“ყველამ ხომ იცის, რომ ბერა ივანიშვილი ალაგებს ყველაფერს კრიმინალებთან” – ხატია დეკანოიძე

დღის სიახლეები პოლიტიკა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენულ ვითარებასა და პოლიციის უმოქმედობაზე საუბრობს და ამბობს, რომ კრიმინალის ყველა კუნძულს თბილისში და საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრი მფარველობს.

დეკანოიძემ ტლეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ სწორედ ბერა ივანიშვილის ალაგებს ყველაფერს კრიმინალებთან და ნებისმიერი პოლიციელი, რომელიც ხელს მოკიდებს ბერა ივანიშვილის ძმაკაცს, ან ვინმე მაღალჩინოსნის ძმაკაცებს, ვინც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული, ეს პოლიციელიც სისტემიდან გაქრება.

ოპოზიციონერი ლიდერი ქვეყანაში კრიმინალის ზრდაში სწორედ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “პოლიცია ბიძინას ტერიტორიის შემომფარგლავ ინსტიტუტად გადაიქცა.“

“კრიმინალი იმიტომ გაიზარდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის ბედი არ აწუხებს. ნახეთ, როგორი სისტემაა. სისტემა არის კორუფციული, პოლიცია გადაიქცა მხოლოდ ჩაგვრის ინსტრუმენტად. როგორ წარმოგიდგენიათ, ვახო სანაია, ყოფილი პრეზიდენტი, უამრავი ადამიანი არის ციხეში და ამ დროს ადამიანი, რომელიც აღრიცხვაზე უნდა იყოს… პოლიციელი რომ ხარ,  იცი იმ უბანში რა ხდება და უნდა იცოდე,  ეს თუ არ იცი და გეპარება მკვლელი იარაღით, რომელიც მას არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს, მაშინ შენი ადგილი პოლიციაში არ არის. როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრი მფარველობს კრიმინალის ყველა კუნძულს თბილისში და საქართველოში, ყველამ ხომ იცის, რომ ბერა ივანიშვილი ალაგებს ყველაფერს კრიმინალებთან, ნებისმიერი პოლიციელი, რომელიც ხელს მოკიდებს ბერა ივანიშვილის ძმაკაცს, ან  ვინმე მაღალჩინოსნის ძმაკაცებს, ვინც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული, ეს პოლიციელიც გაქრება სისტემიდან და ზოგადად, ასეთი პოლიციელი აღარ არსებობს. ყველამ ხომ იცის, რომ პოლიცია გადაიქცა ბიძინას ტერიტორიის შემომფარგლავ ინსტიტუტად. ბოლოს როდის გაგიგიათ, რომ მე ვენდობი და დავრეკავ პოლიციაში, პოლიციის მიმართ ნდობა გაქრა, – ამბობს დეკანოიძე.

“ტვ პირველი”

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *