არსებული ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს, პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.
დაკავებას წინ უძღოდა აქტივისტების მხრიდან შეძახილები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მისამართით. ასევე, მათ ხელში ეკავათ საპროტესტო ბანერები.
,,ინტერპრესნიუსი” დეტალებს შსს-ში არკვევს.
ცნობისთვის, მანამდე, სამართალდამცველებმა თორნიკე თოშხუა დააკავეს, რომელიც საკრებულოსთან იდგა ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო განთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქ. თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკრებულოს შენობის წინ, სადაც უკანონოდ იმართებოდა საპროტესტო აქცია, შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები გაატარეს.
სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
