რუსთავში თამარ მეფის მამის – გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინეს

დღის სიახლეები საზოგადოება

რუს­თავ­ში, არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ, რუს­თა­ვის შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­სახ­ლის IV დარ­ბაზ­ში, თა­მარ მე­ფის მა­მის- გი­ორ­გი III-ის პე­რი­ო­დის მო­ნე­ტა აღ­მო­ა­ჩი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ქა­ლა­ქის მერი ნინო ლა­ცა­ბი­ძე ავ­რცე­ლებს.

ო­ნე­ტა მე-12 სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ნუ­მიზ­მა­ტი­კის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შია. მო­ნე­ტის წინა მხარეზე გა­მო­სა­ხუ­ლია, მეფე, რო­მელ­საც ხელ­ზე შე­ვარ­დე­ნი უზის.

მო­ნე­ტის არე­ზე, ქარ­თუ­ლი მხედ­რუ­ლი წარ­წე­რით წე­რია გი­ორ­გი მე­ფის სა­ხე­ლი და ასოთმთავ­რუ­ლი წარ­წე­რა – ქო­რო­ნი­კონ 394. მო­ნე­ტის უკა­ნა მხა­რეს, არა­ბუ­ლად იკი­თხე­ბა – “მე­ფეთ მეფე გი­ორ­გი, ძე დე­მეტ­რე­სი, მე­სი­ის მახ­ვი­ლი”.

“რუს­თავ­ში ქა­ლა­ქის დიდი ის­ტო­რი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი კი­დევ ერთი აღ­მო­ჩე­ნა გვაქვს.

ჩვენ­მა არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ, რუს­თა­ვის შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­სახ­ლის IV დარ­ბაზ­ში, თა­მარ მე­ფის მა­მის- გი­ორ­გი III -ის პე­რი­ო­დის მო­ნე­ტა აღ­მო­ა­ჩი­ნა.

მო­ნე­ტა მე-12 სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ნუ­მიზ­მა­ტი­კის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შია.

ექ­სპე­დი­ცია გრძელ­დე­ბა და ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ რუს­თა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი ცი­ხის და სა­სახ­ლის კონ­სერ­ვა­ცია-რეს­ტავ­რა­ცი­ის პრო­ექ­ტზე,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია ლა­ცა­ბი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *