შალვა ნათელაშვილი ვლადიმერ პუტინს მიმართავს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოკუპირებულ ზონიდან ვლადიმერ პუტინს მიმართავს და მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. ნათელაშვილი ასევე მოითხოვს, ქართველ მრევლს და მღვდელმსახურებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის და ღვთისმსახურების ჩატარების უფლება მიეცეთ. პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რუსეთთან მეზობლურ ურთიერთობაზე საუბარი. “ოკუპანტებო გადით საქართველოდან და გაიყოლეთ თქვენი სატელიტი მარიონეტი ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმიც’ – […]

Continue Reading

რიყის პარკში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რიყის პარკში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების 5 წლის თავს ეძღვნება. აქციაზე პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები არიან მობილიზებულნი. ადგილზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც. ადგილზე შეკრებულ ხალხს პარტიის ლიდერები სიტყვითაც მიმართავენ. ტერიტორიის მიმდებარედ მობილიზებულია პოლიცია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ზრდის

აზერბაიჯანის რკინიგზა (ARZ) ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე დამატებით რეისებს ამატებს, რათა დააკმაყოფილოს საერთაშორისო სამგზავრო მგზავრობის მზარდი მოთხოვნა და გააფართოვოს მგზავრობის ვარიანტები. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზამ დღეს განაცხადა. 2026 წლის 1 ნოემბრიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე დღეში ოთხი რეისი შესრულდება. ამის შედეგად, სამგზავრო ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე გაიზრდება, რაც თითქმის 50%-იან ზრდას წარმოადგენს. დამატებითი რეისების ბილეთების გაყიდვა […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 2 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6042 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6042 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6047 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9407 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9576 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

სერგეი ლავროვი აფხაზებს მადლობას უხდის

რუსეთი მადლიერია აფხაზეთისა რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებაში დახმარებისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ოლეგ ბარციცთან შეხვედრისას განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა აფხაზი მებრძოლების წვლილი ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. „მადლობელი ვართ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში სოლიდარობის გამო. აფხაზი მოხალისეები მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს საერთო […]

Continue Reading

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა – 1-3 ოქტომბერს ამინდი ისევ უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე, საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა […]

Continue Reading

შოთა მუსაევს და კიდევ სამ პირს გმირობის ჯილდოზე წარადგენენ, რომლებმაც Flydubai-ს რეისი კატასტროფისგან იხსნეს

Flydubai-ს რეისის ოთხი მგზავრი, რომლებმაც პოტენციური საჰაერო კატასტროფის თავიდან აცილებაში მიიღეს მონაწილეობა, ისრაელის სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ. იანივ ჰაიუნი, შოთა მუსაევი, ცვიკა მანსი და ასაფ რეჯვანი ეკიპაჟზე თავდასხმის დროს ჩაერივნენ. სამმა მგზავრმა თავდამსხმელი გააუვნებელყო, ხოლო ექიმმა შოთა მუსაევმა მძიმედ დაჭრილ კაპიტანს პირველადი დახმარება გაუწია. ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა გამოაცხადა, რომ აპირებს მათი სამოქალაქო გმირობის გამო საპრეზიდენტო […]

Continue Reading

საქართველოს საზღვართან 20 კილომეტრში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე ნახევარ მილიონ ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა – პროკურორის განმარტება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო თარაშვილმა მიიღო. ლევან ახობაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა. პროკურორი ანი ლეკიაშვილი განმარტავს, რატომ დაეთანხმა ბრალდების მხარე სუს-ის უფროსის ყოფილი […]

Continue Reading

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხსნის, რა იგულისხმა საპატრიარქომ “მტკივნეულ რეგიონებში”

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე “ტვ პირველთან” სატელეფონო საუბარში განმარტავს, რა იგულისხმა საპატრიარქომ “მტკივნეულ რეგიონებში” – როგორც დეკანოზი ამბობს, მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოსა და განცხადებაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე არაერთხელ არის ნახსენები სიტყვა “ოკუპაცია”. “იქ ნათქვამია ოკუპირებული და მერე ამბობს ადამიანი, რომ მტკივნეულია – ე.ი. ოკუპაცია მტკივნეულია, რა არის […]

Continue Reading

“20 ლარი პენსიონერს, 1080 ლარი დეპუტატს – უკვე, საერთოდ აღარ ადარდებთ, რას იტყვის ხალხი” – რომან გოცირიძე

2027 წლიდან, 70 წელს ქვემოთ პირების პენსია 20 ლარით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია კი 60 ლარით მოიმატებს, – ამის შესახებ გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძემ 2027 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა. აღნიშნულ თემას ვრცელი კომენტარით უპასუხა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, 20 ლარი პენსიონერს, 1080 ლარი […]

Continue Reading

შეწყვიტეთ ქოთქოთი, იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ – მიხეილ სააკაშვილი

ტყვედ ჩავარდნის წინ, კიევში შევხვდი IPSOS საზოგადოებრივი კვლევის, უდიდესი ევროპული კომპანიის რეგიონულ დირექტორს. მან მითხრა, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება ურთულესია, ვინაიდან ხალხს ზუსტად ისევე ეშინია, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და დონეცკში და რომ პირდაპირ კითხვის დასმა უაზრობაა, ირიბი კითხვებით უნდა დაადგინო ნამდვილი განწყობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ […]

Continue Reading

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქეს: მამუკა ფიფიას, ნიკოლოზ მჟავანაძეს, გიორგი ირემაძესა და პაატა აბულაძეს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილე პირებს, მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, – ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. „დღევანდელი პაკეტი მოიცავს შვიდ ფიზიკურ პირს, მათ შორის საქართველოს ოთხ მოქალაქეს, რომლებიც კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ, დაწყებული რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის ლეგიტიმაციით და დამთავრებული ოკუპირებულ სამხრეთ […]

Continue Reading

ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს – მეუფე ზენონი

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც სასულიერო პირი განმარტავს, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის აღიარებაზე  რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის წლების განმავლობაში იყო დიალოგი, შეხვედრებიც და პრობლემის მოგვარების სურვილის საჯარო გამოხატვაც, მაგრამ კვლავ საქართველოს ეკლესიის მიღმა იმყოფება აფხაზეთიც და ცხინვალიც. მაღალი იერარქის თქმით, ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ […]

Continue Reading

ყვარელში, მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორმა მოსწავლემ მოტეხილობები მიიღო. დანარჩენ მოზარდებს კი პრევენციის მიზნით პირველადი სამედიცინო დათვალიერება ჩაუტარდათ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ქართველი გმირი ექიმი, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი სმიტ მაჩჰარი გადაარჩინა, წარმოშობით გურჯაანიდან არის – On Time

ქართველი გმირი ექიმი, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი სმიტ მაჩჰარი გადაარჩინა, წარმოშობით გურჯაანიდან არის – წერს გამოცემა On Time. მათივე ცნობით, შოთა მუსაევი დანტისტია, ის ისრაელში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ისრაელშია მისი ძმაც, ალექსანდრე მუსაევი. მამა კი კახეთში ცნობილი კარდიოლოგი იყო. შოთა მუსაევი, თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი აღმოჩნდა. ის რამდენიმე ისრაელელ მგზავრთან ერთად თავდამსხმელის გასანეიტრალებლად კაბინისკენ გაიქცა. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 1 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი. სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°; ბათუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°; […]

Continue Reading

1 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 1661 წელს მოწამეობრივად აღსულებული კახეთის გმირების: ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების, ღირსი ევმენიოსის – გორტინელი ეპისკოპოსის, მოწამეების არიადნას, სოფიოს და ირინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები კახეთის მთავარი ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები XVII საუკუნეში აღესრულენენ მოწამეობრივად. შაჰ-აბას I-მა და მისმა […]

Continue Reading

შიო მესამე რუსეთის დელეგაციას კონფლიქტურ რეგიონებზე ესაუბრა – რა ითქვა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა შიო მესამემ რუსეთის ეკლესიის დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ავრცელებს. საპატრიარქოში იმყოფებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონ სევრიუკი, ამავე განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, მიტროპოლიტის თანაშემწე, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი, რუსეთის პატრიარქის მრჩეველი დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, ასევე მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოში ვლადიმერ ალექსანდროვი. […]

Continue Reading

იზრდება თანამდებობის პირების და მათ შორის, პარლამენტის წევრების ხელფასი 2027 წელს

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის თანახმად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1 735 ლარი ხდება. ამის შესახებ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიაშია აღნიშნული. შედეგად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები 8,4%-მდე, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 395 მილიონი ლარით გაიზრდება. აღნიშნულის ფარგლებში იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი […]

Continue Reading

“არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე მომიწევდა ასეთი წერილის დაწერა” – რას წერს დედა, რომლის 11 წლის შვილსაც მე-10 სართულიდან ნასროლი სკამი დაეცა?

11 წლის ვატო ნარ­სა­ვი­ძის ოჯა­ხის­თვის მძი­მე დღე­ე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა. მო­ზარ­დი, რო­მელ­საც თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-10 სარ­თუ­ლი­დან გად­მოგ­დე­ბუ­ლი სკა­მი და­ე­ცა, ხან­გრძლივ მკურ­ნა­ლო­ბა­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს. ვა­ტოს დედა, თიკო ქან­თა­რია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლას, ვინც ამ უმ­ძი­მეს პე­რი­ოდ­ში მის ოჯახს გვერ­დით და­უდ­გა. “მად­ლო­ბა… ერთი პა­ტა­რა სი­ტყვაა, მაგ­რამ დღეს ჩემ­თვის მთე­ლი სამ­ყა­როა. არა­სო­დეს […]

Continue Reading

2027 წლის ნაერთი ბიუჯეტი 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს – ფინანსთა სამინისტრო

2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 1 მილიარდ 526 მილიონი ლარით აღემატება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მიხედვით, 2027-2030 წლების მაკროეკონომიკური პარამეტრები დაგეგმილია შედარებით კონსერვატიული პროგნოზების მიხედვით, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო […]

Continue Reading

ისრაელის მედია – „ფლაიდუბაის“ თვითმფრინავი, სადაც პილოტების დაპირისპირება მოხდა, აეროპორტში უკრაინელმა და რუსმა მგზავრებმა დასვეს

„ფლაიდუბაის“ თვითმფრინავი, სადაც პილოტების დაპირისპირება მოხდა, საუდის არაბეთში, კერძოდ ტაბუის აეროპორტში უკრაინელმა და რუსმა მგზავრებამა დასვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, პილოტების კაბინაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორმა მგზავრმა თვითმფრინავის მართვა საკუთარ თავზე აიღო, რითაც კატასტროფის თავიდან აცილება მოხერხდა. ცნობისთვის, 30 სექტემბერს თვითმფრინავი, რომელიც რეისს დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით ასრულებდა, დისპეტჩერებს გატაცების სიგნალი […]

Continue Reading

ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებს პასუხობს და სასამართლოში ჩივილს გეგმავს. განცხადებას ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ბერა ივანიშვილის განცხადებით, მის და მისი ოჯახის მიმართ წლებია კოორდინირებული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, რის გამოც მან საკუთარი უფლებების დასაცავად ადვოკატ დავით ასათიანს მიმართა. ბერა ივანიშვილი მის წინააღმდეგ კამპანიას, მათ შორის ე.წ. ქოლცენტრების მფარველობის შესახებ ბრალდებებს, ორკესტრირებულ სიცრუეს […]

Continue Reading

1 ოქტომბრის ვალუტის კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6047 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6047 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6051 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9576 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9552 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ვახტანგ გომელაური – ჩემი დაბრუნება ამ ეტაპზე არ განიხილება

ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ის ამ ეტაპზე პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავს. აღნიშნული მან ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმეზე ჩვენების მიცემის შემდეგ განაცხადა. გომელაურს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, დერეფანში, მაშინ როდესაც ის სასამართლოს შენობას ტოვებდა, ჟურნალისტების მიერ დასმულ რამდენიმე კითხვას მოკლედ უპასუხა. „ბევრი არაფერი მაქვს სალაპარაკო“,- განაცხადა გომელაურმა. კითხვაზე, […]

Continue Reading

ირანელი დიპლომატი საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი (Seyed Ali Moujani) სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ირანელი დიპლომატი უწყებაში უკვე იმყოფებოდა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ელჩს განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის […]

Continue Reading

რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღით პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვს, რომელმაც საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 3 წლის ვადით საქართველოში შემოსვლა აეკრძალა. თავად ალექსანდრე პოპოვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჩადენილს აღიარებს. “პირობას გაძლევთ, მსგავსი რამ არ განმეორდება”, – აღნიშნა პოპოვმა. მისი თქმით, ის სტუმრად […]

Continue Reading

2027 წლიდან, 70 წელს ქვემოთ პირების პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია 60 ლარით მოიმატებს

2027 წლიდან, 70 წელს ქვემოთ პირების პენსია 20 ლარით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია კი 60 ლარით მოიმატებს, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძემ 2027 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, 2027 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კომიტეტებში განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ „2027 წლის ბიუჯეტი არის განვითარებაზე ორიენტირებული“. „შემოსულობების ნაწილში […]

Continue Reading

“ეროვნული ბანკის მხრიდან უნდა გავიგოთ ასე რომ, ხალხი ბრიყვია, მას არ აქვს იმდენი ცოდნა, რომ არ აიღოს ისეთი სესხი, რომლის დაფარვაც მას არ შეუძლია” – გოცირიძე სესხის გამკაცრებაზე

დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს გაუძნელდებათ სესხის აღება, ვინაიდან მათი შემოსავლიდან სესხის დასაფარად მისამართი თანხების ოდენობა პროცენტულად მცირდება – ეს, ეროვნული ბანკის მხრიდან უნდა გავიგოთ ასე რომ, ხალხი ბრიყვია, მას არ აქვს იმდენი ცოდნა, რომ არ აიღოს ისეთი სესხი, რომლის დაფარვაც მას არ შეუძლია და ეროვნული ბანკი არის ჭკუის დამრიგებელი და ამავდროულად, ამკრძალავიც, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა […]

Continue Reading

დამტკიცებულია პროექტი, რომლითაც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე – საბოლოო მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება. საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ერთიანი – 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება. 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები ქონების გადასახადის სახით დასაბეგრი ქონების (გარდა მიწისა) საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტს და არაუმეტეს 1 […]

Continue Reading

ბიზნესმენების სახლები გაჩხრიკეს, რომლებსაც რუსეთში საქართველოს გავლით მსუბუქი ავტომობილები უკანონოდ შეჰყავდათ

ავსტრიასა და გერმანიაში ორი ბიზნესმენის სახლი გაჩხრიკეს, რომლებიც რუსეთში მესამე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს გავლით 59 მსუბუქი ავტომობილის უკანონოდ ექსპორტში არიან ეჭვმიტანილი. ამის შესახებ გერმანიაში, კაიზერსლაუტერნის პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში წერია. ბიზნესმენებს, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, 7 მლნ ევროს ღირებულების აქტივები ჩამოერთვათ. სამართალდამცავი ორგანოები მიიჩნევენ, რომ ეჭვმიტანილებმა რუსეთში ანტირუსული სანქციების დარღვევით 53 მსუბუქი და 6 სატვირთო […]

Continue Reading

ვინ არის რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა და ქვეყნიდან გაძევება ემუქრება

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, სასამართლოს წინაშე დაახლოებით ერთი საათსის წინაშე წარსდგება. პროცესზე მივა თეონა გოლაძე, ქალი რომელმაც ვიდეო-კადრები გადაიღო. ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების გამო ალექსანდრე პოპოვს ჯარიმა და ქვეყნიდან გაძევება ემუქრება. იქამდე კი დედაქალაქის ძველ უბანში, ახლადაშენებულ ელიტურ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები ხალხი ყვება, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა […]

Continue Reading

სესხების გაცემის წესი მკაცრდება

ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შედის. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება ეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ახალი გადაწყვეტილებით 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან ეს ზღვარი ჯერ 2 000 ლარამდე იზრდება, შემდეგ კი უკვე 2 500 ლარამდე. ეროვნული ბანკი ცვლილებას უკანასკნელ […]

Continue Reading

Flydubai-ის რეისთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

Flydubai-ის რეისთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ისრაელის „მე-14 არხი“ იტყობინება, რომ Flydubai-ს რეისის მეორე პილოტმა, რომელმაც საუდის არაბეთში საგანგებო დაშვება განახორციელა, შესაძლოა თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, ხოლო მისი კოლეგა ამის თავიდან აცილებას ცდილობდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის კაპიტანი რუსი იყო, ხოლო მეორე პილოტი – უკრაინელი. „არსებობს ვარაუდი, რომ ერთ-ერთმა პილოტმა… (რედ.) მოკლე დროში 30,000 […]

Continue Reading

პილოტებმა ფრენის დროს იჩხუბეს – დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი Flydubai-ს რეისი საუდის არაბეთში დაეშვა

პილოტების ჩხუბის შემდეგად, დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი Flydubai-ს რეისი საუდის არაბეთში დაეშვა დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი Flydubai-ს რეისი საუდის არაბეთში გადამისამართდა განგაშის სიგნალის გაცემის შემდეგ. მედიის ცნობით, ეკიპაჟმა სხვადასხვა განგაშის სიგნალი გასცა, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლო გატაცების მცდელობას უკავშირდებოდა. შედეგად, ისრაელის გამანადგურებლები აფრენა გახდა საჭირო. თვითმფრინავი, რომელიც იორდანიის თავზე მიფრინავდა,  უკან შებრუნდა და საუდის არაბეთისკენ გაემართა დაშვება განახორციელა. […]

Continue Reading

Rapporteur – ევროკავშირი ეწინააღმდეგება საქართველოს ეუთოში 2027 წელს თავმჯდომარეობას

ბრიუსელი ეწინააღმდეგება თბილისის კანდიდატურას ეუთოში 2027 წელს თავმჯდომარეობის შესახებ, იტყობინება Reporter პორტალი Rapporteur (ყოფილი Euractiv). საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი აპირებს ეუთოს თავმჯდომარეობას და მზადაა ორგანიზაციის წევრებთან ითანამშრომლოს. ევროკავშირის პრესსპიკერმა, კრისტიან ვიგანდმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ხელისუფლება ერთგულია კვიპროსის კანდიდატურის მიმართ და სხვა ვარიანტებს არ განიხილავს. ამასობაში, კვიპროსის კანდიდატურას თურქეთი ბლოკავს, რაც […]

Continue Reading

რუსეთში აღარ დააფინანსებენ ფილმებს, რომლებშიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ქრთამს იღებენ

ფილმები და სერიალები, რომლებშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, საგამოძიებო კომიტეტის, ან პროკურატურის წარმომადგენლები ქრთამს იღებენ, ან კრიმინალურ სქემებში მონაწილეობენ, სახელმწიფო დაფინანსებას აღარ მიიღებენ, განუცხადა „კომერსანტს“ ორმა წყარომ მსხვილი კინოსტუდიებიდან. გაზეთის წყაროებმა დასძინეს, რომ ეს ასევე გავლენას მოახდენს მანიაკებისა და სერიული მკვლელების შესახებ პროექტებზე. მოთხოვნები ჯერ არ იქნება კანონით გათვალისწინებული, მაგრამ, „კომერსანტის“ წყაროს თქმით, […]

Continue Reading

უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, ეგვიპტის, თურქეთის, რუსეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ტაილანდის, ლიბანის, უზბეკეთის, ბელარუსის, განას, იორდანიის, პაკისტანის, ნიგერიის, ფილიპინების, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 84 მოქალაქე. […]

Continue Reading

სანზონაში, ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად 6 პირი დაშავდა

სანზონაში, ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად დაშავებული 6 პირიდან ნაწილი სახლში გაწერეს – მათ მრავლობითი დაჟეჟილობები და მოტეხილობა აღენიშნებათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სიკვდილს გადარჩენილები ორ კლინიკაში გადაანაწილა. “ყველა გაწერილია, არც ერთთან არ იყო სერიოზული დაზიანება, სამი პაციენტი იყო და სამივე გაწერილია. არ ჰქონდათ [მოტეხილობები], არაფერი დაზიანება არ ჰქონდათ, სერიოზული არაფერი არ იყო, პატარ-პატარა დაჟეჟილობები და წავიდნენ ბინაზე” […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 30 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან […]

Continue Reading

30 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 სექტემბერს მოწამეთა: პისტისა, ელპიდისა, აღაპისა და დედისა მათისა სოფიოსი, თეოდოტიას, და აღათოკლიას, წმიდა 156 მოწამეთა: პელის და ნილოს ეგვიპტელ ეპისკოპოსთა, ზენონ ხუცის, პატერმუთისი, ილიასი და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო კეთილმსახური ქვრივი, წმიდა სოფიო იტალიაში ცხოვრობდა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდა თავის […]

Continue Reading

ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა – საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?! – ღარიბაშვილი ახალ წერილს აქვეყნებს

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებ და საზოგადოებას ახსენებს, თუ რა ვითარებაში დაბრუნდა თანამდებობაზე 2021 წელს. მისი თქმით, იმ წელს ჩამოშლილი ხელისუფლება ჩაიბარა. ღარიბაშვილი ამ წერილში თავის მიღწევებზე საუბრობს: “საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში: ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია (ვაქცინების დეფიციტი), ჩაკეტილი ქვეყანა, […]

Continue Reading

თბილისში, აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ბიუსტი დააზიანეს

თბილისში, აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ბიუსტის დაზიანების ბრალდებით პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

მეუფე ზენონი – ხალხებს შორის ნამდვილი დიალოგი სიმართლესთან თანაზიარებიდან იწყება, როდესაც ერთი მეორის ტკივილს პატივს სცემს და არა მაშინ, როდესაც ისტორიის ხელახლა დაწერას ცდილობენ

ხალხებს შორის ნამდვილი დიალოგი სიმართლესთან თანაზიარებიდან იწყება, როდესაც ერთი მეორის ტკივილს პატივს სცემს და არა მაშინ, როდესაც ისტორიის ხელახლა დაწერას ცდილობენ , – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი სოციალურ ქსელში წერს. მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ თეირანში ქრისტიანი ქართველების პატარა სასაფლაო და მცირე ტაძარია, შესაბამისად, მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის გასაგები ენა […]

Continue Reading

ეროვნული ვალუტის კურსი 30 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6051 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6051 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6055 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9552 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9632 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

,,მშობლებს კვლავ ეშინიათ შვილების გარეთ გაშვება. ისევ გაჩნდა იარაღი და უამრავი ნარკოტიკი” – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გუშინ, ერთ-ერთ უნივერსიტეტთან სტუდენტის დაჭრის ფაქტს და 90-იან წლებს იხსენებს. მისი თქმით, 2012 წელს აფრთხილებდა საზოგადოებას წარსულში დაბრუნების საფრთხეზე. “გუშინ ვისაუბრე ზუსტად 90-იანი წლების კრიმინალზე, რომელიც შეუმდგარმა ჭორვილელმა დიქტატურაში დააბრუნა ქვეყანაში. 90-იანებში უნივერსიტეტებთან შავები და კრიმინალები “უსატკავებდნენ “ ხოლმე სტუდენტებს და იყო დაჭრები და მკვლელობები. გუშინ 2026 […]

Continue Reading

გრიგოლ გეგელია – „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა გადააქცია ბიძინას ბოსტნად, რომელსაც ყველა უყურებს როგორც დაბალ ღობეს

მის [ირანის ელჩის] მიერ დედოფალი ქეთევანის ფრესკის საელჩოს შენობაზე მინათება, არის მანიპულირება და ქართული ეროვნული სენტიმენტის პროვოცირება – „ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა გადააქცია ბიძინას ბოსტნად, რომელსაც სამწუხაროდ ყველა უყურებს როგორც დაბალ ღობეს, – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ირანის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ეს არის შედეგი “ქართული სუვერენიტეტის დაქვეითებისა […]

Continue Reading

„ჯანდაბაში წასულხართ ყველა!“ – მომღერალმა ვალერი მელაძემ პრაღაში გამართულ კონცერტზე მაყურებელს დაუყვირა და სცენა დატოვა

„ჯანდაბაში წასულხართ ყველა!“ – მომღერალმა ვალერი მელაძემ პრაღაში გამართულ კონცერტზე მაყურებელს დაუყვირა და სცენა დატოვა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. პრაღაში გამოსვლისას 61 წლის მომღერალმა შენიშნა ქალების ჩხუბი. მელაძემ მაყურებელს მიმართა და თქვა, რომ ზოგიერთი მათგანი ძალიან ცუდად და უპატივცემულოდ იქცეოდა. „აქ რაღაც ჩხუბი მიმდინარეობს… ეს კონცერტია. ჯანდაბაში წასულხართ ყველა, ვინც ეს არეულობა დაიწყო! ნუ […]

Continue Reading

“უბედურებიდან 5 წუთში ვდგავართ… ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების დროა!” – რას წერს ლალი მოროშკინა

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების დროა. ამის შესახებ ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში. მისივე აზრით, უბედურებიდან 5 წუთში ვდგავართ და ახლა ფილიგრანული, დიპლომატიურად მოზომილი მოქმედების დროა! “უბედურებიდან 5 წუთში ვდგავართ… ეს არაა ფილოსოფიური ესსე, ეს რეალობაა, რომლის აღქმაც ჯიუტად არ გვინდა, მაგრამ ჩემი პოსტი ამაზე არაა. ადამიანი იბადება ბედნიერებისთვის, მაგრამ საკუთარი ჯვარი მაინც სატარებელი აქვს, ასეა ქვეყნებიც. […]

Continue Reading