„პრობლემური განცხადებაა… თავისთვის“ – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

დღის სიახლეები პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება უშუალოდ ყოფილი პრემიერისთვისაა პრობლემური, თუმცა, ამავდროულად აცხადებს, რომ სხვა მხრივ ამ თემაზე სიღრმისეული კომენტარისგან თავს შეიკავებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ღარიბაშვილის განცხადებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც მოქმედი პრემიერისთვის, წინამორბედის სიტყვების შეფასება ეთიკურად სწორი არ იქნება.

„მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდაგრი, დანარჩენი მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე, მათ შორის იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, შესაბამისად ჩემთვისვე ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადებების შეფასება. ძალიან პრობლემური განცხადებაა, ასე ვიტყოდი… პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემური თავისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *