ჩეჩნეთის ლიდერის შვილმა, ადამ კადიროვმა ორ კვირაში უკვე მეორე ჯილდო მიიღო. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟს (მეორედ) ჩეჩნეთის გმირის წოდება მიენიჭა.
მისი თქმით, წოდება ჩეჩნეთის ლიდერის თანაშემწეს და რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანს მამამისმა მიანიჭა „სახელმწიფოს წინაშე გამორჩეული სამსახურისთვის“, „ხალხის წინაშე თავდადებული სამსახურისთვის“, “СВО”-ს მხარდაჭერისთვის და რუსეთის დღესთან დაკავშირებით.
დაუდოვმა ჯილდოს „მისი პატრიოტიზმის დამსახურებული აღიარება“, „სამშობლოსადმი პასუხისმგებლობისა და ერთგულების“ აღიარება უწოდა.
მსგავსი ჯილდო 2023 წელსაც გადაეცა 15 წლის ადამ კადიროვს.
ბოლოს, რამზან კადიროვის ვაჟი 31 მაისს დაჯილდოვდა, როდესაც მან მედალი „СВО”-ში წვლილისთვის“ მიიღო.
