ქობულეთში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

ქობულეთში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი მაშველებმა ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კი მისი გარდაცვალება დაადასტურა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

მთავრობის საკადრო ცვლილებების დამადასტურებელი ბრძანებები გამოიცა

მთავრობაში საკადრო ცვლილებების დამადასტურებელი ბრძანებები გამოიცა. პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გამოცემული ბრძანების მიხედვით, კახაბერ გულედანმა რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტი დატოვა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. გულედანმა ახალ პოზიციაზე ვახუშტი ბაგრატიონი ჩაანაცვლა, რომელიც თავის მხრივ პირველი მოადგილის პოსტიდან მოიხსნა და მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. გარდა ამისა, გამოიცა ბრძანება მამუკა მდინარაძის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან […]

Continue Reading

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს სჭირდება სომხეთი, ისევე როგორც სომხეთს სჭირდება საქართველო

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, როგორც საქართველოს სჭირდება სომხეთი, ისე სომხეთს სჭირდება საქართველო. აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის გაძლიერების კონტექსტში გააკეთა. მან ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ 2024 წელს გაკეთებული განცხადება გაიხსენა. მაშინ ლუკაშენკომ თქვა, რომ სომხეთი ევრაზიულ კავშირში შემავალი ქვეყნების გარდა, სხვას არავის სჭირდება. „საქართველოს სომხეთის რესპუბლიკა ძალიან სჭირდება. სომხეთის რესპუბლიკას ძალიან სჭირდება საქართველო. […]

Continue Reading

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა საქართველო ერთი კვირის წინ დატოვა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ემი დიაზს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-ის საელჩოში ლილონგვეში (მალავი); აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის […]

Continue Reading

თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებს

თბილისში დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზისა და დეპოს მშენებლობის საერთაშორისო ტენდერში მონაწილე თურქულმა ერთობლივმა საწარმომ – YDA İnşaat Sanayi ve Ticaret A.Ş. – Gülermak Ağır Sanayi İnşaat ve Taahhüt A.Ş.-მა გამარჯვებულის გამოვლენა გაასაჩივრა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ტენდერის შედეგების გადახედვისკენ მოუწოდა. კომპანია ამტკიცებს, რომ გამარჯვებულად შერჩეული ერთობლივი საწარმო EYE (EmreRay Enerji İnşaat, Yüksel İnşaat და Erk […]

Continue Reading

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი ე.წ. შამფურით დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის ჩხოროწყუში –  “პირველების” ინფორმაციით, სოფელ ხანწკში მოზარდი ე.წ. “შამფურით” დაჭრეს.  როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას წინ  არასრულწლოვანებს შორის მომხდარი შელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც […]

Continue Reading

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები  მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ამასთან, ისინი უკანონოდ იყენებენ ეროვნული ბანკის ლოგოს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აღნიშული პირები მოქალაქეებს თითქოსდა სებ-ის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულების დაფარვასა და სხვა მსგავს ფინანსურ ოპერაციებში დახმარებას სთავაზობენ. […]

Continue Reading

საინიციატივო ჯგუფი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად საკანონმდებლო ბაზის მომზადებას ითხოვს

მსახიობმა გიორგი შანიძემ, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და ბათუმის თეატრის დირექტორმა, კოტე მჟავიამ ახალი საინიციატივო ჯგუფი დააფუძნეს, რომლის მიზანია, მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. „თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. თუმცა, ეს უფლება, არ შეიძლება, იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და […]

Continue Reading

რა ჯინი გჭირთ ასეთი საქართველოს რეგიონების? – გახარიას საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი ხელისუფლებას მიმართავს

ძალოვნების გენერალ კორდინატორობიდან გაშვებული მდინარაძის რეგიონების კორდინატორად დანიშვნაა გამოსავალი? რა გინდათ, რას ერჩით რეგიონებს, რა დაგიშავათ ასეთი, იქნებ გაგვაგებინოთ? ამის შესახებ გიორგი გახარიას საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. ამით ის გამოეხმაურა მორიგ საკადრო ცვლილებას, რომელიც მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით განხორციელდა. მისი თქმით, “ამ მდარე პოლიტიკური საცირკო კარუსელის მაგივრად, საქმეს მიხედეთ თუ რეგიონებზე, […]

Continue Reading

წყალწითელაში 30 წლის მამაკაცი დაიხრჩო

მდინარე წყალწითელაში 30 წლის ავთო ცაავა დაიხრჩო. “ალიას” ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენას შემთხვევის ადგილზე მყოფი მისივე მეგობარი და კიდევ ერთი ადამიანი ცდილობდნენ. თუმცა, უშედეგოდ. „აღარასდროს აღარავინ ჩახვიდეთ ამ ადგილას. უმორჩილესად გთხოვთ, იცოდეთ, ეს წყალია სიკვდილის წყალი (წყალწითელა). არასდროს ამომივა გონებიდან ეს, რაც მოხდა. 30 წლის ბიჭი ჩაითრია მდინარემ, საშინელებაა, როცა უყურებ და ვერ შველი,“ – წერს […]

Continue Reading