ახმეტაში, ტბაში შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი დაიხრჩო

დღის სიახლეები სამართალი

ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ქართული მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ჩაჩხრიალაში არსებულ ტბაზე იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცი შვილის გადარჩენას ცდილობდა.

ადგილობრივების თქმით, ტბაში ბანაობის დროს მოზარდი მორევმა ჩაითრია, შვილის დასახმარებლად წყალში შესულმა მამაკაცმა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

თავად არასრულწლოვანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *