მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდარის დასახლებაში გაზის იარაღით გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა – ინფორმაციას Aktual.ge- ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა 26 ივლისის საღამოს მოხდა.
Aktual.ge-ის ცნობით, ნასვამი ახალგაზრდა მამაკაცი პირში გაზის იარაღით გასროლის შედეგად მძიმედ დაჭრეს.
არსებული ცნობით, ნასვამ ახალგაზრდას ეხუმრებოდნენ, რის შემდეგაც აღნიშნული ფაქტი მოხდა. ინციდენტის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.
დაშავებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. არსებული ინფორმაციით, მას პირის ღრუს არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება, ასევე, დაზიანებული აქვს ყურის აპკები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
