მე გამოვალ ციხიდან, როგორც ნელსონ მანდელა გამოვიდა, რომელიც პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში – რა არჩევნებზე ვსაუბრობთ?! – სააკაშვილი

დღის სიახლეები პოლიტიკა

უკვე მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ, მე ვარ. საუბრობს, როგორც მიშა, მიხვრა-მოხვრა აქვს როგორც მიშას…ასე რომ, ჩამკეტეთ რამდენიც გინდათ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მისი ფუნქცია არ არის ხელისუფლებაში მოსვლა, მისი ფუნქციაა, ხელისუფლებაში მოიყვანოს ახალი თაობა, სხვანაირად მოაზროვნე ადამიანები.

„უკვე მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ, მე ვარ. საუბრობს, როგორც მიშა, მიხვრა-მოხვრა აქვს როგორც მიშას…ასე რომ, ჩამკეტეთ რამდენიც გინდათ. მეგობრებო, მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში…

ჩემი ფუნქცია არ არის ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა, ჩემი ფუნქციაა, მოვიყვანო ახალი თაობა, სხვანაირად მოაზროვნე ადამიანები. ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის, რომ აღვადგინოთ საქართველოს დამოუკიდებელი კურსი და სწრაფი განვითარება.. ჩვენ მოვიტანთ სამართლიანობას…ხალხს აღარ დაიჭერენ ტროტუარზე დგომის გამო, ხალხს აღარ დაჭირდება ტროტუარზე დგომა, რათა მთავრობამ ხალხს მოუსმინოს. ხალხს კი არ შეეშინდება მთავრობის, მთავრობას მუდმივად ხალხის შეეშინდება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ძალების გაერთიანება მოგვიტანს იმას, რასაც ნამდვილი თავისუფლება, პროტესტი და წინსვლა ჰქვია.

„მხოლოდ წინააღმდეგობა, მხოლოდ რევოლუციური, რეფორმატორული და განმათავისუფლებელი პლატფორმა. ყველა ძალების გაერთიანება მოგვიტანს იმას, რასაც ნამდვილი თავისუფლება, პროტესტი და წინსვლა ჰქვია. ისევ გრძელდება იაფფასიანი ინტრიგები….ჩვენ არჩევნებზე მივდივართ თუ არა. რა მარაზმია საერთოდ! რა არჩევნებზე ვსაუბრობთ?! საქართველოში არჩევნები არ ტარდება, რადგან არ ტარდება, ამას მოპოვება უნდა, ქვეყანას უნდა დაბრუნება! ჩვენ უნდა ვისაუბროთ განმათავისუფლებელ პროცესზე, წინააღმდეგობის მოძრაობაზე. ამის შედეგი იქნება არჩევნები. ყველას მოვუწოდებ კოლეგებს ოპოზიციიდან, თავი დაანებოთ ინტრიგებს, მით უმეტეს ჩემთან ქიშპობას, მე კონკრეტულ ისტორიულ მომენტში შევძელი ის, რაც შევძელი, ეს იყო ერთ-ერთი ყველზე დიდი მიღწევა საქართველოს ისტორიაში. კიდევ შევძლებ ამაზე უფრო მეტს…მივესალმები, ამ ბრძოლაში შემომიერთდნენ“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *