მამუკა მდინარაძის პრესსამსახური: სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა

დღის სიახლეები პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „ქრონიკას“ განუცხადეს, რომ სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა.

„სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში იმიტომ წავიდა, რომ „სახელმწიფოს და გუნდის ინტერესი არ დაეზიანებინა“. აქვე აღნიშნულია, რომ წერილი, რომელიც ღარიბაშვილმა გუშინ გამოაქვეყნა, მან ივლისში მიიღო და ის მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *