რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ ზემო ლარსზე სამგზავრო ნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ერთ დღეში საკონტროლო პუნქტი 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალება “დოჟდი” წერს.
მისივე ინფორმაციით, ეს ტენდენცია უკვე რამდენიმე დღეა შეინიშნება. 15 და 16 აგვისტოს ზემო ლარსზე ერთ დღეში 19 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა – ეს მაჩვენებლები „მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების ანალოგიური პერიოდების მაჩვენებლებს“, იტყობინება სააგენტო.
მგზავრთა ნაკადის ზრდის გამო, რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა გაზარდა პერსონალის ცვლები გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით და მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოდან და უკან მოგზაურობის დაგეგმვისას, გაითვალისწინონ საგზაო მოძრაობის პირობები.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
