სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში – “ტვპირველის” ინფორმაციით, გარდაცვლილია 35 წლის ნიკა ქარელაშვილი, დაჭრილია კიდევ ერთი პირი.
ადგილობრივების ვარაუდით, ქურდიანის ქუჩაზე ქარელაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა ან გადმოაგდეს.
ნიკა ქარელიშვილის მეზობლების თქმით, გუშინ საღამოს დაახლოებით 4 გასროლის ხმა გაიგეს. დაინახეს, როგორ გაჰყავდათ დაჭრილი კაცი მის მეგობრებს. რამდენიმე წუთში კი დაინახეს მეზობლის ცხედარი, რომელიც მიწაზე ეგდო.
ვინ არის ის და რა კავშირი აქვს ქარელაშვილის მკვლეობასთან დაჭრილ მამაკაცს ეს ამ დროისთვის უცნობია.
ერთ-ერთი ვერსიით, ჩხუბი ე.წ. ქურდულ გარჩევას უკავშირდება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროში” ტელეკომპანიას უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
შსს-ში ამბობენ, რომ სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და იმყოფება პოლიციის განყოფილებაში.
