“ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, შემდეგ კი ქალმა ფული მოსთხოვა, უარის შემდეგ იკივლა, რომ გამაუპატიურაო” – რას ყვება გურიაში მომხდარზე ადვოკატი

დღის სიახლეები სამართალი

მომხდარგურიის მაღალმთიან კურორტ ბახმაროში, იაპონელი ტურისტი, 30 წლამდე ქალბატონი გააუპატიურეს;

პოლიციამ მომხდარზე 30 წლამდე ადგილობრივი მამაკაცი ამ წუთებში დააკავა;

ამბავი”გურიის მოამბეს” დაკავებულის ადვოკატმა დაუდასტურა, თუმცა გაუპატიურების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ სქესობრივი კავშირი ნებაყოფლობით, იაპონელი ქალბატონის დაჟინებული თხოვნით მოხდა;

“გაიცნეს ერთმანეთი, ისაუბრეს, წაყვა კოტეჯში, ბევრი იცინეს, ქალი კისერზე ეხვეოდა, წაიღო ამან ხელი, იმანაც აკოცა და ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, შემდეგ კი ქალმა ფული მოსთხოვა, უარის შემდეგ კი იკივლა რომ გამაუპატიურაო, 6 მოწმე მყავს რომ სექსუალური კავშირი იყო ნებაყოფლობითი” უთხრა “გურიის მოამბეს” დაკავებულის ადვოკატმა;

დაზარალებულმა პოლიციას მომხდარი, თბილისში ჩასვლის შემდეგ შეატყობინა და დახმარებისათვის თხოვნით, მომხდარიდან ერთი დღის შემეგ მიმართა;

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *