“ჩემი გულწრფელი სამძიმარი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოს… მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ არ ვჩან­ვარ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში” – ეკა კუპატაძის საგანგებო მიმართვა

დღის სიახლეები საზოგადოება

ეკა კუ­პა­ტა­ძე ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი 17 წლის ბი­ჭის დე­დას სამ­ძი­მარს უცხა­დებს და საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

“ჩემი გულ­წრფე­ლი სამ­ძი­მა­რი ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლის დე­დი­კოს. იქ­ნებ იპო­ვოთ ძალა, თქვენ­თვის გა­უ­ფე­რუ­ლე­ბელ სამ­ყა­რო­ში, არ­სე­ბო­ბი­სა… უამ­რა­ვი მე­სი­ჯი შე­მომ­დის და მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ არ ვჩან­ვარ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ვფიქ­რობ, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­რო­დაც მი­ვა­წო­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­საც არც ერთი წა­მით არ მი­ვუ­ტო­ვე­ბი­ვარ ამ გი­ჟურ ომში.

ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დი, 18 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ, მაქვს. ახლა ვე­ლო­დე­ბი ნია იმ­ნა­ძის და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის და­ჭე­რას. ნია იმ­ნა­ძის დაკ­ვე­თა/წა­ქე­ზე­ბა/დახ­მა­რე­ბით მოხ­და გი­გას მკვლე­ლო­ბა! ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვილ­მა იცო­და, რომ იგეგ­მე­ბო­და გი­გა­ზე თავ­დას­ხმა და თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ გა­ი­გო მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში! ლო­დი­ნი გა­უ­საძ­ლი­სად გა­ი­წე­ლა,

მაგ­რამ ვე­ლო­დე­ბი მოთ­მი­ნე­ბით. ბრძო­ლა­ში მოთ­მი­ნე­ბა სი­სუს­ტე კი არა, ზოგ­ჯერ ია­რა­ღია. თუმ­ცა არც მარ­ტო მოთ­მი­ნე­ბით ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში ვარ. მაქვს ბრძო­ლის სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა. აუ­ცი­ლებ­ლად, სრულ­ყო­ფი­ლად და­ვა­ყე­ნებ გიგა ავა­ლი­ა­ნის წილ სა­მარ­თალს!” – წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.

17 წლის ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლი ვე­რა­ზე მომ­ხდარ სრო­ლას შე­ე­წი­რა. მასთან ერთად დაიჭრა 3 ადამიანი.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *