54 არალეგალის საქართველოდან გაძევება მიმდინარეობს

შსს-ს ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 54 უცხოელი არალეგალი, მათ შორის ნიგერიის, ინდოეთის, ნეპალის, უზბეკეთის, თურქეთის, იორდანიის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, იემენის, თურქმენეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და ლიბანის მოქალაქეები. „სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დადგინდა, რომ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 19 ივნისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ივნისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +24, +29°; […]

Continue Reading

19 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 19 ივნისს ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედის, ღირსი ილარიონ ახლისა ; ღირსთა ქალწულმოწამეთა: არქელაიასი, თეკლასი და სოსანასი ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ახალგაზრდობაში მოინათლა, რის შემდეგაც ძალიან თავშეკავებულად ცხოვრობდა. საღვთო შურით აღძრულმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა. იორდანის უდაბნოში ღირს გერასიმეს (ხს. 4 მარტს) ეწვია, მოინახულა […]

Continue Reading

ილია თოფურია 180 დღე ოქტაგონზე ვერ გავა

UFC Freedom 250-ის შემდეგ, მსუბუქი წონის ყოფილი და ქვემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, ილია თოფურია, 180 დღე ოქტაგონზე ვერ გავა. კალიფორნიის ათლეტური კომისიის (CSAC) გადაწყვეტილებით, სამედიცინო მიზნების გამო თოფურია 180-დღიანი შეეზღუდა ოქტაგონზე გასვლა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თოფურიას ორბიტალური ძვლის ორმაგი მოტეხილობა დაუდგინდა. ცნობისთვის, 17 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ მან 15 ივნისს კარიერაში პირველი მარცხი – ტექნიკური ნოკაუტით […]

Continue Reading

ურეკ­ში ზღვის დი­ნე­ბამ 4 ადა­მი­ა­ნი წა­ი­ღო – ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ურეკ­ში ზღვის დი­ნე­ბამ 4 ადა­მი­ა­ნი წა­ი­ღო, მაშ­ვე­ლებ­მა ოთხი­ვე მათ­გა­ნი წყლი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ერ­თის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. კერ­ძოდ, ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და მას ად­გილ­ზე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და დახ­მა­რე­ბას უწევ­და, მაგ­რამ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. “გუ­რი­ის მო­ამ­ბის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლის მა­მა­კა­ცია, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქეა და­ნარ­ჩე­ნი სა­მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი […]

Continue Reading

სასტუმრო ბიზნესი საქართველოში მომგებიანი აღარ არის – ბიზნესმენი

„ინნ ჯგუფის“ დამფუძნებლის განცხადებით, საქართველოში სასტუმრო ბიზნესის საინვესტიციო მიმზიდველობა შემცირებულია. როგორც პაატა კოკაიამ განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში სექტორის უკუგება მკვეთრად შემცირდა, რადგან ბაზარზე სასტუმრო ნომრების ჭარბი მიწოდებაა. კოკაია აღნიშნავს, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა მზარდია, თუმცა მიწოდება იმდენად გაიზარდა, რომ მოთხოვნა ვეღარ ეწევა. მისი თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე, როგორც წესი, სასტუმროების საბანკო კრედიტებს კომპანიები სხვა ბიზნესებიდან […]

Continue Reading

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ „ნავთობის წვიმა“ წარმოიქმნა

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების დარტყმის შემდეგ ხანძრის გამო ე.წ. ნავთობის წვიმა წარმოიქმნა. ფოტოები, რომლებზეც ასახულია წვიმის შემდეგ დარჩენილი შავი ფენა ნავთობის წვის პროდუქტების მინარევებით, მოსკოვის სიახლოვეს მდებარე დასახლებების, ჟელეზნოდოროჟნისა და ლიუბერცის მცხოვრებლებმა გამოაქვეყნეს. მათი თქმით, იგრძნობოდა დამწვრობის ძლიერი სუნი. ამასთან, მოსკოვის გარემოს მონიტორინგის სამსახურში განაცხადეს, რომ „მოსკოვის ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია დასაშვებ ზღვრულ ნორმებს არ აღემატება“. დამოუკიდებელი […]

Continue Reading

ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრია

ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის გამო მცხოვრებლებს დაუყოვნებლივ თავშესაფრის ძიებისკენ მოუწოდებენ. ABC-ის ცნობით, ლოს-ანჯელესის ბოილ ჰაიტსის უბანში კომერციულ შენობაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელმაც მზის პანელები მოიცვა. ძლიერმა ცეცხლის გამო ჰაერში შავი კვამლის უზარმაზარი ღრუბელი წარმოიქმნა, რომელიც კილომეტრების მანძილზე ჩანს. ქალაქის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს მცხოვრებლებს, დაუყოვნებლივ შევიდნენ შენობებში და მჭიდროდ დახურონ ყველა ფანჯარა და კარი. ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენები […]

Continue Reading

გაუგზავნეს სხვა ბინის სურათები და დაარწმუნეს თითქოს ამ ბინას ყიდდნენ – თაღლითები 102 ათასი ლარს დაეუფლნენ

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ორ პირს, რომლებმაც მოქალაქეს მოტყუებით, რუსთავში, დაუსრულებელ კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინა მიჰყიდეს, ნაცვლად დასრულებულისა, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდებულები ამ გზით, 102 850 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ. „საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად 102 850 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებულებმა […]

Continue Reading

თბილისი-მოსკოვის მიმართულებით სამი ავიარეისი გაუქმდა

დღეს, მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმის გამო, თბილისსა და მოსკოვს შორის სამი ავიარეისი გაუქმდა, ერთი რეისი კი დაგვიანებით სრულდება – ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს აეროპორტების მმართველ კომპანია TAV-ში უთხრეს. მათივე ცნობით, მოსკოვი ბათუმის მიმართულებით ორი რეისი იყო დანიშნული საიდანაც ერთი გაუქმებულია. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, იქ რეისები დღეს დაგეგმილი არ იყო. უახლოესი რეისი ხვალ, 19 ივნისსaა ჩანიშნული და […]

Continue Reading