საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გუშინ, ერთ-ერთ უნივერსიტეტთან სტუდენტის დაჭრის ფაქტს და 90-იან წლებს იხსენებს.
მისი თქმით, 2012 წელს აფრთხილებდა საზოგადოებას წარსულში დაბრუნების საფრთხეზე.
“გუშინ ვისაუბრე ზუსტად 90-იანი წლების კრიმინალზე, რომელიც შეუმდგარმა ჭორვილელმა დიქტატურაში დააბრუნა ქვეყანაში. 90-იანებში უნივერსიტეტებთან შავები და კრიმინალები “უსატკავებდნენ “ ხოლმე სტუდენტებს და იყო დაჭრები და მკვლელობები.
გუშინ 2026 წელს 28 სექტემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან, ასე მოვიდა სამი კრიმინალი “აბეჟნიკი” შარი მოსდო პირველივე შემხვედრ სტუდენტს და დაჭრა, ის ისევე როგორც 90-იანებში.
მშობლებს კვლავ ეშინიათ შვილების გარეთ გაშვება. ისევ გაჩნდა იარაღი და უამრავი ნარკოტიკი. მე ვაფრთხილებდი მაშინდელ საზოგადოებას 2012-ში, წარსულში დაბრუნების საფრთხეზე, მაგრამ ჩვენმა ახალგაზრდობამ რა დააშავა…
სასწრაფოდ მოსაშორებელია ესენი, თორემ მომავლის გარეშე დავრჩებით” – წერს სააკაშვილი.


