ღარიბაშვილს ვურჩევდი, ყველაფერი მოყვეს – ხატია დეკანოიძე

დღის სიახლეები პოლიტიკა

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევს, ყველაფერი ილაპარაკოს. როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, ექს-პრემიერის შემთხვევა “ოცნების” ყველა წევრისთვის უნდა იყოს გაკვეთილი, “თუ როგორ ექცევა ივანიშვილი თავის ლოიალურ მსახურებს”.

ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და ივანიშვილისადმი ლოიალურობა მთავრდება ასე. მე ვურჩევდი ყველას – “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, ღარიბაშვილის ეს წერილიც, შემდეგი წერილიც, ის განცხადებაც, რომელსაც ის ავრცელებს, ასევე მასაც ვურჩევდი ყველაფერი მოყვეს, რაც შეეხება მის ამ საქმეს, მის კორუფციულ საქმეს და კორუფციულ გარიგებებს – ეს არის ნამდვილი საზეპირო, როგორ ჭაობშია “ქართული ოცნება”. ამიტომ, ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და ჩვენთვის, ყველასთავის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, საინტერესო არის ორი ფაქტი – როგორია ბიძინა ივანიშვილი, როგორც “აჯილდოებს” იგი და როგორ ექცევა თავის ლოიალურ მსახურებს – ( ეს გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის) და მეორე, ზოგადად, რა ჭობაში და წუმპეშია ზოგადად ჩაფლული “ქართული ოცნება”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *