ვახო სანაიასა და ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.
კონგრესმენის თქმით, ყველა ვარიანტი განიხილება. უილსონი „ქართულ ოცნებას“ გამოხატვის თავისუფლებაზე თავისი თავდასხმის ესკალაციაში ადანაშაულებს.
“ანტი-ამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი კიდევ ერთხელ ახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე თავისი თავდასხმის ესკალაციას! ვახო სანაიასა და ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ. ყველა ვარიანტი განიხილება!” – წერს უილსონი.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
