„როიტერის“ ცნობით, აშშ პირველად გახდა მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომების წყალობით.
ამგვარად, შეერთებულმა შტატებმა გადატრიალება მოახდინა ათწლეულების განბმავლობაში არსებულ წესრიგზე, რომელშიც დომინირებდნენ საუდის არაბეთი და რუსეთი, აშშ კი ახლოაღმოსავლეთის ნავთობზე იყო დამოკიდებული. 2010 წლის შემდეგ, ამერიკის მიერ ნავთობისა და გაზის მოპოვება მკვეთრად გაიზარდა, რამაც შეერთებული შტატები მსოფლიოში გაზის უმსხვილესი მწარმოებელი გახადა, შემდეგ კი – მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი.
აშშ-ირანის ომმა საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტი შეაფერხა, ხოლო რუსეთის ნავთობის ექსპორტზე გავლენა იქონია უკრაინის დრონების თავდასხმებმა და სანქციებმა. ზედიზედ მესამე თვეა, შეერთებული შტატები მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორი რჩება, მაისში დღეში 10.5 მილიონი ბარელით. რუსეთმა მიაწოდა 7 მილიონი ბარელი, ხოლო საუდის არაბეთმა – 5.9 მილიონი ბარელი.
