პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი რეგულაციები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 2026 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულებით მიიღეს.
მედიის ცნობით, მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად არალეგალური მიგრაციისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებს.
თითოეული წარდგენილი განაცხადისთვის შესაბამისი ორგანოები ყურადღებით შეისწავლიან უცხოელისთვის დამახასიათებელ მიგრაციის რისკ-ფაქტორებს.
როგორც ცნობილია, ისინი, ვინც პოლონეთში ახალი რეგულაციების ძალაში შესვლამდე შევიდნენ, იმავე პირობებით შეძლებენ დარჩენას.
მედია წერს, რომ მხოლოდ 2025 წელს საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას სახელმწიფოებიდან მოქალაქეებზე სულ 39 092 სამუშაო ნებართვა გაიცა. აბსოლუტური უმრავლესობა კოლუმბიიდან ჩასული პროფესიონალები და მუშაკები იყვნენ (37 337 ნებართვა), 1 277 ნებართვა ვენესუელის მოქალაქეებისთვის და 478 – საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიცა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
