რუსული წიგნების მოპარვისთვის პარიზში საქართველოს ექვსი მოქალაქე დააპატიმრეს

დღის სიახლეები სამართალი

პარიზში, ბიბლიოთეკებიდან რუსული კლასიკური ნაწარმოებების მოპარვისთვის, საქართველოს ექვს მოქალაქეს 18 თვიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის ციხეში.

ამის შესახებ ინფორმაციას Le Monde ავრცელებს.

სასამართლოში სამი ბრალდებული წარსდგა, რომელთაგან ორი უკვე გასამართლებული და საზღვარგარეთ დაკავებული იყო, მაგრამ სასამართლო პროცესისთვის საფრანგეთში გადაიყვანეს.

50 წლის მიხეილ ზ-ს ლიეტუვაში მე-19 საუკუნის პუბლიკაციების მოპარვისთვის, სამი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო 49 წლის ბექა ტ. ესტონეთში სამწელიწად-ნახევარი.

მიხაილ ზ.-ს ყველაზე მკაცრი სასჯელი – შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბექა ტ.-ს კი ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა.

დანარჩენი ორი ბრალდებული დააკავეს საქართველოში, რომელიც თავის მოქალაქეების ექსტრადაციას არ ახორციელებს. იქ მათ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. პარიზის სასამართლომ კი მათ დაუსწრებლად, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და დაპატიმრების ორდერი გასცა.

პროკურორის თქმით, მათ ჩაიდინეს „მასშტაბური, ორგანიზებული, დაგეგმილი ქურდობა, რომელიც ზედმიწევნითა და ცინიზმით განხორციელდა“.

ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს დანაშაულის ჩადენის შეთქმულებაში და კულტურული ქონების ქურდობაში.

წიგნების ქურდობა 2023 წელს მოხდა ლიონის უმაღლესი სკოლის დიდროს ბიბლიოთეკიდან, ასევე საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან და პარიზის ენებისა და ცივილიზაციების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან.

კერძოდ, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოიპარეს ალექსანდრე პუშკინის ექვსი წიგნი, მიხეილ ლერმონტოვის ორი წიგნი და ევგენი ბარატინსკის ერთი წიგნი. ზარალმა 770,000 ევრო შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *