19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერიცვალებას დღესასწაულობს

დღის სიახლეები საზოგადოება

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება აღევლინება. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო მესამე წირვას მცხეთაში სამთავროს მონასტერში აღავლენს.

ფერისცვალება 12 უდიდეს საუფლო დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

ფერისცვალების დღესასწაულზე, ტრადიციის მიხედვით, ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარიამობის მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *