30 წლის ქართველი კაცი, რომელიც დედასთან ერთად ემიგრაციაში იმყოფებოდა, გარდაცვლილი იპოვეს – ვინ არის დაღუპული ახალგაზრდა?
ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, მამუკა ჭინჭარაული გარდაცვლილი ნახეს 30 წლის კაცი რამდენიმე წელია ემიგრაციაში, დედასთან ერთად იმყოფება. ის წარმოშობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსადან არის. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ უთხრეს, გარდაცვლილს საცხოვრებელ სახლში მიაკვლიეს. ცხედარს სამშობლოში 21 ივნისს გადმოასვენებენ, 25 ივნისს კი საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. “რეზონანსი”
Continue Reading