ქართველი გმირი ექიმი, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი სმიტ მაჩჰარი გადაარჩინა, წარმოშობით გურჯაანიდან არის – On Time

დღის სიახლეები საზოგადოება
ქართველი გმირი ექიმი, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი სმიტ მაჩჰარი გადაარჩინა, წარმოშობით გურჯაანიდან არის – წერს გამოცემა On Time.
მათივე ცნობით, შოთა მუსაევი დანტისტია, ის ისრაელში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ისრაელშია მისი ძმაც, ალექსანდრე მუსაევი. მამა კი კახეთში ცნობილი კარდიოლოგი იყო.
შოთა მუსაევი, თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი აღმოჩნდა. ის რამდენიმე ისრაელელ მგზავრთან ერთად თავდამსხმელის გასანეიტრალებლად კაბინისკენ გაიქცა. მოგვიანებით კი დაჭრილ პილოტს სისხლდენა შეუჩერა და გადაარჩინა.
“100%-ით გვეგონა, რომ ვიღუპებოდით, ნახევარ წუთში თვითმფრინავმა დიდი სიმაღლე დაკარგა.” – უყვებოდა მუსაევი ჟურნალისტებს დაბრუნების შემდეგ.
ინციდენტი 30 სექტემბერს, დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალ Flydubai-ის რეისზე მოხდა.
ბორტზე ერთ-ერთმა პილოტმა, მეორეს, კაპიტან სმიტ მაჩჩჰარს, დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა.
თვითმფრინავმა მკვეთრად დაკარგა სიმაღლე და საბოლოოდ საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.
დაჭრილი კაპიტნის მკურნალობა სასწრაფო დახმარების პერსონალმა გააგრძელა.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *