სანზონაში, ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად 6 პირი დაშავდა

დღის სიახლეები საზოგადოება

სანზონაში, ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად დაშავებული 6 პირიდან ნაწილი სახლში გაწერეს – მათ მრავლობითი დაჟეჟილობები და მოტეხილობა აღენიშნებათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სიკვდილს გადარჩენილები ორ კლინიკაში გადაანაწილა.

“ყველა გაწერილია, არც ერთთან არ იყო სერიოზული დაზიანება, სამი პაციენტი იყო და სამივე გაწერილია.

არ ჰქონდათ [მოტეხილობები], არაფერი დაზიანება არ ჰქონდათ, სერიოზული არაფერი არ იყო, პატარ-პატარა დაჟეჟილობები და წავიდნენ ბინაზე” – უთხრა “პირველებს” ლალი ტურძელაძემ – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორიმა.

ირკვევა, რომ დაშავებულთა შორის მოზარდებიც არიან. ლიფტი კი მეათე სართულზე მოწყდა და პირველ სართულზე გაჩერდა.

გაირკვა, რომ დაშავებულები დაბადების დღის წვეულებიდან ბრუნდებოდნენ.

“ტვ პირველი”

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *