ამინდის პროგნოზი 16 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში […]

Continue Reading

16 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 16 ოქტომბერს ნიკოლოზ ქართველთა მნათობის, მოწამეთა: ღირსი აკეფსიმე ეპისკოპოსის, იოსებ ხუცის და აითალა დიაკონის, მოწამე მხედართა: ატიკეს, აღაპის, ევდოქსის, კატერიოსის, ისტუკარის, პაქტოვის, ნიკტოპოლიონისა და მეგობართა მათთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი მამა ჩვენი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის შუა წლებიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე. მისი მოღვაწეობის […]

Continue Reading

დაიჭერენ კახა კალაძესაც – ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია დარწმუნებულია რომ სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს და კულტურის ექს-მინისტრ თიკა რუხაძეს დააკავებენ. პოლიტიკოსი პროგნოზირებს, რომ მოგვიანებით, დააკავებენ კახა კალაძესაც. “მამუკა მდინარეძეს, ისევე როგორც თიკა რუხაძეს აუცილებად დაიჭერენ, ისევე როგორც მოგვიანებით -კახა კალაძეს. ასეთი სერიები ვინმეს გარეთ დატოვებით არ მთავრდება. ასე ინგრევა რეჟიმები და რომ ვლაპარაკობთ, რომ სისტემა ისევ […]

Continue Reading

პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რის გამო დააკავეს ვატო ყიფიანი და “კაწრო”

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა […]

Continue Reading

ზახაროვამ “ქართული ოცნების” პოზიცია დადებითად შეაფასა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას უპასუხა. უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ საქართველოს მთავრობის ძალისხმევა დადებითად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი მიესალმება საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც “დესტრუქციულ გარე გავლენას ეწინააღმდეგება”. ამასთან, ზახაროვამ დასავლელი პარტნიორების და ევროკავშირის ქვეყნების ქმედებები გააკრიტიკა. მისი თქმით, რეგიონის მიღმა მყოფი მოთამაშეები საქართველოს “სახიფათო” და […]

Continue Reading

ილონ მასკმა ზელენსკის „წასვლისკენ“ მოუწოდა

SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა  უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „წასვლისკენ“ მოუწოდა. ამერიკელმა მილიარდერმა ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტის საპასუხოდ, რომელიც ომის გაგრძელებას ეხებოდა, დაწერა: „ხოცვა-ჟლეტა გრძელდება… ზელენსკის წასვლის დროა“. ამ განცხადებას წინ უძღოდა კიევის ბრალდებები SpaceX-ის მისამართით, უკრაინული დრონებისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის სიჩქარის შეზღუდვისა და მუშაობის შეფერხების გამო. მასკმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ სამხედრო ვერსიას აშშ-ის მთავრობა […]

Continue Reading

ალიევმა და თოყაევმა ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი გახსნეს, რომელმაც აზია და ევროპა საქართველოს გავლით უნდა დააკავშიროს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი გახსნეს, რომელიც კასპიის ზღვის ფსკერზე გადის. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გახსნის ცერემონია ბაქოში გაიმართა. საკაბელო ხაზი, რომლის სიგრძე 380 კილომეტრია, ერთმანეთთან ყაზახეთის ქალაქ აქტაუს და აზერბიაჯანის ქალაქ სუმგაითს აკავშირებს. მისი გამტარუნარიანობა წამში 400 ტერაბიტს შეადგენს. აღნიშნული პროექტი აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა „ციფრული აბრეშუმის […]

Continue Reading

რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის საზღვარზე მდებარე ადლერის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა ცხრაჯერ გაიზრდება

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის საზღვარზე მდებარე ადლერის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა ცხრაჯერ გაიზრდება. ტრანსპორტის სამინისტრომ განმარტა, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ, საკონტროლო-გამშვები პუნქტი დღეში 14 100-ზე მეტი მანქანის გატარებას შეძლებს, ამჟამინდელი 1500-ის ნაცვლად. მგზავრთა ნაკადი დღეში 28 000-დან 80 500-მდე გაიზრდება. რეკონსტრუქციის ფარგლებში, აფხაზეთის საზღვარზე აშენდება რვა საგზაო ზოლი 80 ადგილით მსუბუქი […]

Continue Reading

სერგეი ლავროვი: ზელენსკი თვლის, რომ მთელი მსოფლიო მის წინაშე ვალშია – არანაირი ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში არჩევნების ჩატარებისთვის აშკარად მიუღებელი პირობები დააწესა და ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება. “ბატონმა ზელენსკიმ უკვე ნათლად განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული არჩევნებით, რადგან მან აშკარად მიუღებელი პირობები დააწესა. არანაირი ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის, რომ მას კვლავ გონზე მოსვლის და იარაღით მომარაგების საშუალება მიეცეს, არ იქნება”, […]

Continue Reading

ლარის კურსი 16 ოქტომბერს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 ოქტომბრიდან ერთი აშშ დოლარი – 2.5987, ევრო – 2.9129, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.4435 ლარი ეღირება. დღეს კი ერთი აშშ დოლარი – 2.5989, ევრო – 2.9074, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.4415 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 ოქტომბერს ამოქმედდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

რუსეთისთვის ღვინის ყველაზე დიდი პირდაპირი მომწოდებლები იტალია და საქართველოა – AAWE

2025 წელს რუსეთისთვის ღვინის ყველაზე დიდი პირდაპირი მომწოდებლები, ღირებულების თვალსაზრისით, იტალია და საქართველო იყვნენ, ხოლო მოცულობით საქართველო ლიდერობდა. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (American Association of Wine Economists – AAWE) თავის facebook-გვერდზე წერს. კერძოდ, გასულ წელს რუსეთში 234 მლნ დოლარის იტალიური და 171 მლნ დოლარის ქართული ღვინო შევიდა. მაშინ, როცა მოცულობის თვალსაზრისით საქართველოდან რუსეთში […]

Continue Reading

პენიტენციური ქუთაისში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 9 ოქტომბერს, 14:35 საათზე, ბრალდებულ გ.გ.-ს თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა. მათივე განმარტებით, ადგილზე დაწესებულების სამედიცინო პერსონალი გამოცხადდა, თუმცა მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა და 15:15 საათზე გარდაცვალება […]

Continue Reading

17 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „ქართულ ოცნების“ უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. დეპუტატის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ, მათ შორის, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს. „ჩვენ უნდა მიმოვიხილოთ, ზოგადად, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენები. ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრა ძალიან კარგია, მით უმეტეს, […]

Continue Reading

,,ვიქტორ ჯაფარიძეს 1000 ლარად გაუყიდია პოსტივი“ – ირაკლი აბესაძე

იურისტ ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პოსტივი“ 1000 ლარად გაყიდა. აღნიშნული ინფორმაცია იურისტმა, სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ის წერს, მალე გამოჩნდება, „რა დაპირისპირებაა „ქართულ ოცნებაში“. „ვიქტორ ჯაფარიძეს 1000 ლარად გაუყიდია „პოსტივი”. პრინციპში ეგაა რეალური ფასი იმ ბინძური პროპაგანდის, მეტი არა… დანარჩენი, რატომ აღარ ანდეს პროპაგანდის ეს იარაღი მას […]

Continue Reading

სმარტფონები და ძვირადღირებული სუნამოები შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ფსკერზე აღმოჩნდეს

სმარტფონები და ძვირადღირებული სუნამოები შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ფსკერზე აღმოჩნდეს. სავარაუდოდ, დუბაიში ტრანზიტით მოძრავი კონტეინერმზიდი GFS Pride ჰორმუზის სრუტეში თავდასხმის შემდეგ ჩაიძირა. გემს 2500-ზე მეტი კონტეინერი გადაჰქონდა. წინასწარი ინფორმაციით, ტვირთში შესაძლოა დუბაიდან გამოგზავნილი iPhone-ები და ძვირადღირებული სუნამოები ყოფილიყო. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ზარალი შესაძლოა მილიონობით დოლარს შეადგენდეს. თუმცა, ჩაძირვის, ინციდენტის მიზეზისა და ტვირთის შემადგენლობის დეტალები ოფიციალურად […]

Continue Reading

„ოპოზიციის ალიანსი“ 25 ოქტომბერს საპროტესტო აქციას აანონსებს

„ოპოზიციის ალიანსი“ 25 ოქტომბერს დიდი საპროტესტო კამპანიის დაწყებას აანონსებს. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ისინი 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და გააპროტესტებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. „ოპოზიციის ალიანსი“ აკეთებს განცხადებას პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით, ოღონდ ეს საკითხი არ ეხება ჩვენთვის თანამდებობის წართმევას, ჩვენ ამაზე ნებაყოფლობით ვთქვით უარი, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მიიტაცა […]

Continue Reading

სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას მწვანე ბარათის გათამაშების აღდგენა დაავალა

სან-დიეგოს ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, 2027 წლისთვის ე.წ. “მრავალფეროვნების სავიზო გათამაშების”, იგივე “მწვანე ბარათის” ლატარიის რეგისტრაცია გახსნას. აშშ-ის საოლქო მოსამართლე ჯინსუკ ოჰტას განკარგულება მსოფლიოს მასშტაბით 55 000-მდე ადამიანს მისცემს საშუალებას, შეერთებულ შტატებში მუდმივი ბინადრობის მისაღებად განაცხადი შეიტანოს. ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც ამ პროგრამას ეწინააღმდეგება, მიმდინარე წელს სარეგისტრაციო პერიოდი დროულად არ გახსნა, შემდგომ კი ამტკიცებდა, […]

Continue Reading

სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულმა ლევან ახობაძემ 500 000 ლარიანი გირაო ქონებით უზრუნველყო

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის მიმართ შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს ქონებით უზრუნველყოფა მოხდა. კერძოდ კი, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მოულოდნელად ჩაინიშნა, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ახობაძის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფა მისი ქონებით მომხდარიყო. უფრო კონკრეტულად კი, ლევან ახობაძეს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, რაც გასულ სხდომაზე სასამართლომ 500 […]

Continue Reading

ილჰამ ალიევი: “მოგვიწია სომხეთის იძულება მშვიდობის დასამყარებლად… ვინც გვემუქრებოდნენ, რომ ტანკებით ბაქოს დაიკავებდნენ და აქ ჩაის დალევდნენ, ახლა ჩვენს ციხეებში აზერბაიჯანულ ჩაის სვამენ”

2020 წლის სამამულო ომის დროს აზერბაიჯანმა სომხური საოკუპაციო ძალები განდევნა დაკავებული ტერიტორიებიდან და გაათავისუფლა 300-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ბრძოლის ველზე. ამსი შესახებ  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის აღდგენის ზომების კონფერენციის (CICA) მე-7 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “სამამულო ომში გამარჯვებიდან სამი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანი ცდილობდა თავისი სუვერენიტეტის სრულად აღდგენას მშვიდობიანად, ხოლო […]

Continue Reading

რუსი ტურისტებისთვის ოკუპირებული აფხაზეთი მეორე – დანარჩენი საქართველო მეოთხე ადგილზეა

რუსული ტურისტული სერვისის, Tutu-ს კვლევის თანახმად, 2026 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტულ მოგზაურობებზე რუსეთის მოთხოვნა, თითქმის, გაორმაგდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სერვისის თანახმად, ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობებზე მოთხოვნა 2025 წელთან შედარებით 11.1%-ით გაიზარდა. სამი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო მიმართულება იყო თურქეთი, ოკუპირებული აფხაზეთი და ტაილანდი. თურქეთმა შეინარჩუნა პირველი ადგილი ბილეთების გაყიდვების 25.2%-იანი ზრდით, ხოლო ტაილანდში მოგზაურობის […]

Continue Reading

ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა – ჩემი მოთხოვნაა უმაღლესი სასჯელი, სამუდამო პატიმრობა

ვფიქრობ, იმ დღეს, მას ვიღაც მაინც უნდა მოეკლა, რადგან გამიზნულად, არაფრის გამო მოკლა ჩემი შვილი. ჩემს შვილს პირდაპირ გულში, 14-სმ-იანი ჭრილობა აქვს, – ამის შესახებ ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედამ, ეკა მხატვრიშვილმა განაცხადა. ის იმ სასამართლო პროცესს ესწრება, სადაც მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებული არასრულწლოვანის, დ.პ.-ს საქმეს განიხილავენ. მხატვრიშვილი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. […]

Continue Reading

ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც გუშინ თურქეთის საზღვარზე დააკავეს, საქართველოში დააბრუნეს

თურქულმა მხარემ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, დღეს საქართველოში დააბრუნა. ზურაბ ჯაფარიძეს თურქეთში შესვლაზე უარი გუშინ უთხრეს და დააკავეს. ცნობისთვის, მისი დაკავების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია „ალდემ“ გაავრცელა, რის შემდეგადაც თავად ზურაბ ჯაფარიძემ სოციალ ქსელში განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ “2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ ადევს თურქეთში შესვლაზე”. „დღეს მივფრინავდი ბრიუსელში, Renew Europe-ის მიწვევით მონაწილეობა […]

Continue Reading

ავარია ყვარელში – ცნობილია გარდაცვლილის ვინაობა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის შოთა მაისურაძე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც შოთა მაისურაძე მართავდა, ამობრუნდა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრი იყო. ის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია იყო მობილიზებული. […]

Continue Reading

რა პირობებით მიიღებენ დევნილები 10 000 ლარს? – ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება

ჯანდაცვის სამინისტრომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა. საქმე ეხება მთავრობის მიერ დაანონსებულ ახალ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, დევნილი ოჯახები ბინის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას მიიღებენ. კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეული წევრზე 10 ათას ლარს შეადგენს. ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ბრძანებით დადგინდა ის პირობები, რის შედეგად ოჯახები სახელმწიფოსგან თანხას მიიღებენ. […]

Continue Reading

თენგიზ შარმანაშვილი – პროკურატურა ვალდებულია, დაუძახოს ოქიტაშვილს და ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია – თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება, პროკურატურა რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს, მდინარაძესაც

საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, დაუძახოს ოქიტაშვილს და ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია – თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება, პროკურატურა ქალბატონ რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს, ასევე, მდინარაძესაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, პროკურატურა, კანონმდებლობის მიხედვით, ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეამოწმოს. „ჩემი კითხვები ამ შემთხვევაში ძალიან […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 15 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. თბილისი: დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა […]

Continue Reading

15 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 ოქტომბერს არგვეთის მთავარების – დავითისა და კონსტანტინეს, მღვდელმოწამე კვიპრიანეს, მოწამეთა იუსტინასი და თეოქტისტეს, ნეტარი ანდრიას, ქრისტესთვის სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა დიდმოწამენი დავით და კონსტანტინე არგვეთის მთავრები წმიდა მოწამენი დავით და კონსტანტინე მხეიძეები არგვეთის მთავრები იყვნენ. როცა ძმებმა უსჯულო მურვან-ყრუს შემოსევა შეიტყვეს, შემწეობა სთხოვეს უფალს, შეკრიბეს ლაშქარი, ერს კი გაძლიერებული ლოცვები […]

Continue Reading

„დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა დადგა დრო, საჯაროდ ვთქვა… მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ” – დათო ოქიტაშვილი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თიკა რუხაძეს ამხელს. მას ასევე აინტერესებს, სად წაიღო პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული მილიონები: “დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა დადგა დრო, საჯაროდ ვთქვა ის, რაზეც ბოლო დროს დუმილს ვამჯობინებდი! ქალბატონო თიკა რუხაძე, დღეს მინდა პირდაპირ და საჯაროდ მოგმართოთ! თქვენი მინისტრობის პერიოდში საქართველოს კულტურის პალატა და პირადად მე, როგორც […]

Continue Reading

თამარ ჩერგოლეიშვილი – “საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია ფედერალისტებისთვის, რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი – რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ყველაფერს ავტოკრატიის დასანგრევად გამოვიყენებთ – ყველა ფრონტზე”

პარტია “ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ პარტიების ძალა არ არის დამოკიდებული რეჟიმის აკრძალვებზე. პარტიების ძალა არის დამოკიდებული პარტიების სახალხო მხარდაჭერაზე. მოსივე განცხადებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასაკრძალი პარტიებიდან ოთხს, ანუ ყველას, ფედერალისტების გარდა, 2024 წლის არჩევნებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და რეჟიმისვე ბუღალტერიით, 800 ათს ხმაზე მეტი აქვთ აღებული, უფრო ცხადად დაინახავთ, რომ რეჟიმი მისივე დათვლილ […]

Continue Reading

სამეგრელოში მამაკაცმა მამა-შვილი დაჭრა

სამეგრელოში, მამაკაცმა მისი მოგვარე მამა-შვილი დაჭრა. დაჭრილი ქალის ინფორმაციით, პირი, რომელმაც მათ დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა, ძებნაში იმყოფებოდა. დაზარალებულის თქმით, მამაკაცმა ვიდრე დანას გამოიყენებდა, სანადირო თოფიდანაც გაისროლა. არსებული ინფორმაციით, ოჯახებს შორის წარსულში კონფლიქტი იყო. სამეგრელოში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, მიმდინარეობს […]

Continue Reading

შიო III – ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ენა, ეროვნება, ამიტომ ღრმად გვწამს, რომ თუ ამ გზიდან არ გადავუხევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ იფარავდა საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისგან, კვლავაც დაგვიფარავს

ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა. ამიტომ ღრმად გვწამს, რომ თუ ამ გზიდან არ გადავუხევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ იფარავდა საქართველოს, ხილული და უხილავი მტრებისგან, კვლავაც დაგვიცავს და დაგვიფარავს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამე, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა. როგორც მან თქვა, […]

Continue Reading

ზურაბ ჯაფარიძე – თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში მისი დაკავების გარემოებებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, მას 2025 წლის ნოემბრიდან, თურქეთში შესვლა ეკრძალება. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მან მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დაკარგა. „დღეს მივფრინავდი ბრიუსელში, Renew Europe-ის მიწვევით მონაწილეობა უნდა მიმეღო ლიდერების სამიტში. თურქეთში მიწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან, 2025 წლის […]

Continue Reading

გიორგი გახარია პარტიების აკრძალვის საკითხზე – მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედონ – პასიური დაკვირვება აღარ არის საკმარისი

პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს ეხმაურება და საერთაშორისო პარტნიორებს მოქმედებისკენ მოუწოდებს. “მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედონ და მტკიცედ დაუდგნენ გვერდში ქართველ ხალხს დემოკრატიის, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში”, – წერს გახარია სოციალურ ქსელში. მისი თქმით, პასიური დაკვირვება საკმარისი არ არის. “პასიური დაკვირვება უკვე აღარ არის საკმარისი. დღევანდელი ყოყმანი […]

Continue Reading

პაპ ლეონ XIV-ს ფილტვის კიბო დაუდგინდა

პაპ ლეონ XIV-ს ფილტვის კიბო დაუდგინდა – ამის შესახებ ინფორმაციას წმინდა საყდრის პრესსამსახური ავრცელებს. 71 წლის პონტიფექსს რომის ჯემელის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის დროსაც ექიმებმა მისი მარჯვენა ფილტვის ქვედა წილი ამოკვეთეს. ოპერაციისას ჩატარებულმა ქსოვილის ჰისტოლოგიურმა გამოკვლევამ დაადასტურა ფილტვის ადენოკარცინომის დიაგნოზი. სიმსივნის არსებობაზე ეჭვი ექიმებს ოპერაციამდე ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზეც ჰქონდათ. წმინდა საყდრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაპი საოპერაციო […]

Continue Reading

მეუფე ნიკოლოზი – ჩვენთან ჩამობრძანებულები არიან არამარტო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანო იზიარებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს

ჩვენთან ჩამობრძანებულები არიან არამარტო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანო იზიარებს ჩვენს დიდ სიხარულს, რაც არის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი, – ამის შესახებ ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან დიდი დღესასწაულია სვეტიცხოვლობა ქართველებისთვის. “ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავდით, განსაკუთრებით, ილია მეორის […]

Continue Reading

ვიქტორ ყიფიანი – ოპოზიციური პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი არსებითად ნულდება, ხოლო არჩევნების გზით ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება

ოპოზიციური პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი არსებითად ნულდება, ხოლო არჩევნების გზით ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება – ამის შედეგად ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი აცხადებს. ყიფიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები. „მათი რეალურ საფრთხედ გადაქცევის შემთხვევაში „გამარჯვებულ-დამარცხებულად” დაყოფა მხოლოდ ნომინალურ სტატისტიკად იქცევა. რეალურად […]

Continue Reading

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის -1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინის ფასი ჯამში, 66 თეთრამდე, დიზელის კი 1.15 ლარამდეა გაზრდილი. გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ – 30-52 თეთრით მოიმატა. ფასის ზრდის ტენდენცია გრძელდება ოქტომბერშიც. „ბიზნესპრესნიუსმა“ შეადარა და დაითვალა სხვადასხვა ბენზინგასამართი სადგურების 14 ივლისისა და 14 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული ფასები […]

Continue Reading

საწარმოს ტერიოტორიაზე ამწე გადაყირავდა და მუშას მანქანის ისარი დაეცა

რუსთავში, საწარმო “რუსთავის აზოტი ინდორამას” ტერიტორიაზე ამწეკრანი გადაყირავდა და მუშას ამწის ისარი დაეცა.  დაშავებული ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. “ინფო რუსთავი” ესაუბრა ინდორამა კავკასიის დირექტორს ლევან ბურდილაძეს. მისი თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. “კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომელია. ჩვენ ფაქტის შესახებ შევატყობინეთ შესაბამის სამსახურებს, ჩატარდება მოკვლევა და […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 14 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით მთიან რაიონებში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +25, +30°; მთაში […]

Continue Reading

14 ოქტომბერი მცხეთობა-სვეტიცხოვლობაა – საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს და ასევე იხსენიებს: მეფე მირიანსა და დედოფლ ნანას, სიდონიას და აბიათარ მღვდელს, მელქისედეკ I, მოციქულ ანანიას, ღირს რომანოზს, მოწამე დომნინეს, ღირსმოწამე მიქაელს, ზობიელ იღუმენსა და სხვ. მცხეთობა, სვეტიცხოვლობა მცხეთობა დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“ და ის ყოველ წელს საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში […]

Continue Reading

სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად, თანხმობა, აკრედიტაცია არ მიეცათ ტელეკომპანიების – ,,ტვ პირველისა” და ,,ფორმულას” ჟურნალისტებს – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად, თანხმობა, აკრედიტაცია არ მიეცათ ტელეკომპანიების – ,,ტვ პირველისა” და ,,ფორმულას” ჟურნალისტებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წერს. “აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ამ ტელეკომპანიების წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წლების განმავლობაში, არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე სისტემატურად არღვევდნენ ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედ შინაგანაწესს, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის […]

Continue Reading

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პატივია, რომ რუსული რეჟიმი გვაუქმებს

ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პატივია, რომ რუსული რეჟიმი გვაუქმებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს. ანა წითლიძის თქმით, „ეს ჩვენი ბრძოლისა და პრინციპების ერთგულების ნიშანია“. „მალე გაგვაუქმებენ თუ გვიან – ჩვენთვის არაფერი იცვლება. კედელთანაც რომ მიგვაყენონ და დაგვხვრიტონ, სანამ ცოცხლები ვართ, საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის ბრძოლა […]

Continue Reading

სომხეთი „მეორე უკრაინა“ არ გახდება – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფრანგულ საერთაშორისო რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი „მეორე უკრაინა“ არ გახდება. მან უარყო რუსული მხარის გაფრთხილებები და ხაზი გაუსვა, რომ ერევნის მიზანი მოსკოვთან ურთიერთობების გაწყვეტა არასდროს ყოფილა. „დიახ, ასე ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ. ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა და არც ახლა არის რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ჩვენ ურთიერთობების განვითარება […]

Continue Reading

ოპოზიციონერების ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა

ოპოზციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხივლის პროცესები 21 ოქტომბრიდან ჩაინიშნა. ამის შესახებ ოპოზიციიონერებმა სოციალურ ქსელში დაწერეს. კერძოდ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ დაუკავშირდნენ საკონსტიტუციო სასამართლოდან და შეატყობინეს, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა. ირაკლი კუპრაძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები ფორსირებულად ჩაინიშნა. „დამირეკეს საკონსტიტუციო სასამართლოდან, პარტიების […]

Continue Reading

,,ამათ ეგონათ, რომ მნახავდნენ მუხლებზე დამდგარს, დავიწყებდი მათთან ხვეწნა-მუდარას, შეწყალების თხოვნას” – ალეკო ელისაშვილი

“ეგონათ, მუხლებზე დამდგარს მნახავდნენ – მისამართი შეგეშალათ” – ასე მიმართა სააპლეაციო სასამართლოს დარბაზიდან “ოცნებას” მსჯავრდებულმა ალეკო ელისაშვილმა. ელისაშვილმა სასამართლო სხდომაზე ასევე ისაუბრა იმ აკრძალვებზე, რაც 11 თვეა აქვს – მისი თქმით, ოჯახის წევრებს მხოლოდ სხდომებზე ნახულობს, რადგან მათთან კომუნიკაცია ციხეში აკრძალული აქვს: 13 წელი მომისაჯეს, მკაცრი რეჟიმის ციხეში ჩამსვეს, მე-11 თვეა აკრძალული მაქვს ჩემს ოჯახის […]

Continue Reading

14 ოქტომბრის ლარის კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5989 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5989 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5994 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9074 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9066 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

საკონსტიტუციო სასამართლოს წევვრს მანანა კობახიძეს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა

საკონსტიტუციო სასამართლოს წევვრს მანანა კობახიძეს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა, ამის შესახებ საუბარის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში” – ნათქვამია განცხადებაში. […]

Continue Reading

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მათი ამჟამინდელი ფორმით ფიზიკურ პირებზე დაწესებული შეზღუდვები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ადამიანის საერთაშორისო უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით”

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. კერძოდ, კომისიის დასკვნა ეხება 2026 წლის 4 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „გრანტების შესახებ“კანონს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ აქტებს. დასკვნა PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, ელვირა კოვაჩის თხოვნით მომზადდა. ვენეციის კომისიის მოსაზრების მომხსენებლები არიან ჰერდის კიერულფ თორგეირსდოტირი, […]

Continue Reading

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოში სრული ქაოსია, ოლიგარქი, რომელიც რეჟიმს სათავეში უდგას, ახლა მხოლოდ თავის შვილს ენდობა, ეს ნამდვილად არ არის სიძლიერის ნიშანი

სრული ქაოსია – ოლიგარქი, რომელიც რეჟიმს სათავეში უდგას, ახლა მხოლოდ თავის შვილს ენდობა. ეს ნამდვილად არ არის სიძლიერის ნიშანი, როდესაც შენი ოჯახი გამოგყავს წინ, როდესაც არავინ გყავს, ვისაც ენდობი – არაფერი არ არის იმაზე მყიფე, ვიდრე ავტორიტარული რეჟიმი ,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე პანელური დისკუსიისას განაცხადა. მისი თქმით, ევროპა […]

Continue Reading

ხინკალი 15%-ით, სადილი რესტორანში კი 13%-ით გაძვირდა – როგორ შეიცვალა ფასები ქართულ კერძებზე?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორანსა და კაფეში თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა. ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე – ხინკალზე ფასმა 15.41%-ით, ხოლო ხაჭაპურზე – 5.85%-ით მოიმატა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, ინგრედიენტების ღირებულება, რომელიც ხინკლისა და ხაჭაპურის მომზადებას სჭირდება, საანგარიშო პერიოდში შემდეგნაირად განისაზღვრა: ძროხის ხორცის ფარში 15.52%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი – 17.63%-ით, […]

Continue Reading