2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის თანახმად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1 735 ლარი ხდება. ამის შესახებ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიაშია აღნიშნული.
შედეგად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები 8,4%-მდე, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 395 მილიონი ლარით გაიზრდება.
აღნიშნულის ფარგლებში იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოც, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მთლიანად პარლამენტის წევრების ხელფასი.
რამდენი იქნება თანამდებობის პირების და მათ შორის, პარლამენტის წევრების ხელფასი 2027 წელს:
[შენიშვნა: გაანგარიშება გაკეთებულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული საბაზო ხელფასის მიხედვით]
- პრეზიდენტი ( კოეფიციენტი 10) – თვეში 17 350 ლარი, წლიურად 208 200 ლარი;
- პრემიერ-მინისტრი (კოეფიციენტი 10) – თვეში 17 350 ლარი, წლიურად 208 200 ლარი;
- მინისტრი ( კოეფიციენტი 8.5) – თვეში 14 747 ლარი, წლიურად 176 970 ლარი;
- მინისტრის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 7.5) – თვეში 13 012 ლარი, წლიურად 156 150 ლარი;
- მინისტრის მოადგილე (კოეფიციენტი 7.25) – თვეში 12 578, წლიურად 150 945 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 10) – თვეში 17 350 ლარი, წლიურად 208 200 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 9.2) – თვეში 15 962 ლარი, წლიურად 191 544 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 9) – თვეში 15 615 ლარი, წლიურად 187 380 ლარი;
- პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 8.6) – თვეში 14 921 ლარი, წლიურად 179 052 ლარი;
- პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 8.5) – თვეში 14 747 ლარი, წლიურად 176 970 ლარი;
- პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 8.3) – თვეში 14 400 ლარი, წლიურად 172 806 ლარი;
- პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 8.3) – თვეში 14 400 ლარი, წლიურად 172 806 ლარი;
- პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 8.2) – თვეში 14 227 ლარი, წლიურად 170 724 ლარი;
- პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 8.1) – თვეში 14 053 ლარი, წლიურად 168 642 ლარი;
- პარლამენტის წევრი (კოეფიციენტი 8) – თვეში 13 880 ლარი, წლიურად 166 560 ლარი.
ცნობისთვის, აღნიშნული თანამდებობრივი სარგო მითითებულია საშემოსავლოს ჩათვლით.
იმ შემთხვევაში თუ მაგალითად, პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურებას გამოვაკლებთ 20%-ს, მათი დარიცხული თვიური სარგო (ე.წ. ხელზე ასაღები ანაზღაურება) 13 880 ლარი, ხოლო წლიური 166 560 ლარი იქნება.
მინისტრების ყოველთვიური დარიცხული სარგო 11 797, ხოლო წლიურად – 141 571 ლარი იქნება.
რაც შეეხება პარლამენტის წევრების თანამდებობრივ სარგოს, 2027 წლიდან საშემოსავლოს 20%-ის გამოკლებით, დეპუტატის შემოსავალი თვეში 11 104 ლარი გახდება, წლიური დარიცხული ანუ ხელზე ასაღები ხელფასი კი 133 248 ლარს გაუტოლდება.
BPN.GE


