„ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი – საქართველო მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბი ხდება, ბოლო ხუთ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა

საქართველო მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბი ხდება, ბოლო ხუთ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა და წლიურად დაახლოებით 8%-ით იზრდება, – ამის შესახებ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ დაუფასებელია როგორც ტურისტული მიმართულება და ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყანა. „საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები საქართველოში 0%-იან კორპორაციულ გადასახადს იხდიან, ხოლო დივიდენდებსა და ხელფასებზე მხოლოდ 5%-იან გადასახადს”, – აღნიშნა დუროვმა. ცნობისთვის, პაველ დუროვი მანამდე საქართველოში […]

Continue Reading

“ყველამ ხომ იცის, რომ ბერა ივანიშვილი ალაგებს ყველაფერს კრიმინალებთან” – ხატია დეკანოიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენულ ვითარებასა და პოლიციის უმოქმედობაზე საუბრობს და ამბობს, რომ კრიმინალის ყველა კუნძულს თბილისში და საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრი მფარველობს. დეკანოიძემ ტლეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ სწორედ ბერა ივანიშვილის ალაგებს ყველაფერს კრიმინალებთან და ნებისმიერი პოლიციელი, რომელიც ხელს მოკიდებს ბერა ივანიშვილის ძმაკაცს, ან ვინმე მაღალჩინოსნის ძმაკაცებს, ვინც ბიძინა ივანიშვილთან არის […]

Continue Reading

მეწყერი ადიგენში – დაზიანებულია სახლები და ავტომანქანები

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დააზიანა. როგორც ადგილობრივები წერენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციასა და კადრებს ადგილობრივი მედია TOK2Region ავრცელებს.  გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ყულევის ქარხნის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის მიმართ სანქციების 21-ე პაკეტის ნაწილია. კერძოდ, ევროკავშირის საბჭოს თანახმად, ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში. “ევროკავშირი სამიზნეში იღებს ნავთობის სექტორს, კერძოდ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ის ასანქცირებს 18 იურიდიულ პირსა და […]

Continue Reading

ჯო უილსონი – “ანტი-ამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი კიდევ ერთხელ ახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმის ესკალაციას – ყველა ვარიანტი განიხილება

ვახო სანაიასა და ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს. კონგრესმენის თქმით, ყველა ვარიანტი განიხილება. უილსონი „ქართულ ოცნებას“ გამოხატვის თავისუფლებაზე თავისი თავდასხმის ესკალაციაში ადანაშაულებს. “ანტი-ამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი კიდევ ერთხელ ახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე თავისი თავდასხმის ესკალაციას! ვახო სანაიასა და ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ. ყველა […]

Continue Reading

ნათელაშვილი ივანიშვილს მოუწოდებს, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს ცხელი აგვისტოს დაწყებამდე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამ არჩევნებში “ოცნებამ” მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. “რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი რაც შეიძლება ჩქარა და დადექით ხალხის გვერდით” – ამბობს ნათელაშვილი. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დღეს გამართულ ბრიფინზე ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ […]

Continue Reading

ვარშავაში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა ავტოსალონი და მასში მდგომი ყველა ავტომობილი გაანადგურა

ვარშავაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელმაც მთლიანად გაანადგურა ავტოსალონისა და სარემონტო სახელოსნოს შენობები, რომლებიც დაახლოებით, 3500 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავდა, იუწყება RMF 24. ღია ცეცხლი ჩააქრეს. თვითმხილველების თქმით, ხანძრის დროს აფეთქებები გაისმა და შენობებში და მიმდებარე ავტოსადგომზე ათობით ავტომობილი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა მიმდინარეობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

საქართველოში ევროპიდან 249 ათასმა ვიზიტორმა უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე 611 ათასმა რუსეთიდან

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2%-ით შემცირდა და 1.93 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, კლება ძირითადად ვიზიტორთა რაოდენობის შემცირებას უკავშირდება — იანვარ-ივნისში საქართველოს 2.73 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76 ათასით, ანუ 3%-ით ნაკლებია. მიუხედავად შემოსავლების შემცირებისა, ერთ ვიზიტორზე საშუალო დანახარჯი გაიზარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული […]

Continue Reading

მე დავისაჯო კი ბატონო, მაგრამ რამენაირად მოვახერხოთ, ამ მართლა აგენტების ასეთი ანტიქართული მოქმედებები არ გავატაროთ – იუმორისტის ცემის ბრალდებით დაკავებული

ე.წ. იუმორისტი და მისი მსგავსი ადამიანები სწორედ ის ხალხია, რომლებიც წლებია ყველაზე საზიზღარი მეთოდებით ცდილობენ, რომ ხალხს დაუკარგონ თავისი ისტორიის, კულტურისა და ყველაფერი ქართულის პატივისცემა – დარწმუნებული ვარ ამაში ფულს უხდიან და ესენიც ყველაფერს კადრულობენ, – ამის შესახებ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ცემის ბრალდებით დაკავებულ ნიკო ხურცილავას წერილშია ნათქვამი, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ადვოკატ შოთა მირველაშვილს გამოატანა. […]

Continue Reading

ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – როდის იცვლება ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. მათივე ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. ამასთან, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, […]

Continue Reading

აშშ-ში პოლიციამ მამაკაცს ესროლა და მოკლა 18+

აშშ-ში პოლიციამ მამაკაცს ესროლა და მოკლა. CNN-ის ცნობით, აშშ-ის ქალაქ მედისონში ქუჩის საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა მამაკაცი დაკავების მცდელობისას ესროლეს და მოკლეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოთხმა ოფიცერმა ველოსიპედისტის შეჩერება სცადა. პოლიციის უფროსის თქმით, მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთ ოფიცერს დანა დაარტყა. აღშფოთება, ნაწილობრივ, პოლიციის სხეულზე დამონტაჟებული კამერების არარსებობამ გამოიწვია. ქალაქის მერმა […]

Continue Reading

გაფრთხილება – ინფექციების პრევენციისთვის ფუნდამენტურია პირადი ჰიგიენა

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში მატულობს ნაწლავთა ინფექციები და საკვებით მოშხამვების რაოდენობა და სულ რამდენიმე წესის დაცვა აუცილებელია, ესენია: პროდუქტების შენახვა, სწორი გამოყენება, სწორად მომზადება და სუფთა ხელები. „პროდუქტების სწორი შენახვა გულისხმობს უმი და მზა საკვების განცალკევებით განთავსებას, მზა საკვები ოთახის ტემპერატურაზე არ […]

Continue Reading

გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული კაპანაძე, გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ლელოს“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია – ჩიხელიძე

გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული კაპანაძე, გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ლელოს“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ამასთან, ჩემი ინფორმაციით, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე ბრალდებულის მეჯვარეა, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. ექსპერტი გიორგი სიორიძეს საჯარო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საზოგადოება მისგან მკვლელობის ფაქტის მკაფიო დაგმობას ელოდება. ჩიხელიძის შეფასებით, მეგობრობა, ნათესაობა თუ სხვა პირადი ურთიერთობა […]

Continue Reading

ცნობილია ვერაზე მოკლული ბიჭის ვინაობა

თბილისის ცენტრში, ვერაზე მოკლული ბიჭის ვინაობა ცნობილია – გარდაცვლილი 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია.  ბიჭი სიციცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებუთ, გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტში გუშინვე გარდაიცვალა.  ამასთან, მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე TV პირველისთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ნიკა კაპანაძე. ახალგაზრდა კაცი სპეცრაზმმა ბრალდებულის დედის კუთვნილ სასტუმროში სპეცოპერაციით დააკავა.  რაც შეეხება დაჭრისა და მკვლელობის ფაქტს, ადგილობრივების მონაყოლის მიხედვით, კაპანაძე ახალგაზრდების სიცილმა […]

Continue Reading

ვერაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები – მედია

ვერაზე მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტზე „ინტერპრესნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფიდან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 23 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°;ქობულეთი: […]

Continue Reading

23 ივლისის საეკლესიო კალენდარი

23 ივლისს ორმოცდახუთთა მოწამეთა, ნიკოპოლისს წამებულთა: ლეონტისა, მავრიკიოსისა, დანიელისა, ანტონისა, ალექსანდრესი, იანიკიტესი, სისინიოსისა, მენევსისა, ბირილადესი და სხვათა, ასევე მოწამე აპოლონის, მოწამეთა:ვიანორეს და სილუანეს ხსენების დღე აღნიშნავს. წმიდა ორმოცდახუთი მოწამე სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამა კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, […]

Continue Reading

ვერაზე დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა – შსს

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, […]

Continue Reading

შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა – ოქრიაშვილის მეუღლე ინციდენტის დეტალებზე

გააჩერა ქუჩაში სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო და დაუწყეს ცემა, – ამის შესახებ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მეუღლემ განაცხადა, რომელსაც საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. მისივე თქმით, აღნიშნული ინციდენტი უკავშირდება იმას, რომ ონისე არის კრიტიკული ადამიანი და არის პროტესტის აქტიური მონაწილე. „ყვირილის ხმა გავიგე და იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დღეებია ასეთი ამბავია, დავურეკე […]

Continue Reading

აქტივისტების ინფორმაციით, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ – განახლებული ინფორმაცია

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათ შორის, ფოტოგრაფი გიორგი მოსაიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოქრიაშვილს თავს სამი ადამიანი დაესხა. „ონისე ოქრიაშვილს სახლთან სამი ადამიანი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ონისე ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ”, – წერს გიორგი მოსიაშვილი. განახლება:შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით […]

Continue Reading

სროლა იყო ვერაზე – არიან დაჭრილები

სროლა ვერაზე – “პირველების” ინფორმაციით ცეცხლი შანიძისა და ხორავას ქუჩების მიმდებარედ ახალგაზრდებს გაუხსნეს. ერთ-ერთი დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. “ამ წამს ვერაზე სამი ბავშვი ჩაცხრილეს!!!! დასისხლიანებული ეყარნენ სიცილის გამო!!!” | წერს მოქალაქე თიკო კვალიაშვილი სოციალურ ქსელში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ადვოკატი – ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – მისი გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე

ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე, – ამის შესახებ ნატა ვიბლიანის ადვოკატმა, მარიამ ბარსონიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ადვოკატი აცხადებს, საქმე ეხება არა მხოლოდ სექსუალურ ძალადობას არამედ, მუქარას. „მისი გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე. სასაფლაოს ეპიზოდში ფიგურირებს ჩხვიმიანი. დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც […]

Continue Reading

ავტოავარია ზესტაფონში – დაშავდა 6 ადამიანი

ზესტაფონში, სტაროსელსკის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, დაზიანებულია ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სამგზავრო მიკროავტობუსი. თვითმხილველების თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. “ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე 276-ე მუხლით დაიწყო. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

სროლა ბათუმში – ერთი ადამიანი კლინიკაში გადაჰყავთ

ბათუმში ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული კლინიკაში გადაჰყავთ. ფიროსმანის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

“ელოდება როდის გავა 14 დღე, რომ გააგრძელოს თავისი საქმიანობა” – ადვოკატი ვახო სანაიაზე

სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო დაკავებული ჟურნალისტი, ვახო სანაია ადვოკატმა მცხეთის დროებით მოთავსების იზოლატორში მოინახულა. უფლებადამცველის თქმით, დაკავებული ჟურნალისტი თავს კარგად გრძნობს და ელოდება როდის გავა 14 დღე, რათა თავის საქმიანობას დაუბრუნდეს. ვნახე ვახო, კარგად არის, თავს კარგად გრძნობს, მხნედ არის, შემართებით და ელოდება როდის გავა 14 დღე, რომ […]

Continue Reading

ძლიერ ხანძარს საფრანგეთში 1200 მეხანძრე ებრძვის VIDEO

სამხრეთ საფრანგეთში, ვარის დეპარტამენტში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 2500 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. TF1-ის ცნობით, დაახლოებით 400 მცხოვრები ევაკუირებულია. ხანძარი სამშაბათს, კოტინიაკის სოფელთან ახლოს, მთიან რაიონში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. რამდენიმე სახლი განადგურდა, ხოლო დაახლოებით 2300 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხანძრის ჩაქრობაში 1200 მაშველი, ოთხი სახანძრო თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი მონაწილეობს. VIDEO გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი დანით დაჭრა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში შუახნის მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი დანით დაჭრა – ინფორმაციას  Aktual.ge ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ინციდენტი დღეს დღის პირველ ნახევარში მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.   Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო მეორე – სტაბილური. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა საინფორმაციო პორტალ Aktual.ge-ს განუცხადა, რომ გამოძიება სისხლის […]

Continue Reading

ლარი გამყარებას განაგრძობს – ვალუტის ხვალინდელი კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6290 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6290 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6301 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9984 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0044 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

მუხიანში, სკვერში მილის დაზიანების შედეგად, წყლის ჭავლი მე-9 სართულამდე აღწევს – VIDEO

მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა. ამის შესახებ “პრესექსპრესს” ფოტო და ვიდეო მასალა ადგილიდან თვითმხილველებმა მოაწოდეს. მათივე ცნობით, სკვერში წყლის მილი მაშინ გასკდა, როდესაც ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობდა. წყლის ჭავლი მე-9 სართულის სიმაღლემდე აღწევს. VIDEO გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

“ასეთი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა ამდენი ზიზღი, რასაც საჯარო სივრცეში ვუყურებთ, აღარ არსებობდეს“ – “ქართული ოცნება” სანაიას დაპატიმრებაზე

ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანისთვის ეს ყველაფერი ლოგიკურია და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის პრობლემა, რომლებიც კლავიატურით მოქალაქეების ნაწილის გინებით არიან დაკავებული, ცხოვრებაში არაფერს წარმოადგენდნენ, არც დღეს წარმოადგენენ და ერთადერთი „ფეისბუქის“ მეშვეობით ადამიანების ლანძღვა და ღირსების შელახვა შეუძლიათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაკავებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ძალიან ლოგიკურია, რომ კანონი […]

Continue Reading

ვინც ჩემი ნამდვილი ბიოგრაფია იცის, დარწმუნდება, რომ არასდროს მიმიწევდა გული რუსი ქალებისკენ – სააკაშვილი

ჩემი ნამდვილი ბიოგრაფია ვინც იცის (და არა პროპაგანდისტული ნარატივები), დარწმუნდება, რომ არასდროს მიმიწევდა გული რუსი ქალებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ვინც შემხვედრია, იმათგან დიდ ნაწილს მივიჩნევდი საკმაოდ პრიმიტიულ, უხეშ არსებებად და ეს არცაა გასაკვირი, იმ ქვეყნისგან, სადაც საუკეთესო ქალებს, ისეთებს როგორებიცაა მარინა ცვეტაევა, ანა ახმატოვა, ანა პოლიტკოვსკაია ანადგურებდნენ […]

Continue Reading

აიკრძალება 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედია – სად და როდის ამოქმედდება კანონი

საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც 2027 წლის იანვრიდან 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას ითვალისწინებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. კანონის თანახმად, საფრანგეთში ყველამ უნდა დაადასტუროს საკუთარი ასაკი სოციალურ მედიაზე წვდომისთვის. კანონი ორ ეტაპად განხორციელდება: სექტემბრიდან 15 წლამდე ასაკის პირები ვერ შეძლებენ ანგარიშების გახსნას და ყველა ახალ ანგარიშზე ასაკის დადასტურება იქნება საჭირო, 2027 წლის იანვრიდან […]

Continue Reading

იტალიაში დიდი ხნის წინ დაკარგული ქართველი ემიგრანტი იპოვეს – ვინ არის თელაველი ქალი, რომელიც რთულ მდგომარეობაშია

იტალიის ქალაქ ნეაპოლში მცხოვრები, დაკარგულად მიჩნეული თელაველი ევა ამირანაშვილი ქართველი ემიგრანტების დახმარებით იპოვეს. ემიგრანტების ჯგუფში გავრცელებული ინფორმაციით, ევას მოძებნის თხოვნით, ქართველებს მისმა მეუღლემ მიმართა. მათი ცნობით, ქალი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება – არ აქვს სამსახური, ტელეფონი და საცხოვრებელი ადგილი. ემიგრანტები წერდნენ, რომ ქალს საქართველოში დაბრუნებაში დახმარება სჭირდებოდა და მის დასახმარებლად თანხის შეგროვებას გეგმავდნენ. ამჯერად კი მარი […]

Continue Reading

სულ ერთია, რამდენ ხნიანი იქნება პატიმრობა ახლა თუ მომავალში, ან რამდენ ჯარიმას დამიწერენ – ვახო სანაია 14 დღიან სასჯელზე

14 დღიანი პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ჟურნალისტი ვახო სანაია “ფორმულასთან” საუბარში ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სასჯელი მისთვის არაფერს ნიშნავს. “ეს არ არის მხოლოდ ჩემ შესახებ გადაწყვეტილება, ეს ეხება საზოგადოების ყველა წევრს. ეს არის გზავნილი ყველასადმი, რომ გაჩუმდით. ეს საზოგადოება არ გაჩუმდება. უსხედან ჩემს “ფეისბუკს”, ჯერ სქროლავენ, მერე სქრინავენ. ამას აკეთებენ დიდი ხანია. ამ სამმართველოს […]

Continue Reading

ირანთან ომი აშშ-ს 37,5 მილიარდი დოლარი დაუჯდა – Reuters

აშშ-სა და ირანს შორის ომის ღირებულებამ 37,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა 21 ივლისს კონგრესის მოსმენაზე განაცხადა, იტყობინება Reuters. მისი თქმით, ეს ციფრი მოიცავს სამხედრო ხარჯების ნაწილს და 30 სექტემბრამდე პროგნოზს. როგორ მივიდა პენტაგონი ამ ციფრამდე, არ არის დაკონკრეტებული. მარტში, Reuters-ის წყარომ მხოლოდ ომის პირველი ექვსი დღის ღირებულება, მინიმუმ, 11,3 […]

Continue Reading

კვლევა: შაქრის შემცვლელები ტვინის დაბერებას აჩქარებს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის შემცვლელების მოხმარებას ორგანიზმზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს და დაბერება დააჩქაროს. ჟურნალში Science Daily გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ბრაზილიაში, სან-პაულუს უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შაქრის ზოგიერთმა ფართოდ ცნობილმა შემცვლელმა დროთა განმავლობაში შესაძლოა მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების გაუარესების დაჩქარებას შეუწყოს ხელი. მასში თითქმის 13 ათასმა ზრდასრულმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა საშუალო ასაკი 52 წელი […]

Continue Reading

ვახო სანაიას 14 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. საქმე ვახო სანაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს ეხებოდა, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსა და დეპუტატ ლადო ბოჟაძეს შეეხებოდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 22 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რეგიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

Continue Reading

22 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 ივლისს მღვდელმოწამე ბაგრატი – ტავრომენიელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსის, ღირსმოწამეთა: პათერმუთეს, კოპრეს და მოწამე ალექსანდრეს და წმიდა თეოდორე, ედესელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. მღვდელმოწამე ბაგრატი – ტავრომენიელი ეპისკოპოსი მღვდელმოწამე ბაგრატი – ტავრომენიელი ეპისკოპოსი მაშინ დაიბადა, როცა განკაცებული ძე ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, კაცთა შორის იქცეოდა და ქვეყანას აკვირვებდა ახალი […]

Continue Reading

ქართველმა კაცმა ირლანდიაში ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა – ვინ არის და რას ამბობს ქვეყანაში გმირად შერაცხული ახალგაზრდა?

ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ, გიორგი ჯოლოგუამ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ Dublin Live ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი დამსვენებელი პლაჟზე ზღვამ გაიტაცა, ის კი საქართველოს მოქალაქემ გადაარჩინა სიკვდილს. “რატომღაც კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით წავედი, მაშინ როცა ჩვეულებრივ აღმოსავლეთ მხარეს მივდივარ ხოლმე. ჩემი ნავის მარცხენა ბორტთან, დაახლოებით 300 მეტრში, რაღაც შავი დავინახე. მეგონა, ტივტივა ან სელაპი იყო. მაგრამ […]

Continue Reading

თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი

2026 წლის 20 ივლისის ღამის საათებიდან და 21 ივლისის დილამდე, ქ. თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც, ქალაქის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებით გადატვირთვას, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის […]

Continue Reading

სასტუმრო Agarani Estate-ის ადვოკატი – ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, გიორგი ჭიღლაძისთვის შეფარდებული გირაო გადავიხადოთ

სასტუმრო Agarani Estate-ის ადვოკატის, სერგი ცანავას განცხადებით, მომხდარის გამო შექმნილი დისკომფორტის გამო, მზად არიან, გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო 5 000 ლარი გადაიხადონ. როგორც ცანავა განმარტავს, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა სასტუმროში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და მათთვის საჭირო მასალები ამოიღეს. „გუშინ გავავრცელეთ პრეს-რელიზი, საღამოს დამატებითი ინფორმაცია, ვადასტურებთ, რომ კომპანიამ ამ შემთხვევაში მხარეებს შესთავაზა, რომ გარკვეულწილად […]

Continue Reading

6 თვეში ბანკების მოგებამ 1.878 მლრდ ლარი შეადგინა – რომელი მათგანი გამდიდრდა ყველაზე მეტად

2026 წლის იანვარ-ივნისში კომერციულმა ბანკებმა (მიკრობანკებმა) 1.878 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს. სებ-ის სტატისტიკით, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 20.5%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ბანკების მოგება 1.558 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება ცალკეულ ბანკებს, 2026 წლის 6 თვეში ყველაზე მეტი მოგება კვლავ „საქართველოს ბანკმა” […]

Continue Reading

პატრიარქი ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს

ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და გულითადად ვმადლობთ გამორჩეული ხელოვნებისთვის, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისალოც წერილში.ქართული ესტრადის ლეგენდას, საქართველოს სახალხო არტისტ ნანი ბრეგვაძეს, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ „რომანსის დედოფალს“, 21 ივლისს 90 წელი შეუსრულდა.როგორც პატრიარქის წერილშია ნათქვამი, განუმეორებელი ხმის, შემოქმედებითი ხიბლის, მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის, დახვეწილი მუსიკალური […]

Continue Reading

ქორწილის ინციდენტის დროს დაკავებული გიორგი ჭიღლაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა – რა გადაწყვეტილება მიიღეს სხდომაზე?

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, თამარ კაპანაძემ კახეთის სასტუმროში, ქორწილის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავებული, გიორგი ჭიღლაძე დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესის დროს გიორგი ჭიღლაძემ განაცხადა, რომ ჩადენილ დანაშაულს ნანობდა და მისი მიზანი ასე დასრულება არ ყოფილა.  18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა – ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა […]

Continue Reading

“სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ამ მიმართულებით პრაქტიკულად, არაფერი კეთდებოდა, დღეს კი პრობლემების მოგვარება ჩვენ გვიწევს” – კახა კალაძე თბილისში მოსულ უხვ ნალექზე

როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება, ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მან თბილისში მოსულ უხვ ნალექზე ისაუბრა და განმარტა, რომ მერია გზების რეაბილიტაციის დროს, პირველ რიგში, სანიაღვრე სისტემებს და მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებს. ამასთან, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 21 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +23, +28°. აღმოსავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა და […]

Continue Reading

21 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საეკლესიო კალენდარში 21 ივლისი მოწამეების მირდატ მეფისა და პროკოფი პალესტინელის ხსენების დღეა. მირდატ მეფე წმიდა მოწამე მირდატ მეფე იყო ძე ქართლის მეფის ვარაზ-ბაკურისა. მირდატ მეფე ბიზანტიისაგან დაპყრობილი ტაო-კლარჯეთის დაბრუნებას ესწრაფვოდა – ხოლო სპარსეთს კი ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევის უფლებას არ აძლევდა და მისთვის ხარკის გადახდაზეც ცივ უარს აცხადებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მეფე მირდატი იმდროინდელი მსოფლიოს […]

Continue Reading

გიორგი ჭიღლაძე – ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას – ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია

ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია. ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს, – ამის შესახებ თელავში, ქორწილში მომხდარ ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის წერილშია აღნიშნული, რომელსაც მისი ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი ავრცელებს. გიორგი ჭიღლაძე მადლობას უხდის ყველას გვერდში დგომისთვის და აცხადებს: „ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას“. „მე […]

Continue Reading

თელავში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ფაქტზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს ბრალდება წარედგინა

თელავში, სასტუმრო „Agarani Estate“-ში ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას ბრალდების დადგენილება საგამოძიებო უწყებამ გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნო. ჭიღლაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა ბრალი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლო სხდომაზე 5 000 […]

Continue Reading