სააგენტო “როიტერის” ცნობით, ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა SpaceX-ის აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების წყალობით.
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ტრილიონერი ის მხოლოდ „ქაღალდზე“ გახდა. მასკის წმინდა ქონება შეფასდა იმ ოფციებისა და აქციების საფუძველზე, რომლებსაც ის მომავალში მიიღებს თავისი მიზნების, კერძოდმ კოსმოსში კომპიუტერული მონაცემთა ცენტრების გაშვებისა და მარსზე ადამიანის დასახლების შექმნის შესრულების შემდეგ. ამ აქციების გამოკლებით, მასკის აქტივები სულ რაღაც ტრილიონ დოლარზე ოდნავ ნაკლებია.
SpaceX-მა ცოტა ხნის წინ დაასრულა 555.6 მილიონი ჩვეულებრივი აქციის პირველადი შეთავაზების IPO, რომლის ფასიც 135 აშშ დოლარი იყო თითო აქციაზე. კომპანიის საწყისი შეფასება 1.77 ტრილიონი აშშ დოლარი იყო. ამან SpaceX-ისთვის 75 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსება მოიზიდა. ვაჭრობა 12 ივნისს Nasdaq-ის ბირჟაზე დაიწყება, სადაც კომპანიის აქციები SPCX ტიკერის სიმბოლოთი ივაჭრება.
