იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს… გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო – დაუღალავად ვიბრძოლებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს . შესაბამისი განცხადება პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, მამუკა მდინარაძე კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას. პრემიერის თქმით, ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო იძლევა შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე იქნას უზრუნველყოფილი. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა […]

Continue Reading

მე გამოვალ ციხიდან, როგორც ნელსონ მანდელა გამოვიდა, რომელიც პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში – რა არჩევნებზე ვსაუბრობთ?! – სააკაშვილი

უკვე მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ, მე ვარ. საუბრობს, როგორც მიშა, მიხვრა-მოხვრა აქვს როგორც მიშას…ასე რომ, ჩამკეტეთ რამდენიც გინდათ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მისი ფუნქცია არ არის ხელისუფლებაში მოსვლა, მისი ფუნქციაა, ხელისუფლებაში მოიყვანოს ახალი თაობა, სხვანაირად მოაზროვნე ადამიანები. „უკვე მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც […]

Continue Reading

ნაურუმ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების […]

Continue Reading

დაკავებულები არიან უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის წევრები – რა წერია სუს-ის ინფორმაციაში

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულები არიან უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის წევრები, რომლებსაც საქართველოში სარეალიზაციოდ უკანონოდ შემოჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. სახელმწიფო უსაფრთხოების […]

Continue Reading

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, 60 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელს 60 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს – გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. დავით ჭითანავა საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. “პირველების” ინფორმაციით, პროკურატურა პროცესზე პატიმრობას ითხოვდა. “პირველების” ინფორმაციით, დანაშაული, რომელსაც დავით ჭითანავას ედავებიან, გასულ წელს იმ დროს მოხდა, როცა ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა, […]

Continue Reading

რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, – ინფორმაციას რუსული მედია უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „დუროვს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის საქმეზე 205.1 მუხლის 1.1 ნაწილით (ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა)“, – ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, შეტყობინებების აპლიკაციის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო უკრაინის სადაზვერვო სააგენტოების მიერ „შეთქმულების დასაგეგმად და მასობრივი მკვლელობების ჩასატარებლად გამოყენებული არხების წაშლა“. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

გუშინ, პროკურატურისკენ მიმავალი თინათინ რუხაძე „ფეისბუქის“ პოსტით რომ გადადგა, კიდევ ერთი მანიშნებელია, რომ „ქართული ოცნება“ იხრჩობა კორუფციაში – “ლელო”

გუშინ პროკურატურისკენ მიმავალი თინათინ რუხაძე „ფეისბუქის“ პოსტით რომ გადადგა, კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ იხრჩობა კორუფციაში – ამ სისტემურ კორუფციას არ უშველის ერთი და ორი პირის დემონსტრაციულად გასამართლება – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა. როგორც სიორიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ კორუფცია მანამდე არნახულ […]

Continue Reading

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ ეტაპზე აბიტურიენტებს საკუთარი ქულების ნახვა შემდეგ საგამოცდო საგნებში შეუძლიათ: საკუთარი ქულის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge და შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს საშუალება აქვს, იხილოს საკუთარი ნაშრომის ასლი და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულა. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 29 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ზოგან ძლიერი. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°; სოხუმი: […]

Continue Reading

29 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ივლისს მღვდელმოწამე ათინოგენე და ათთა მოწაფეთა მისთა, მოწამეთა: პავლეს, ალევტინას და ქიონიას, მოწამე ანტიოქე მკურნალის და მოწამე იულია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს. მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი მღვდელმოწამე ათინოგენე და მისი ათი მოწაფე ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველ ფილომარქსს მოახსენეს ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. […]

Continue Reading

68 ათასი დოლარი ნაღდი ფული და ძვირადღირებული ჩანთები – რა ქონებით ტოვებს თანამდებობას თინათინ რუხაძე

თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. შესაბამის განცხადებას რუხაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. „პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა”, – წერს რუხაძე სოციალურ ქსელში. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს თინათინ რუხაძე. მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2025 წლის დეკემბერში შეავსო. ამ დოკუმენტების მიხედვით, თინათინ რუხაძის საკუთრებაშია ორი ბინა თბილისში, საიდანაც ერთი 2010 წელს 100 000 ლარად […]

Continue Reading

კულტურის მინისტრი თანამდებობას ტოვებს – რა მიზეზი დაასახელა თინათინ რუხაძემ

თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. შესაბამის განცხადებას რუხაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. “ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაში თინათინ რუხაძე გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს და წუხს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დაუთმოს საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს და მისთვის ძვირფასია. რუხაძე მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე, მთავრობის ყველა წევრს და სამინისტროს თანამშრომელს და აღნიშნავს, […]

Continue Reading

“ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, განსაკუთრებით ჩემი მეუღლის მიმართ, არის ძალიან დიდი ბულინგი” – MMA-ს მებრძოლი

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. მან გუშინ, თანამოაზრეებთან ერთად, „სახალხო მოძრაობა“ ჩამოაყალიბა.  მებრძოლმა კამერების წინ თქვა, რომ ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად მზადაა „ციხეშიც წავიდეს“. ორგანიზაციის დამფუძნებლის, გიორგი ქართველიშვილის განცხადებით, მათი მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვა და მათ შეურაცხყოფაზე რეაგირებაა. ქართველიშვილი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან ახალი მოძრაობის, პირადად მისი და […]

Continue Reading

რუსი ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები საქართველოში მოგზაურობებზე მოთხოვნის სისტემურ შემცირებას არ აფიქსირებენ – TASS

რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის ცნობით, რუსი ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები საქართველოში მოგზაურობებზე მოთხოვნის სისტემურ შემცირებას არ აფიქსირებენ. ინფორმაციას TASS ავრცელებს. „ამ ეტაპზე რუსების მიერ საქართველოში მოგზაურობაზე მასობრივი უარის ან ბოიკოტის ტენდენციის შესახებ საუბარი ნაადრევია. ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები ამ მიმართულებაზე მოთხოვნის სისტემურ შემცირებას არ აფიქსირებენ. შესაძლოა, იყოს გაუქმების ან ახალი ამბებით შეშფოთებული ტურისტების მოთხოვნების ცალკეული შემთხვევები, […]

Continue Reading

“გაჩერდი, თორემ კბილებს ჩაგილეწავ” – როგორ გახდა ქუთაისელი ქალი პატრულისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი

ქუთაისში მცხოვრები ქალი პატრულის მოქმედი თანამშრომლისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი გახდა. დაზარალებული “ინფო იმერეთთან“ საუბრისას ჰყვება, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო მამაკაცი, რომელიც მას ბიზნესმენად გაეცნო. შეხვედრებს კი სისტემატურად ესწრებოდა მისი მეგობარი – პატრულის მოქმედი თანამშრომელი. გაცნობიდან რამდენიმე კვირაში ქალს თანხა მოსთხოვეს. დაზარალებულმა აღნიშნული პირების დასახმარებლად ბანკში ძვირფასი ნივთები ჩადო, 4 000 დოლარი ანგარიშზე დაურიცხა, […]

Continue Reading

“ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, შემდეგ კი ქალმა ფული მოსთხოვა, უარის შემდეგ იკივლა, რომ გამაუპატიურაო” – რას ყვება გურიაში მომხდარზე ადვოკატი

მომხდარგურიის მაღალმთიან კურორტ ბახმაროში, იაპონელი ტურისტი, 30 წლამდე ქალბატონი გააუპატიურეს; პოლიციამ მომხდარზე 30 წლამდე ადგილობრივი მამაკაცი ამ წუთებში დააკავა; ამბავი”გურიის მოამბეს” დაკავებულის ადვოკატმა დაუდასტურა, თუმცა გაუპატიურების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ სქესობრივი კავშირი ნებაყოფლობით, იაპონელი ქალბატონის დაჟინებული თხოვნით მოხდა; “გაიცნეს ერთმანეთი, ისაუბრეს, წაყვა კოტეჯში, ბევრი იცინეს, ქალი კისერზე ეხვეოდა, წაიღო ამან ხელი, იმანაც აკოცა […]

Continue Reading

თურქეთში იშვიათი, ქრისტიანული ამულეტი და 3500 წლის წინანდელი ბეჭედი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ცენტრალურ თურქეთში, კარაჰოიუკის დასახლებაში აღმოაჩინეს იშვიათი ოქროს ქრისტიანული ამულეტი, რომელიც IV-V საუკუნეებით თარიღდება და ქვის ბეჭედი ლუვიურ ენაზე იეროგლიფური წარწერით, დაახლოებით 3500 წლის. თხელი ოქროს ფურცელი, სულ რაღაც 0,1 მმ სისქის, პატარა სპილენძის ჭურჭელში იდო. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მასზე შესაძლოა ბიბლიის ფრაგმენტი ყოფილიყო ამოტვიფრული, თავად ამულეტი კი, სავარაუდოდ, ბავშვს ეკუთვნოდა და დამცავ თილისმად გამოიყენებოდა. […]

Continue Reading

14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით, სკოლის მოსწავლის ბიძა დააკავეს

14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით, სკოლის მოსწავლის ბიძა [დეიდის ქმარი] დააკავეს – შემთხვევა გურიაში გუშინ მოხდა.  როგორც TV პირველს ადგილობრივები უყვებიან, 14 წლის გოგოზე სექსუალურად მოზარდის სახლში სტუმრად მყოფმა კაცმა იძალადა.  ბრალდებული სამართალდამცავებმა გუშინ, მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციას 14 წლის გოგოს დედამ მიმართა.  დაკავებულს ბრალი რამდენიმე საათის წინ წაუყენეს. სასამართლო ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სავარაუდოდ […]

Continue Reading

ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება, გახსნას პოლიტიკური პროცესი ოპოზიციისთვის, ამაზეა დამოკიდებული, რა პოზიცია იქნება აშშ-ს მხრიდან – “ლელო”

ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება, გააუქმოს ეს კანონმდებლობა, გახსნას დემოკრატიული პროცესი, პოლიტიკური პროცესი, მათ შორის ოპოზიციისთვის და ამაზეა დამოკიდებული, რა პოზიცია, რა ქმედებები იქნება მომავალში აშშ-ს მხრიდან, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. კუპრაძემ კომენტარი გააკეთა „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, […]

Continue Reading

გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საქართველოში ძალიან ინტენსიურად იყიდება სინთეზური კანაბინოიდი, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც. როგორც ექიმი სოციალურ ქსელში წერს, ასევე მას ურევენ სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებაში, რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას. „გაფრთხილება! საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება „ტელეგრამ“ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე „k2“ […]

Continue Reading

თენგიზ შარმანაშვილი MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – ასეთ ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ კარგად დაფიქრდნენ, როდესაც რეაგირებაზე ისაუბრებენ და ეს მოაქციონ კანონის ფარგლებში

ასეთ ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ კარგად დაფიქრდნენ, როდესაც რეაგირებაზე ისაუბრებენ და ეს რეაგირება მოაქციონ კანონის ფარგლებში – თუ ამას გაცდებიან, დარწმუნებული იყვნენ, რომ სახელმწიფოს შესაბამისი კანონიერი რეაგირება ექნება! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ახალი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, თუ […]

Continue Reading

აშშ-ის საელჩო საქართველოში – შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო

ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოში ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლების“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადეს. როგორც საელჩოში განმარტეს, ისინი მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 28 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +23, +28°. აღმოსავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით […]

Continue Reading

საეკლესიო კალენდარი: 28 ივლისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივლისს ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამების, ასევე მოწამეთა: კვირიკეს და ივლიტას, მოწამე აბუდიმეს, მოციქულთა სწორი ვლადიმერის ხსენების დღეს აღნიშნავს. ხსენება ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება გარდამავალია – იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს. მსოფლიო კრებებს, ჩვეულებრივ, ეკლესიაში მართლმადიდებლური სწავლებისა დასამტკიცებლად და ერესის სამხილებლად იწვევდნენ. ამ […]

Continue Reading

“ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში” – ეროვნული ბანკი

“ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში,” – ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე შეფასებით, უშუალოდ, სს „თელასი“ არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა სიაში და წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირება აუცილებელია მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის. “გვსურს გამოვეხმაუროთ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია Inter RAO-ს მიმართ სანქციების […]

Continue Reading

რუსეთი მიაღწევს თავის მიზნებს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციების ფარგლებში… ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები ყალიბდება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მიაღწევს თავის მიზნებს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციების ფარგლებში. ამის შესახებ მან მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის დასკვნითი პლენარული სხდომის შემდეგ, დეპუტატებთან ისაუბრა. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეები გმირულად იბრძვიან რუსეთისთვის, სამშობლოსთვის. მათ მხარს უჭერს მთელი ჩვენი ხალხი, მთელი ჩვენი საზოგადოება. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და ერთად ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის, რუსეთისთვის“, […]

Continue Reading

დაკავეულია პირი, რომელმაც ივანიშვილის ვაჟის სახელით, პატიმრების ოჯახს 11 300 ლარი გამოართვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილმა თანამშრომელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გეკა გელაძისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის, ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებული პირის […]

Continue Reading

პაპუაშვილი, რომელიც დღეს, თავკაცად უზის ივანიშვილს პარლამენტში, არღვევს კონსტიტუციას – “ლელო”

ივანიშვილი პერიოდულად გამოიყვანს ხოლმე პატარა ბიჭებს და ალაპარაკებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. პაპუაშვილს ადარდებს მხოლოდ ის, როგორ ასიამოვნოს ივანიშვილს და როგორ შეასრულოს რუსეთის დავალება იმიტომ, რომ მხოლოდ რუსეთია, რომელსაც არ უნდა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანება, – ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება. კუპრაძის თქმით, შალვა პაპუაშვილი არღვევს კონსტიტუციას, […]

Continue Reading

13 უცხოელი ტურისტის მდგომარეობაზე „ჯეო ჰოსპიტალსი“ ინფორმაციას ავრცელებს

26 ივლისს, ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ზესტაფონის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრი „ჯეო ჰოსპიტალსი“ ავრცელებს. მათი ცნობით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში სამი პაციენტი იმყოფებოდა, მათ შორის 17 წლის გოგონა, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები და ტვინის შერყევა. ამ ეტაპზე, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას ორი პაციენტი განაგრძობს. „ავარიის […]

Continue Reading

კატა ლარი მოხარულია, რომ ბრიტანეთის ახალი პრემიერის ძაღლი მასთან ერთად არ იცხოვრებს – რამდენი აქვს ხელფასი კატას პრემიერის ოფისში

კატა ლარი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის მთავარი თაგვების დამჭერი, აღფრთოვანდა იმ ინფორმაციით, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის ძაღლი ენდი ბერნჰემი მის ლონდონის რეზიდენციაში არ გადავა, არამედ მანჩესტერში დარჩება და ეთანხმება აზრს, რომ ის და ძაღლი ერთმანეთს ნამდვილად ვერ შეეწყობიან. ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში ბერნჰემმა განაცხადა, რომ მისი ძაღლი, პუდელის ნაჯვარი, სახელად აქსელი, სავარაუდოდ, მანჩესტერში დარჩება. მან ეს იმით ახსნა, […]

Continue Reading

მინდა, რომ ქართველებში და ახალგაზრდებში იყოს ჯანსაღი აზრი, სადაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული არის ჩვენი რელიგია – ქართველიშვილი დაფუძნებულ მოძრაობაზე

MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი მოძრაობა დააფუძნა და განაცხადა, რომ ქვეყნისთვის, მართლმადიდებლობისთვის, სარწმუნოებისთვის მე მზად ვარ, რომ ციხეში კი არ წავიდე, საკუთარი სიცოცხლეც შევწირო! მე ასე გამზარდეს! ქართველიშვილის განმარტებითვე, ახლა მათი მოძრაობის „გვერდით დადგომა ქვეყნის გვერდით დადგომას ნიშნავს.“ „ჩვენს გვერდით დადგომა ნიშნავს ქვეყნის გვერდით დადგომას. რომელი ჩვენგანი – აქ ვინც ვსხედვართ და თუნდაც მე […]

Continue Reading

რამ გამოიწვია 6 თვის ორსულის გარდაცვალება – დეტალები

თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ “მთავარი ამბები კახეთიდან” წერს. მათივე ინფორმაციით, ქალი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო. როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ გარდაცვლილის მეგობრები უყვებიან, ურჩუხიშვილი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. მოგვიანებით ის გაწერეს, თუმცა მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, კლინიკაში ხელახლა დააბრუნეს. […]

Continue Reading

მეუფე ზენონი – სახელმწიფო მაშინ სუსტდება, როდესაც ადამიანები კარგავენ რწმენას, რომ მათ პირად არჩევანს საერთო მომავლის შეცვლა შეუძლია

სახლის ნგრევა ყოველთვის იწყება იქ, სადაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მის გადასარჩენად ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვთ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წმინდა სინოდის წევრი, მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი (იარაჯული) წერს. მისი აზრით, საქართველოსაც სწორედ ასეთი დრო უდგას. ჯერ კიდევ შეგვიძლია მისი გამაგრება. ჯერ კიდევ შეგვიძლია ბზარების გამთელება. „ჩვენი დროის ყველაზე დიდი პარადოქსი სწორედ ეს არის: არასოდეს გვქონია […]

Continue Reading

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ ბექა კვიციანმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დანაშაულები სხვადასხვა ქვეყანაში ჩაიდინეს […]

Continue Reading

ნასვამი ახალგაზრდა მამაკაცი პირში გაზის იარაღით   გასროლის შედეგად მძიმედ დაჭრეს – სად მოხდა შემთხვევა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდარის დასახლებაში გაზის იარაღით გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა – ინფორმაციას Aktual.ge- ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა 26 ივლისის საღამოს მოხდა.  Aktual.ge-ის ცნობით,  ნასვამი ახალგაზრდა მამაკაცი პირში გაზის იარაღით   გასროლის შედეგად მძიმედ დაჭრეს. არსებული ცნობით,   ნასვამ ახალგაზრდას ეხუმრებოდნენ, რის შემდეგაც აღნიშნული ფაქტი მოხდა.  ინციდენტის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.   დაშავებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. არსებული […]

Continue Reading

ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის, ეს არც მოქმედი წევრებისთვის არის ასე და არც კანდიდატი ქვეყნებისთვის, „ბრექსიტი“ ამის საუკეთესო დასტური იყო – შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის, ეს არც მოქმედი წევრებისთვის არის ასე და არც კანდიდატი ქვეყნებისთვის, „ბრექსიტი“ ამის საუკეთესო დასტური იყო – სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?! – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, „მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 27 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ივლისს, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილის საათებში დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, […]

Continue Reading

27 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 ივლისს მოციქულ აკვილას, სამოცდაათთაგანის მოწამე იუსტოსის, ღირსი ელიოზ მონაზვნის და ღირსი ონისიმე საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული აკვილა – სამოცდაათთაგანი წმიდა მოციქული აკვილა, სამოცდაათთაგანი იყო „ჰურიაჲ… პონტოელი ნათესავით“ და მეუღლესთან, პრისკილასთან ერთად ქალაქ რომში ცხოვრობდა. იმპერატორ კლავდიუსის (41-54) ზეობისას ყველა ებრაელი გააძევეს დედაქალაქიდან და აკვილაც მეუღლითურთ იძულებული გახდა, დაეტოვებინა იქაურობა. […]

Continue Reading

თბილისის საკრებულოსთან რამდენიმე პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს, პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა. დაკავებას წინ უძღოდა აქტივისტების მხრიდან შეძახილები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მისამართით. ასევე, მათ ხელში ეკავათ საპროტესტო ბანერები. ,,ინტერპრესნიუსი” დეტალებს შსს-ში არკვევს. ცნობისთვის, მანამდე, სამართალდამცველებმა თორნიკე თოშხუა დააკავეს, რომელიც საკრებულოსთან იდგა ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო განთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო […]

Continue Reading

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაშავდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. დაშავებულთაგან ერთის, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა ალაზნის ხიდთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორივე ავტომობილში მყოფებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ოთხივე მათგანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის თქმით, დაშავებულებს უტარდებათ ყველა შესაბამისი მკურნალობა და […]

Continue Reading

შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა

რწმენის ძალასა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე იქადაგა პატრიარქმა. შიო მესამემ გაიხსენა სახარებიუსეული ეპიზოდი, როდესაც მაცხოვარმა 5 პურით 5 000 ადამიანი დააპურა. უწმინდესმა ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. „ჩვენ რწმენის სახით ისეთი ძალა გვაქვს, ისეთი საყრდენი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება; შეძლებს ჩვენი მწირი შესაძლებლობების, შესაწირავის გამრავლებას და გაძლიერებას. უფლის რწმენა ჩვენ გულში ეს არის გასაღები, […]

Continue Reading

შემოსავლების სამსახური – „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი, გაზრდილი ნაკადის პირობებში, შეფერხებების გარეშე მუშაობს – მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი აქტიური სეზონის პირობებში, გაზრდილი ტვირთნაკადისა და მგზავრთა გადაადგილების ფონზე, შეფერხებების გარეშე მუშაობს. უწყების ცნობით, ორივე ქვეყნის მიმართულებით საზღვრის კვეთის კონტროლის პროცედურები სტანდარტული რეჟიმით და სრული დატვირთვით მიმდინარეობს. „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი, აქტიური სეზონის გათვალისწინებით, გაზრდილი ტვირთნაკადის/მგზავრთა გადაადვილების პირობებში, მუშაობს შეფერხებების გარეშე და ორივე ქვეყნის მიმართულებით, სრული დატვირთვით მიმდინარეობს […]

Continue Reading

13 ადამიანი დაშავდა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. არსებული ინფორმაციით, ისინი ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. შემთხვევა სოფელ არგვეთასთან რამდენიმე საათის წინ მოხდა. სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ირანს გეი დიქტატორი მართავს – დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, 56 წლის მუჯთაბა ხამენეის (ალი ხამენეის ვაჟი), „გეი დიქტატორი“ უწოდა. მან ეს განცხადება თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „ჩემი ადმინისტრაციის დროს, ოდესღაც, საშინელი და ძლიერი რეჟიმი, რომელიც გამუდმებით ესხმოდა თავს ამერიკას, საბოლოოდ დაამხეს. მისი ყოფილი ლიდერები თანამდებობიდან გადააყენეს და ახლა მას გეი დიქტატორი მართავს, რომელიც […]

Continue Reading

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა – არსებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე მგზავრი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ არგვეთასთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული. კადრებს “ფეისბუქ გვერდი” “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ვერაზე, სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდა კლინიკიდან გაწერეს

ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდა კლინიკა „ჰელსიკორიდან” გაწერეს. როგორც „ინტერპრესნიუსს” კლინიკაში განუცხადეს, 17-18 წლის ბიჭები ბინაზე გუშინ, საღამოს გაწერეს. ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი – 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 […]

Continue Reading

“ჩემი გულწრფელი სამძიმარი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოს… მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ არ ვჩან­ვარ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში” – ეკა კუპატაძის საგანგებო მიმართვა

ეკა კუ­პა­ტა­ძე ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი 17 წლის ბი­ჭის დე­დას სამ­ძი­მარს უცხა­დებს და საგანგებო მიმართვას ავრცელებს: “ჩემი გულ­წრფე­ლი სამ­ძი­მა­რი ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლის დე­დი­კოს. იქ­ნებ იპო­ვოთ ძალა, თქვენ­თვის გა­უ­ფე­რუ­ლე­ბელ სამ­ყა­რო­ში, არ­სე­ბო­ბი­სა… უამ­რა­ვი მე­სი­ჯი შე­მომ­დის და მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ არ ვჩან­ვარ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ვფიქ­რობ, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­რო­დაც მი­ვა­წო­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­საც არც ერთი წა­მით არ მი­ვუ­ტო­ვე­ბი­ვარ ამ გი­ჟურ ომში. ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე […]

Continue Reading

37 გრადუსი სიცხე – ამინდის პროგნოზი 26 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. თბილისში ჰაერი დღისით +37 გრადუსამდე გათბება, ხოლო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში უმეტეს ქალაქებში წვიმაა მოსალოდნელი. რიგ რეგიონებში ქარი დროგამოშვებით გაძლიერდება და 17-22 მ/წმ-ს მიაღწევს. ქალაქების მიხედვით ამინდის პროგნოზი ასეთია: გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

26 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 ივლისს ღირსი სტეფანე საბაიტელის, წმ. იულიანეს, კენომანიელი ეპისკოპოსის, მოწამე სერაპიონის და მოწამე მარკიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა სტეფანე საბაიტელი წმიდა სტეფანე საბაიტელი, წმიდა იოანე დამასკელის ძმისწული, 725 წელს დაიბადა. ნეტარი ათი წლის იყო, როცა საბა განწმენდილის ლავრას მიაშურა. აქედან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე იგი ამ სავანეში მოღვაწეობდა. ღირს სტეფანეს უფლისგან სასწაულთქმედების და […]

Continue Reading

ყაზახეთის პრეზიდენტი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის იდეით გამოდის – კიდევ რა შესთავაზა თოყაევმა პუტინს

ყაზახეთის პრეზიდენტი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის იდეით გამოდის. ამის შესახებ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ომსკში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ ერთობლივ კონფერენციაზე ისაუბრა. „მე ევროპისა და შეერთებული შტატებისგან ბევრ სიგნალს ვიღებ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტთან დაკავშირებით. თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტია. ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდით უკრაინელ ხალხს. ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ბოლომდე […]

Continue Reading