ილია თოფურია – გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და უფრო სახიფათო

ილია თოფურიამ თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან გამართული საჩემპიონო ბრძოლის შესახებ განცხადება გაავრცელა. „ჯასტინ, გილოცავ. თქვი, შენს სახეზე კვალს დავტოვებო და დატოვე კიდეც. პირველ რაუნდში მარჯვენა თვალში მხედველობა დამიკარგე, მეორე რაუნდის ბოლოს კი – მარცხენაშიც. გასამართლებელ საბუთებს არ ვეძებ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ეტაპი მქონდა. ოქტაგონზე ბასრი და მომზადებული გამოვედი. ეს შენი ღამე იყო. ასეთია ამ თამაშის ბუნება. […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი გეგმავს, ახლა უკვე რუსეთ-უკრაინის ომით დაკავდეს – “ვნახოთ, შევძლებ თუ არა ამის მოგვარებას”

ამერიკის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა უკვე რუსეთსა და უკრაინას შორის ომზე „ფოკუსირებას“ გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება “დიდი შვიდეულის” სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს გააკეთა. მან თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდა. „და მე ვხედავ, რომ შესაძლოა, იქ რაღაცის გაკეთება შევძლოთ. ნამდვილად ასეა. ვფიქრობ, ორივე მათგანი […]

Continue Reading

ნინო წილოსანის საქმე პირველი არ არის, სასამართლოს 60-მდე საქმე წარედგენა – შსს

შინაგან საქმე სამინისტროს ცნობით, 2026 წლის პირველი ივნისიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, აქედან 30 საქმეზე ჩაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. შემაჯამებელი გადაწყვეტილებით კი დასრულდა შვიდი საქმე. უწყების ინფორმაციით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებში წარდგენილი პირველი საქმის განხილვა დასრულდა 2026 წლის 11 ივნისს, […]

Continue Reading

ადვოკატი შოთა თუთბერიძე ნინო წილოსანის მისამართით სოციალურ ქსელში კომენტარის გამო, 4000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ ადვოკატი შოთა თუთბერიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. როგორც ირკვევა, სასამართლოში თუთბერიძის წინააღმდეგ საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ შეიტანა. როგორც თუთბერიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმე ეხება პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის პოსტზე გაკეთებულ კომენტარს. „მურუსიძის სასამართლოსგან გასაკვირი არ ყოფილა, უფრო […]

Continue Reading

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს ეწვია – რაზე ისაუბრებენ თბილისი და ბელგრადი

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერბეთის პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა. მინისტრის განცხადებით, ეს არის ისტორიული მომენტი, რადგან სერბეთის პრეზიდენტი საქართველოს პირველად სტუმრობს. მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ამ ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებისთვის, რადგან […]

Continue Reading

ირანმა 60 დღით გააუქმა ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი

ირანმა 60 დღით გააუქმა ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი. თეირანმა ეს გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების ფონზე გამოაცხადა. ამ პერიოდის განმავლობაში, კომერციულ გემებს შეეძლებათ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადასვლის სერვისებით სარგებლობა დამატებითი საფასურის გარეშე. გაუქმების ვადის ამოწურვის შემდეგ, ირანის ხელისუფლება გეგმავს ფასიანი სერვისების დანერგვას უსაფრთხოების, ნავიგაციის, ეკოლოგიისა და დაზღვევის სფეროებში. მხარეები 19 ივნისს ჟენევაში შეთანხმების ხელმოწერისთვის ემზადებიან. ირანის […]

Continue Reading

დაჭრა მუსიკის შეკვეთისთვის – ვინ არიან დაჭრილები

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორმა მამაკაცმა ერთმანეთი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მათ სხეულის დაზიანებები ერთმანეთს ცივი იარაღით მიაყენეს. შემთხვევა გუშინ, 14 ივნისს მოხდა. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ორივე მათგანს ბრალი აქვს წაყენებული. Aktual.ge-ს ინფორმაციით, მხარეებს […]

Continue Reading

მაღაზიებში აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში განთავსდება

მომხმარებლები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში მოქმედი ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციას ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიიღებენ. ამის შესახებ მთავრობის 2 ივნისით დათარიღებული განკარგულებიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო გეგმავს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან (მთავრობის სარეზერვო ფონდიდან), 53 000 ლარი გამოიყო. განკარგულების თანახმად, პლატფორმის მიზანია ფასდაკლებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის […]

Continue Reading

პუტინმა ტრამპს 80 წლის იუბილე მიულოცა და ზელენსკისთან მოსკოვში შეხვედრის მზადყოფნა დაუდასტურა

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ტელეფონით 80 წლის იუბილე მიულოცა. აშშ-ის პრეზიდენტი აღფრთოვანებული დარჩა და აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერი პირველი სახელმწიფოს მეთაური იყო, რომელმაც დღეს თეთრ სახლში დარეკა. საუბრის დროს ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, გავლენა მოახდინოს კიევსა და აშშ-ის ევროპელ პარტნიორებზე უკრაინაში არსებული ვითარების მოსაგვარებლად და მხარი დაუჭირა საომარი მოქმედებების დასრულებას. ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა მზადყოფნა, მოსკოვში შეხვდეს […]

Continue Reading

რა ვითარებაა შავი ზღვის სანაპიროებზე – შეიძლება თუ არა ზღვაზე დასვენება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მიკრობიოლოგიური მონიტორინგის შედეგებით, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო წყლებში ძირითადი მიკრობიოლოგიური პარამეტრები სანიტარიული ნორმების ფარგლებშია. „გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს. ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები ყოველთვიურად 14 წერტილში ისაზღვრება, მათ შორის, მძიმე მეტალები, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. 2026 წლის […]

Continue Reading

თბილისში სისხლიანი გარჩევის შედეგად გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი – ყველა პირი იდენტიფიცირებულია და იმყოფება პოლიციის განყოფილებაში

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში – “ტვპირველის” ინფორმაციით, გარდაცვლილია 35 წლის ნიკა ქარელაშვილი, დაჭრილია კიდევ ერთი პირი. ადგილობრივების ვარაუდით, ქურდიანის ქუჩაზე ქარელაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა ან გადმოაგდეს. ნიკა ქარელიშვილის მეზობლების თქმით, გუშინ საღამოს დაახლოებით 4 გასროლის ხმა გაიგეს. დაინახეს, როგორ გაჰყავდათ დაჭრილი კაცი მის მეგობრებს. რამდენიმე წუთში კი დაინახეს მეზობლის […]

Continue Reading

რუსებმა კიევ-პეჩორის ლავრა დაბომბეს

რუსებმა უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლი, კიევ-პეჩორის ლავრა დაბომბეს – ოკუპანტებმა ლავრის მიძინების ტაძარზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს. “ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უწმინდესი ადგილის – კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძრის – სახურავი იწვის.” – დაწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ X-ზე. რუსეთის იერიშის შემდეგ ეპისკოპოსმა აბრაამმა დაწერა, რომ მიმდინარეობს უძველესი ხატების, ანტიმინსიისა და სხვა […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 15 ივნისს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +19, +24°; მაღალ მთაში ღამით +5, +10°, დღისით +16, +21°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია […]

Continue Reading

15 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 ივნისს წმიდა ნიკიფორე აღმსარებელის, წმიდა მოწამე კონსტანტინე ათონელის, წმიდა დიდმოწამე იოანე ახალი, სოჩაველის და წმიდა მოწამე დიმიტრის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა ნიკიფორე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი წმიდა ნიკიფორე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+828) დაიბადა VIII საუკუნის მეორე ნახევარში. ქრისტეს აღსარებისათვის მისმა მშობლებმა მრავალი დევნა და შევიწროება დაითმინეს ხატმბრძოლი იმპერატორის კონსტანტინე კოპრონიმისაგან (740-775). წმიდა […]

Continue Reading

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. რაც შეეხება 2026 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 2 ივლისსა (პირველი და მეორე სესია) და3 ივლისს (პირველი და […]

Continue Reading

პატრიარქი შიო III – მადლი რომ მოვიხვეჭოთ, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა

შეგვეწიოს უფალი, რომ ყოველთვის გვესმოდეს ქრისტეს ხმა და ვუპასუხოთ მას სიწმინდისაკენ, სრულყოფილებისკენ სწრაფვით და იმით, რომ ჩავწვდეთ ცხოვრების უმთავრეს მიზანს – პირველად ვეძიებდეთ ღვთის სასუფეველს, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიმა, შიო III-მ სულთმოფენობიდან მეორე კვირას ქადაგებისს განაცხადა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ყოვლადსამღვდელონო […]

Continue Reading

ახალგაზრდა ქალი ხიდიდან ხტომისას გარდაიცვალა

ახალგაზრდა ქალი ხიდიდან ხტომისას გარდაიცვალა. ამის მიზეზი დაუმაგრებელი დაზღვევის თოკი გახდა. ტრაგედია ბრაზილიაში თოკზე ხტომის შეჯიბრის დროს მოხდა. 21 წლის ტურისტი ხიდიდან გადახტა, მაგრამ ატრაქციონის პერსონალს მისთვის დამცავი თოკის დამაგრება დაავიწყდა. შეცდომა მხოლოდ მისი დაცემის შემდეგ შენიშნეს. ადგილზე მისულმა მაშველებმა ქალი გარდაცვლილად გამოაცხადეს. მის საქმროს, რომელიც ტრაგედიის დროს იქვე იმყოფებოდა, ასევე დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

Continue Reading

ამერიკამ ქვეყნიდან დეპორტირებულები ცენტრალურ აფრიკაში ჩაიყვანა, მათ შორის ქართველებიც არიან – მედია

აშშ-მა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს და ყველაზე პრობლემურ ქვეყანაში, რამდენიმე მიგრანტის დეპორტაცია მოახდინა სადავო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, დეპორტირება გაუკეთოს იმ მიგრანტებს, რომელთა სამშობლოში დაბრუნება შეუძლებელია. ამის შესახებ “დოიჩე ველე” იუწყება. თვითმფრინავში, რომელიც ლუიზიანადან ხუთშაბათს საღამოს აფრინდა, დაახლოებით ორი ათეული მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის ირანელი პრო-დემოკრატი აქტივისტი. მისი ადვოკატის თქმით, თვითმფრინავი […]

Continue Reading

ხაშურში სროლის შედეგად ორი ადამიანი მოკლეს

ხაშურში სროლის შედეგად ორი ადამიანი მოკლეს. გავრცელებული ცნობით, მოკლულია ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი. მედიაში გავრცელებული ცნობით, მკვლელობა მხარეებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაშურში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციამ ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული […]

Continue Reading

ახმეტაში, ტბაში შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი დაიხრჩო

ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ქართული მედია. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ჩაჩხრიალაში არსებულ ტბაზე იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცი შვილის გადარჩენას ცდილობდა. ადგილობრივების თქმით, ტბაში ბანაობის დროს მოზარდი მორევმა ჩაითრია, შვილის დასახმარებლად წყალში შესულმა მამაკაცმა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა. თავად არასრულწლოვანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 14 ივნისს

14 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღე უნალექოდ ჩაივლის, […]

Continue Reading

14 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ივნისს ღირსთა: შიო ახლის, დავით, გაბრიელ და პავლე გარეჯელთა, ასევე მოწამეთა: იუსტინე ფილოსოფოსისა და სხვა იუსტინესი და მათთანათა: ხარიტონის, ხარიტას, ეველპისტეს, იერაქსის, პეონის და ვალერიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსნი მამანი: შიო ახალი, დავითი, გაბრიელი და პავლე გარეჯელნი – ლეკთაგან მოწყვეტილნი დავით გარეჯის მონასტერი ყოველთვის ბერთა სიმრავლითა და მკაცრი მოღვაწეობით გამოირჩეოდა, სოფლის […]

Continue Reading

რუსული წიგნების მოპარვისთვის პარიზში საქართველოს ექვსი მოქალაქე დააპატიმრეს

პარიზში, ბიბლიოთეკებიდან რუსული კლასიკური ნაწარმოებების მოპარვისთვის, საქართველოს ექვს მოქალაქეს 18 თვიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის ციხეში. ამის შესახებ ინფორმაციას Le Monde ავრცელებს. სასამართლოში სამი ბრალდებული წარსდგა, რომელთაგან ორი უკვე გასამართლებული და საზღვარგარეთ დაკავებული იყო, მაგრამ სასამართლო პროცესისთვის საფრანგეთში გადაიყვანეს. 50 წლის მიხეილ ზ-ს ლიეტუვაში მე-19 საუკუნის პუბლიკაციების მოპარვისთვის, სამი წლითა და ოთხი […]

Continue Reading

დევიდ ბექჰემს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

დევიდ ბექჰემს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sport Express ავრცელებს. ცერემონიაზე სპორტსმენის მეუღლე ვიქტორია, შვილები და ოჯახის ახლო მეგობარი, მსახიობი ტომ კრუზი იმყოფებოდნენ. თავად ბექჰემმა აღიარა, რომ ეს ღონისძიება ოცნებას ჰგავდა, რადგან ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მუშათა კვარტლიდან უბრალო ბიჭი კინოს კუმირებს შორის აღმოჩნდებოდა. თავისი ლეგენდარული კარიერის განმავლობაში, რომელიც 2013 წელს დასრულდა, ინგლისელი […]

Continue Reading

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის მიტაცების ახალი ეტაპი დაიწყო – სოფიო ხორგუანი

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრის, სოფიო ხირგუანის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის მიტაცების ახალი ეტაპი დაიწყო. გახარიას პარტიის წევრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამოქმედდა მოსკოვსა და ცხინვალის რეჟიმს შორის მაისში გაფორმებული ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების ხელშეკრულება“ და დაიწყო მისი პრაქტიკული აღსრულება. მისი თქმით, ამის დადასტურებაა რუსეთის მიერ წარმოებული საკადრო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ხორგუანი მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების […]

Continue Reading

“ძლიერი საქართველო” ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას მოითხოვს

 “ნოდარ მელაძის შაბათში” გასული ანონსის შემდეგ, “ლელო – ძლიერი საქართველო” ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას მოითხოვს.  ირაკლი კუპრაძე სისტემურ დანაშაულზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები ხდება თბილისში, ქობულეთში, ქუთაისში, გორში, სამტრედიაში . “მივმართავთ საზოგადოებას, რომ დღეს თქვენი შვილები უნდა დაიცვათ თქვენ სამოქალაქო პროტესტით. დღეს, 7 საათზე ყველანი უნდა შეუერთდეთ მსვლელობას, რომელიც აპროტესტებს იმ ძალადობას, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების და […]

Continue Reading

თუკი რაიმე გადაცდომა, ძალადობა იქნება პოლიციის მხრიდან, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება – კალაძე “ტვ პირველის” კადრებზე

ფაქტი ძალიან ცუდია, რაც ვნახეთ, კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება – თუკი რაიმე გადაცდომა, ძალადობა იქნება პოლიციის მხრიდან, ამას, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ კადრების შეფასებისას განაცხადა, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს. ამასთან, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 13 ივნისს

13 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღე უნალექოდ ჩაივლის, […]

Continue Reading

13 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივნისს მოციქული ერმის, 70-თაგანის, მოწამე ერმეიოსის და მოწამე ფილოსოფოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული ერმი – სამეოცდაათთაგანი წმიდა მოციქული ერმი – სამეოცდაათთაგანი (I) იყო ფილიპოპოლის ეპისკოპოსი. მას წმიდა პავლე მოციქული მოიხსენიებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,14). ქრისტეს აღსარებისათვის მოციქულმა მრავალი დევნა დაითმინა წარმართებისაგან. აღესრულა მშვიდობით. წმიდა მოწამე ერმეიოსი წმიდა მოწამე ერმეიოსი […]

Continue Reading

ირანი მშვიდობისთვის 300 მილიარდ დოლარს და სანქციების მოხსნას ითხოვს

თეირანმა შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის 14 პუნქტი გამოაქვეყნა. ძირითადი მოთხოვნებია საომარი მოქმედებების შეწყვეტა, ამერიკული ჯარების რეგიონიდან გაყვანა, ყველა სანქციის მოხსნა, საზღვაო ბლოკადის მოხსნა და ირანისთვის 300 მილიარდი დოლარის გამოყოფა. ირანის ხელისუფლება ასევე თანხმდება ბირთვულ პროგრამაზე 60-დღიანი მოლაპარაკებების დაწყებასა და შეზღუდვების სრულ მოხსნას. თეირანი ასევე მზადაა კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ერთგულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ […]

Continue Reading

დარღვევები, რომლებზეც ჯარიმები შესაძლოა, 40-75%-ით შემცირდეს – „ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციამ“ პარლამენტს მიმართა

„საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციამ“ ჯარიმების შემცირების მიზნით, საკანონმდებლო წინადადება მოამზადა და პარლამენტს უკვე წარუდგინა. ასოციაცია მიიჩნევს, რომ 2026 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედებული რიგი ჯარიმები ცალკეულ შემთხვევებში არ შეესაბამება სამართალდარღვევის სიმძიმეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებები იგეგმება. მისი თქმით, ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის […]

Continue Reading

Facebook-ს, Instagram-ს, Threads-სა და Messenger-ს მსოფლიო მასშტაბით შეფერხებები აქვთ

Facebook-ს, Instagram-ს, Threads-სა და Messenger-ს მსოფლიო მასშტაბით შეფერხებები აქვთ. ეს Downdetector სერვისის მონაცემებიდან გამომდინარეობს. 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა Facebook-თან დაკავშირებული პრობლემების შესახებ (https://downdetector.com/status/facebook/). პრობლემები აქვთ Instagram-ს, Threads-სა და Messenger-ს, რომლებიც სოციალური ქსელის ოპერატორი კომპანიის, Meta Holding-ის ნაწილია.

Continue Reading

თბილისის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება – რა ღირს ბილეთი

TAV Georgia-ს ინფორმაციით, 25 ივნისიდან ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ავიაკომპანიის საიტზე ბათუმის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და ერთი გზა ბილეთის საწყისი ფასი 418 ლარს შეადგენს. TAV Georgia-ს ცნობითვე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნულ დღეებში […]

Continue Reading

კადიროვმა 18 წლის შვილს გმირის წოდება მეორედ მიანიჭა

ჩეჩნეთის ლიდერის შვილმა, ადამ კადიროვმა ორ კვირაში უკვე მეორე ჯილდო მიიღო. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟს (მეორედ) ჩეჩნეთის გმირის წოდება მიენიჭა. მისი თქმით, წოდება ჩეჩნეთის ლიდერის თანაშემწეს და რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანს მამამისმა მიანიჭა „სახელმწიფოს წინაშე გამორჩეული სამსახურისთვის“, „ხალხის წინაშე თავდადებული […]

Continue Reading

ქართულ მხარესთან ტექნიკური შეხვედრა შედგა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ მთავრობასთან – პრესსპიკერი

ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა კომენტარი გააკეთა  ბრიუსელში, საქართველოს დელაგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გამართული შეხვედრის შესახებ და განაცხადა, რომ კომისიამ დეტალურად გადმოსცა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც ეხება დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს. ქართულმა მხარემაც წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები. დისკუსიები წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში. მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთავრობას წარუდგენენ ანგარიშს და განიხილავენ საკითხის შინაარსსა და შემდგომ  შესაძლო ნაბიჯებს. […]

Continue Reading

144 წლის შემდეგ დასრულდა საგრადა ფამილიას ყველაზე მაღალი კოშკის მშენებლობა

ბარსელონაში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი საეკლესიო კოშკის, საგრადა ფამილიას ბაზილიკის უმაღლესი კოშკის მშნებლობა საბოლოოდ დასრულდა. ამ საკულტო ეკლესიაზე სამუშაოები 144 წელი გაგრძელდა, რომელიც 1882 წელს დაიწყო. პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ და ცნობილ არქიტექტურულ სამშენებლო პროექტად იქცა. მისი ფორმალური სახელია „წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარი“.  ესპანელი არქიტექტორი ანტონიო გაუდი ამ პროექტზე 40 წელი მუშაობდა და საკუთარი ცხოვრების ბოლო […]

Continue Reading

გოგა მემანიშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ახალ მოადგილედ დაინიშნა

პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია Facebook-ის გვერდზე – „ყველაფერი პოლიციის შესახებ” გამოქვეყნდა, რასაც შს სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს. უწყება ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ პოლიციის პოლკოვნიკმა შალვა ბარელაძემ თანამდებობა თავისი გადაწყვეტილებით დატოვა და კადრების განკარგულებაში გადავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის […]

Continue Reading

ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს

საქართველოს დროით 15 ივნისს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენი ილია თოფურია UFC-ის ისტორიულ ღონისძიებაზე იბრძოლებს – ტურნირზე, რომელიც პირველად გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის, თეთრი სახლის ტერიტორიაზე. UFC Freedom 250 ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს ეძღვნება და ფართომასშტაბიანი აღნიშვნის ნაწილს შეადგენს. ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება საქართველოს დროით 15 ივნისს, გამთენიას შედგება და მთავარ […]

Continue Reading

ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ პაქტი დღეიდან ამოქმედდება

მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ პაქტი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში დღეიდან ამოქმედდება. ევროპული საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2024 წლის მაისში მიღებული პაქტით გადაიხედა ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის ჩარჩო და ამჟამად ევროკავშირის მიგრაციისადმი ახალი მიდგომის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. „პირველად, ევროკავშირს აქვს მიგრაციისა და თავშესაფრის ყოვლისმომცველი ჩარჩო, რომელიც მოიცავს გარე საზღვრების ძლიერ დაცვას, სამართლიან და მტკიცე თავშესაფრის წესებს და […]

Continue Reading

ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა?

