თბილისის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება – რა ღირს ბილეთი

დღის სიახლეები ეკონომიკა

TAV Georgia-ს ინფორმაციით, 25 ივნისიდან ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ავიაკომპანიის საიტზე ბათუმის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და ერთი გზა ბილეთის საწყისი ფასი 418 ლარს შეადგენს.

TAV Georgia-ს ცნობითვე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნულ დღეებში რეისები 09:00-ზე განხორციელდება, ბათუმიდან კი 19:30-ზე. ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *