დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხსნის, რა იგულისხმა საპატრიარქომ “მტკივნეულ რეგიონებში”

დღის სიახლეები საზოგადოება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე “ტვ პირველთან” სატელეფონო საუბარში განმარტავს, რა იგულისხმა საპატრიარქომ “მტკივნეულ რეგიონებში” – როგორც დეკანოზი ამბობს, მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოსა და განცხადებაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე არაერთხელ არის ნახსენები სიტყვა “ოკუპაცია”.

“იქ ნათქვამია ოკუპირებული და მერე ამბობს ადამიანი, რომ მტკივნეულია – ე.ი. ოკუპაცია მტკივნეულია, რა არის ამაში გაუგებარი?” – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

“რამდენჯერ უნდა ვახსენო (ოკუპირებული ტერიტორიები). ხომ არის ნათქვამი იქ, რომ ეს არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს რეგიონები, არის ოკუპირებული და არის მტკივნეული. რა არის ამაში გაუგებარი? როდესაც ვრცელია ინტერვიუ და იქ ნათქვამია “ოკუპირებული” და მერე ამბობს ადამიანი, რომ მტკივნეულია – ე.ი. ოკუპაცია მტკივნეულია, რად უნდა ამას ჩაძიება, რა არის ამაში გაუგებარი?

მთელი საუბარი კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამის მხრიდან ეძღვნებოდა სწორედ აი, ამ პრობლემებს, რაც იქ გააჩნიათ ქართველებს, იმას, რომ იქ საქართველოს ეკლესია ვერ ახერხებს მსახურების განხორციელებას. კონკრეტულად ახლა ნაბიჯები რა შეიძლება გაკეთდეს, გუშინ არ ყოფილა ამაზე საუბარი. საუბარი იმაზე იყო, რომ შესაძლებელი არის მოფიქრება, რა გაკეთდეს იმისათვის, რომ რაღაცნაირად მოსკოვის ეკლესეიამაც ხელი შეუწყოს იმას, რომ ჩვენმა სასულიერო პირებმაც შეძლონ ჩასვლა ამ რეგიონებში”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
როგორც ცნობილია, საპატრიარქოს ტელევიზიამ წუხელ გაავრცელა ინფორმაცია მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელთა საქართველოს საპატრიარქოში სტუმრობასთან დაკავშირებით.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *