს საშუალებას, შეერთებულ შტატებში მუდმივი ბინადრობის მისაღებად განაცხადი შეიტანოს. ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც ამ პროგრამას ეწინააღმდეგება, მიმდინარე წელს სარეგისტრაციო პერიოდი დროულად არ გახსნა, შემდგომ კი ამტკიცებდა, […]

Continue Reading

სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულმა ლევან ახობაძემ 500 000 ლარიანი გირაო ქონებით უზრუნველყო

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის მიმართ შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს ქონებით უზრუნველყოფა მოხდა. კერძოდ კი, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მოულოდნელად ჩაინიშნა, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ახობაძის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფა მისი ქონებით მომხდარიყო. უფრო კონკრეტულად კი, ლევან ახობაძეს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, რაც გასულ სხდომაზე სასამართლომ 500 […]

Continue Reading

ილჰამ ალიევი: “მოგვიწია სომხეთის იძულება მშვიდობის დასამყარებლად… ვინც გვემუქრებოდნენ, რომ ტანკებით ბაქოს დაიკავებდნენ და აქ ჩაის დალევდნენ, ახლა ჩვენს ციხეებში აზერბაიჯანულ ჩაის სვამენ”

2020 წლის სამამულო ომის დროს აზერბაიჯანმა სომხური საოკუპაციო ძალები განდევნა დაკავებული ტერიტორიებიდან და გაათავისუფლა 300-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ბრძოლის ველზე. ამსი შესახებ  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის აღდგენის ზომების კონფერენციის (CICA) მე-7 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “სამამულო ომში გამარჯვებიდან სამი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანი ცდილობდა თავისი სუვერენიტეტის სრულად აღდგენას მშვიდობიანად, ხოლო […]

Continue Reading

რუსი ტურისტებისთვის ოკუპირებული აფხაზეთი მეორე – დანარჩენი საქართველო მეოთხე ადგილზეა

რუსული ტურისტული სერვისის, Tutu-ს კვლევის თანახმად, 2026 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტულ მოგზაურობებზე რუსეთის მოთხოვნა, თითქმის, გაორმაგდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სერვისის თანახმად, ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობებზე მოთხოვნა 2025 წელთან შედარებით 11.1%-ით გაიზარდა. სამი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო მიმართულება იყო თურქეთი, ოკუპირებული აფხაზეთი და ტაილანდი. თურქეთმა შეინარჩუნა პირველი ადგილი ბილეთების გაყიდვების 25.2%-იანი ზრდით, ხოლო ტაილანდში მოგზაურობის […]

Continue Reading

ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა – ჩემი მოთხოვნაა უმაღლესი სასჯელი, სამუდამო პატიმრობა

ვფიქრობ, იმ დღეს, მას ვიღაც მაინც უნდა მოეკლა, რადგან გამიზნულად, არაფრის გამო მოკლა ჩემი შვილი. ჩემს შვილს პირდაპირ გულში, 14-სმ-იანი ჭრილობა აქვს, – ამის შესახებ ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედამ, ეკა მხატვრიშვილმა განაცხადა. ის იმ სასამართლო პროცესს ესწრება, სადაც მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებული არასრულწლოვანის, დ.პ.-ს საქმეს განიხილავენ. მხატვრიშვილი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. […]

Continue Reading

ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც გუშინ თურქეთის საზღვარზე დააკავეს, საქართველოში დააბრუნეს

თურქულმა მხარემ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, დღეს საქართველოში დააბრუნა. ზურაბ ჯაფარიძეს თურქეთში შესვლაზე უარი გუშინ უთხრეს და დააკავეს. ცნობისთვის, მისი დაკავების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია „ალდემ“ გაავრცელა, რის შემდეგადაც თავად ზურაბ ჯაფარიძემ სოციალ ქსელში განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ “2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ ადევს თურქეთში შესვლაზე”. „დღეს მივფრინავდი ბრიუსელში, Renew Europe-ის მიწვევით მონაწილეობა […]

Continue Reading

ავარია ყვარელში – ცნობილია გარდაცვლილის ვინაობა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის შოთა მაისურაძე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც შოთა მაისურაძე მართავდა, ამობრუნდა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრი იყო. ის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია იყო მობილიზებული. […]

Continue Reading

რა პირობებით მიიღებენ დევნილები 10 000 ლარს? – ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება

ჯანდაცვის სამინისტრომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა. საქმე ეხება მთავრობის მიერ დაანონსებულ ახალ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, დევნილი ოჯახები ბინის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას მიიღებენ. კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეული წევრზე 10 ათას ლარს შეადგენს. ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ბრძანებით დადგინდა ის პირობები, რის შედეგად ოჯახები სახელმწიფოსგან თანხას მიიღებენ. […]

Continue Reading

თენგიზ შარმანაშვილი – პროკურატურა ვალდებულია, დაუძახოს ოქიტაშვილს და ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია – თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება, პროკურატურა რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს, მდინარაძესაც

საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, დაუძახოს ოქიტაშვილს და ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია – თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება, პროკურატურა ქალბატონ რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს, ასევე, მდინარაძესაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, პროკურატურა, კანონმდებლობის მიხედვით, ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეამოწმოს. „ჩემი კითხვები ამ შემთხვევაში ძალიან […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 15 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. თბილისი: დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა […]

Continue Reading

15 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 ოქტომბერს არგვეთის მთავარების – დავითისა და კონსტანტინეს, მღვდელმოწამე კვიპრიანეს, მოწამეთა იუსტინასი და თეოქტისტეს, ნეტარი ანდრიას, ქრისტესთვის სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა დიდმოწამენი დავით და კონსტანტინე არგვეთის მთავრები წმიდა მოწამენი დავით და კონსტანტინე მხეიძეები არგვეთის მთავრები იყვნენ. როცა ძმებმა უსჯულო მურვან-ყრუს შემოსევა შეიტყვეს, შემწეობა სთხოვეს უფალს, შეკრიბეს ლაშქარი, ერს კი გაძლიერებული ლოცვები […]

Continue Reading