თუკი რაიმე გადაცდომა, ძალადობა იქნება პოლიციის მხრიდან, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება – კალაძე “ტვ პირველის” კადრებზე

დღის სიახლეები პოლიტიკა

ფაქტი ძალიან ცუდია, რაც ვნახეთ, კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება – თუკი რაიმე გადაცდომა, ძალადობა იქნება პოლიციის მხრიდან, ამას, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ კადრების შეფასებისას განაცხადა, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ტელეკომპანიამ, რომელიც აღნიშნული კადრები გაავრცელა, იცოდა, რომ ძალადობის ფაქტებში ჩართული პოლიციელები დაკავებულები იყვნენ და „მისი მხრიდან აღნიშნული კადრების გავრცელება საზოგადოებაში ვნებათაღელვის გამოწვევას ემსახურებოდა“.

ცნობისთვის, „ტვ პირველმა” „ნოდარ მელაძის შაბათის” ანონსი გაავრცელა, რომელიც პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს ასახავს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ძალადობის კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *