“ირაკლი ღარიბაშვილი თავს „მორალურად განადგურებულად“ მიიჩნევს”… “ის მალე გააკეთებს განცხადებას კიდევ” – ადვოკატი

დღის სიახლეები პოლიტიკა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავს „მორალურად განადგურებულად“ მიიჩნევს. ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექსპრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. ინფორმაციას tv პირველი ავრცელებს.

უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი მაღალჩინოსანი ციხიდან წერილების სერიის გაგრძელებას გეგმავს.

„მან მითხრა, რომ ის მალე გააკეთებს განცხადებას კიდევ. როდის იგულისხმა მალეში, ეს არ ვიცი. არანაირი ზეწოლის ფაქტები არ ყოფილა. განადგურება არის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით ამ ეტაპზე მორალურს გაუსვა ხაზი. რაც შეეხება წერილებს, ეს ალბათ ეტაპობრივად მოხდება, გაგრძელდება.

როდის იქნება ეს თქვენთვის გახდება ცნობილი – დაველოდოთ, ეს გაცხადდება. მეორე განცხადებაში მან ისაუბრა ამ წერილის ფაქტზე, საიდან და როგორ იყო. ვინმე კი არ გააქრო ან მოიგონა. დაასახელა, რომ ეს წერილი მოდიოდა მამუკა მდინარაძისგან. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს წერილი რეალურად მიიღო და რომ ეს გამოუგზავნა მამუკა მდინარაძემ. როგორც წერია, მამუკა მდინარაძე იყო შემსრულებელი. მე არ ვიცი ვინ, ვის რა შეუტანა, მაგრამ მან ეს წერილი მიიღო. მან მითხრა, რომ ის მალე გააკეთებს განცხადებას კიდევ. როდის იგულისხმა მალეში, ეს არ ვიცი“, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *