რეკორდი მსოფლიო ჩემპიონატზე – რამდენი ათასი მაყურებელი დაესწრო მატჩებს

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე დღეს მატჩებს 281 000 მაყურებელი დაესწრო – ფიფას ცნობით, ეს მსოფლიო რეკორდია ერთ დღეში დასწრების მხრივ. ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „ფეხბურთი აერთიანებს მსოფლიოს“ და მაყურებელთა ასეთი დიდი რაოდენობა ამას მხოლოდ ადასტურებს. ტურნირის პირველი ხუთი დღის განმავლობაში დასწრების მთლიანმა რაოდენობამ 1 მილიონ მაყურებელს გადააჭარბა. მსოფლიო ჩემპიონატის დასწრების ამჟამინდელი რეკორდი 1994 წლის […]

Continue Reading

დაბრუნების ცენტრების შექმნა და არალეგალი მიგრანტების საცხოვრებლების ჩხრეკა – ევროპარლამენტის ახალი კანონი

ევროპარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა ევროკავშირის ახალი კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ შექმნან ე.წ. დაბრუნების ცენტრები და ჩაატარონ არალეგალი მიგრანტების საცხოვრებელი ადგილების ჩხრეკა. კანონს მხარი 418 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 218-ი წინააღმდეგი იყო, ხოლო 30 დეპუტატმა თავი შეიკავა. კანონის მომხრეებს შორის იყვნენ კონსერვატორი და ულტრამემარჯვენე ჯგუფები. კანონის მიზანია, დააჩქაროს იმ მიგრანტების დაბრუნება, რომლებსაც ევროკავშირში დარჩენის კანონიერი […]

Continue Reading

ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე ახლებთან ერთად – სააკაშვილი

ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი – ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე ახლებთან ერთად, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივლისში ყველა თანამდებობის პირს „ნაციონალურ მოძრაობაში“ უმთავრდება ვადა. სააკაშვილის განმარტებით, აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, „რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს“. „რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებებს – […]

Continue Reading

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო – რა წერია დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილზე

ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის. „[ევროპარლამენტი] გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, უკანონო დაპატიმრებების, დაუნდობელი მტრული […]

Continue Reading

ევროკავშირმა შესაძლოა სომხეთისთვის სავაჭრო წესები შეამსუბუქოს – FT

რუსეთის მიერ იმპორტის აკრძალვის შემდეგ, ევროკავშირმა შესაძლოა სომხეთისთვის სავაჭრო წესები შეამსუბუქოს – წერს FT. გამოცემის თანახმად, ევროკავშირი სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო დახმარების ზომებს ამზადებს, რათა დაეხმაროს მას რუსეთის მიერ იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებაში, რადგან ბრიუსელი და მოსკოვი კავკასიური რესპუბლიკის მომავალზე გავლენისთვის იბრძვიან. გეგმებთან დაკავშირებული ოთხი წყაროს ცნობით, ევროკომისია ე.წ. ავტონომიურ სავაჭრო ზომებს ამუშავებს, რომლებიც სომხურ სურსათისა და […]

Continue Reading

ბათუმის კლინიკაში გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახი ამბობს, რომ მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს

ბათუმის კლინიკაში გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახის წევრები და მეგობრები აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებენ. მათი თქმით, უცნობი პირები ლუკა ჩხიკვიშვილის გარდაცვალების საქმეზე საჯარო საუბრის შეწყვეტას ითხოვენ და პასუხისმგებლობით ემუქრებიან. ოჯახი გამოძიებას, ბავშვის სიკვდილში დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას სთხოვს. “პიროვნება არის გიორგი ლომია, უბრალოდ, ფეიქი გვერდი აქვს, როგორც ჩანს, გაკეთებული, იმიტომ, რომ მალევე წაშალა. მოკლედ, მუქარის […]

Continue Reading

წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია 562,5 ლარი აღარ იქნება – რა ცვლილება შედის დაფინანსების პროგრამაში

თბილისის მერიის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ ცვლილებები შედის. თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრულად 562,5 ლარის ნაცვლად, 1 000 ლარი გახდება. ასევე, ამოქმედდება ახალი პროგრამა სახელწოდებით – „ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის“. „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ ცვლილებები მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან ამოქმედდება. „პროგრამის ფარგლებში, კვლევითი გრანტებით დავაფინანსებთ იმ ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც დედაქალაქის გამოწვევების გადაჭრასა […]

Continue Reading

“დიდი შვიდეულის” ლიდერები უკრაინას ახალ იარაღს დაჰპირდნენ და ტრამპის ირანთან შეთანხმებას მხარი დაუჭირეს – მედია

“დიდი შვიდეულის” ლიდერებმა გეოპოლიტიკის შესახებ კომუნიკე მიიღეს, რომელშიც უკრაინას ახალ იარაღს დაჰპირდნენ და ტრამპის ირანთან შეთანხმებას დაუჭირეს მხარი – წერს BBC. განცხადების თანახმად, უკრაინის პროგრესმა ფრონტზე „ახალი იმპულსი“ შექმნა, რომლის მხარდაჭერასაც დიდი შვიდეულის ლიდერები აპირებენ. 👉ამ მიზნით, უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტების და შორი მოქმედების იარაღის მიწოდება გაიზრდება. გარდა ამისა, ისინი „მზად არიან განიხილონ კიევისთვის […]

Continue Reading

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – ადვოკატი

ადვოკატის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება. „უკვე 10 თვეა, ელენე ხოშტარია უკანონოდ იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც 4 თვის წინ დაიწყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება. ყოველი ვიზიტის დროს, ჩვენთვის, მისი […]

Continue Reading

A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვა გაგიუქმდებათ და აღდგენას აღარ დაექვემდებარება… რა განაცხადა კახა კალაძემ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თუ დავალიანება დროულად არ დაიფარება, აღნიშნული ლიცენზიის მფლობელებს ნებართვა გაუუქმდებათ, რაც აღდგენას აღარ დაექვემდებარება. „ჩვენ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვების მფლობელები ჯარიმებისგან გავათავისუფლეთ. მიუხედავად ამისა, 1 000-ზე მეტი ნებართვის მფლობელის […]

Continue Reading