სააგენტო “როიტერის” ცნობით, ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა SpaceX-ის აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების წყალობით. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ტრილიონერი ის მხოლოდ „ქაღალდზე“ გახდა. მასკის წმინდა ქონება შეფასდა იმ ოფციებისა და აქციების საფუძველზე, რომლებსაც ის მომავალში მიიღებს თავისი მიზნების, კერძოდმ კოსმოსში კომპიუტერული მონაცემთა ცენტრების გაშვებისა და მარსზე ადამიანის დასახლების შექმნის შესრულების შემდეგ. ამ აქციების გამოკლებით, მასკის […]

Continue Reading

სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა მიმართულებით საქართველო ღიაა დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზე, რაც განიხილებოდა ბრიუსელში კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი. „ჩვენი პასუხები არის ძალიან ცხადი, ძალიან მკაფიო. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკა. ჩვენ იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი […]

Continue Reading

12 ივნისის ამინდის პროგნოზი

12 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდში, დღისით […]

Continue Reading

12 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივნისს ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენის, წმიდა ევპლის, წმიდა მოწამების ნატალიას და სალონეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ისააკი, დალმატის მონასტრის იღუმენი ღირსი ისააკი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინეპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემლად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ […]

Continue Reading

მარნეულში სკოლის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში, გვიან ღამით, 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.  “ტვპირველი”

Continue Reading

ირანი უარყოფს ტრამპის მტკიცებას კონფლიქტის დასრულების შესახებ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისმაილ ბაგაიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცებას, სამშვიდობო შეთანხმების მოახლოებული ხელმოწერის შესახებ, სპეკულაციური უწოდა, იტყობინება ირანული სააგენტო IRNA. „შეთანხმების ხელმოწერის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია სპეკულაციური რჩება და ჯერ არაფერია საბოლოოდ გადაწყვეტილი“, – თქვა დიპლომატმა. მანვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, არაერთხელ შეცვალა თავისი პოზიცია და არაერთხელ დაარღვია […]

Continue Reading

ტრამპმა გააუქმა ირანზე დღეისთვის დაგეგმილი დარტყმები

ტრამპმა გააუქმა ირანზე დაგეგმილი დარტყმები და გამოაცხადა ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმების ხელმოწერის დრო და ადგილი. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა Truth Social-ზე. „განხილვები და საბოლოო პუნქტები დამტკიცდა, როგორც კონცეპტუალურად, ასევე დეტალურად, ყველა ჩართული მხარის მიერ, მათ შორის შეერთებული შტატების, ისრაელის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიის, ეგვიპტის და […]

Continue Reading

რუსთავში მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე კიდევ 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსთავში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი, ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, იძალადა მამაკაცზე. დაპირისპირებისას მამაკაცი წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მიღებული დაზიანების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზევე […]

Continue Reading

ამერიკამ ღამით ირანში 250 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა ჩამოაგდო – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ღამით ირანში 250 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა ჩამოაგდო. „გუშინ ღამით მათზე 250 მილიონი დოლარის ღირებულების ბომბები ჩამოვყარეთ. ეს სრული სიგიჟე იყო“, – განაცხადა მან Fox News-ში. პენტაგონის ცენტრალურმა სარდლობამ ხუთშაბათს ღამით გამოაცხადა, რომ ირანზე დარტყმები დაიწყო. ამას თეირანმა ამერიკულ ბაზებზე დარტყმებით უპასუხა. მოგვიანებით ტრამპმა ირანზე ახალი დარტყმების შესახებ დააანონსა, […]

Continue Reading

დოლარის ფასი ეცემა, ევროც იაფდება

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6586 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6586 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6593 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0646 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0723 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

აშშ პირველად გახდა მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი მიმდინარე ომების წყალობით – “როიტერი”

„როიტერის“ ცნობით, აშშ პირველად გახდა მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომების წყალობით. ამგვარად, შეერთებულმა შტატებმა გადატრიალება მოახდინა ათწლეულების განბმავლობაში არსებულ წესრიგზე, რომელშიც დომინირებდნენ საუდის არაბეთი და რუსეთი, აშშ კი ახლოაღმოსავლეთის ნავთობზე იყო დამოკიდებული. 2010 წლის შემდეგ, ამერიკის მიერ ნავთობისა და გაზის მოპოვება მკვეთრად გაიზარდა, რამაც შეერთებული შტატები მსოფლიოში გაზის უმსხვილესი მწარმოებელი გახადა, […]

Continue Reading