თბილისიდან 59კილომეტრში, ქალაქი დმანისიდან 14 კილომეტრით დასავლეთით, სოფელ მამიშლარში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:24 საათზე დაფიქსირდა – მიწისძვრის ეპიცენტრი 5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
